შინაარსზე გადასვლა

ზურიკო დავითაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 66: ხაზი 66:
}}
}}
'''ზურიკო დავითაშვილი''' (დ. [[15 თებერვალი]], [[2001]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — [[ქართველები|ქართველი]] [[ფეხბურთელი]]. [[საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საქართველოს ეროვნული ნაკრებისა]] და [[ბორდო (საფეხბურთო კლუბი)|„ბორდოს“]] შემტევი [[ნახევარმცველი (ფეხბურთი)|ნახევარმცველი]].<ref>[https://www.crystalsport.ge/news/46781 ოფიციალურად - ზურიკო დავითაშვილი ბორდოში გადავიდა]</ref>
'''ზურიკო დავითაშვილი''' (დ. [[15 თებერვალი]], [[2001]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — [[ქართველები|ქართველი]] [[ფეხბურთელი]]. [[საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საქართველოს ეროვნული ნაკრებისა]] და [[ბორდო (საფეხბურთო კლუბი)|„ბორდოს“]] შემტევი [[ნახევარმცველი (ფეხბურთი)|ნახევარმცველი]].<ref>[https://www.crystalsport.ge/news/46781 ოფიციალურად - ზურიკო დავითაშვილი ბორდოში გადავიდა]</ref>

== საკლუბო კარიერა ==
===ადრეული კარიერა===
მისი დებიუტი [[ეროვნული ლიგა|საქართველოს ჩემპიონატში]] [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „დინამოს“]] შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და [[კოლხეთი-1913 ფოთი (საფეხბურთო კლუბი)|ფოთის „კოლხეთი-1913“]] დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა.

===თბილისის „ლოკომოტივი“===
2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი [[ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „ლოკომოტივთან“]] გააფორმა. იმავე წელს [[The Guardian]]-მა დავითაშვილი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.<ref>[https://www.theguardian.com/football/ng-interactive/2018/oct/11/next-generation-2018-60-of-the-best-young-talents-in-world-football Next Generation 2018: 60 of the best young talents in world football]</ref>

2019 წლის თებერვალში საწვრთნელი შეკრება [[რუბინი ყაზანი (საფეხბურთო კლუბი)|ყაზანის „რუბინთან“]] გაიარა. მოსალოდნელი იყო, რომ ტრანსფერი მას შემდეგ გაფორმდებოდა, როდესაც ფეხბურთელი თვრამეტი წლის ასაკს მიაღწევდა, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი არ გაფორმებულა და დავითაშვილი [[ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „ლოკომოტივში“]] დაბრუნდა, რომლის მაისურით საქართველოს პირველობის 29 მატჩი ჩაატარა და თავის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

იმავე 2019 წელს ზურიკო დავითაშვილი [[ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „ლოკომოტივის“]] წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.<ref name="ლოკომოტივი-2019">[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/289272/4/Lelo_2019_N1.pdf საუკეთესონი რკინიგზაში] // [[ლელო (გაზეთი)|„ლელო“]], 03.01.2019, № 001 (15506), გვ. 3.</ref>

===ყაზანის „რუბინი“===
2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა [[რუბინი ყაზანი (საფეხბურთო კლუბი)|ყაზანის „რუბინთან“]] სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტი [[რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგა|რუსეთის პრემიერლიგაში]] 15 ივლისს, [[ლოკომოტივი მოსკოვი (საფეხბურთო კლუბი)|მოსკოვის „ლოკომოტივთან“]] გამართულ პირველი ტურის მატჩში შედგა. შეხვედრაში, რომელიც ფრედ (1–1) დამთავრდა, დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 66-ე წუთზე იგი [[ხვიჩა კვარაცხელია]]მ შეცვალა.

[[რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგა|რუსეთის პირველობის]] ფარგლებში [[რუბინი ყაზანი (საფეხბურთო კლუბი)|„რუბინის“]] მაისურით მან სულ 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.

===„როტორი“ და „არსენალი“===
2020 წლის 20 აგვისტოს დავითაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ 2020–21 წლების სეზონში იჯარით გადავიდა. 2021 წლის 16 ივლისს, მისი კონტრაქტი [[რუბინი ყაზანი (საფეხბურთო კლუბი)|„რუბინთან“]] ურთიერთშეთანხმებით შეწყდა, ხოლო ოთხი დღის შემდეგ მან ხელი კონტრაქტს ტულის „არსენალთან“ მოაწერა.

===ბათუმის „დინამო“===
2022 წლის 23 მარტს დავითაშვილმა [[დინამო ბათუმი (საფეხბურთო კლუბი)|ბათუმის „დინამოსთან“]] გააფორმა კონტრაქტი, მას შემდეგ, რაც [[ფიფა]]მ რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს მოქმედი კონტრაქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლება მისცა. ბათუმელთა მაისურით დავითაშვილმა [[ეროვნული ლიგა|საქართველოს პირველობის]] 14 შეხვედრა გამართა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბათუმელთა რიგებში ასევე ოთხ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

===„ბორდო“===
2022 წლის 2 სექტემბერს დავითაშვილი [[დინამო ბათუმი (საფეხბურთო კლუბი)|ბათუმის „დინამოდან“]] ერთწლიანი იჯარით [[ბორდო (საფეხბურთო კლუბი)|„ბორდოში“]] გადავიდა. ზურიკომ სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მის ახალ კლუბს 17 სექტემბერს „დიჟონთან“ გამარჯვების მოპოვებაში (2–1). ასევე, კლუბისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გოლები შეაგდო „სოშოს“ (2–1) და „ლავალის“ (3–0) წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში.

2023 წლის იანვრის ბოლოს გამოცემა France Bleu-მ [[საფრანგეთის ლიგა 2]]-ში ზურიკო დავითაშვილის კლუბის, [[ბორდო (საფეხბურთო კლუბი)|„ბორდოს“]] გამოსვლა შეაფასა და გუნდის გამორჩეულ მოთამაშეებში ზურიკო დავითაშვილიც დაასახელა.<ref>[https://1tv.ge/news/franguli-gamocema-davitashvils-dzalian-maghal-doneze-tamashi-sheudzlia-1tvsport/ დავითაშვილს ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლია]</ref><ref>[https://sportline.ge/index.php/?newsid=3624 ფრანგული გამოცემა: „დავითაშვილმა პირველი ექვსი თვე კარგად ჩაატარა“]</ref>

22 წლის ქართველმა შემტევმა 36-ე სათამაშო კვირაში [[გენგამი (საფეხბურთო კლუბი)|„გენგამის“]] წინააღმდეგ — 3–0 მოგებულ მატჩში სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა, გოლის გატანა მოახერხა, საგოლე პასიც გააკეთა და როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში შესანიშნავად მოქმედებდა, საბოლოო ჯამში კი 8.1 კოეფიციენტით შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამასთან, Sofascore-ს ვერსიით [[საფრანგეთის ლიგა 2]]-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.<ref>[https://www.belive.ge/fexburti/zuriko-davithashvili-liga-2-is-simbolur-gundshi-mokhvda ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა]</ref>

ზურიკო დავითაშვილმა [[ბორდო (საფეხბურთო კლუბი)|„ბორდოს“]] შემადგენლობაში სადებიუტო, 2022–23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.<ref>[https://www.belive.ge/qarthulisporti/davitashvili-marjvena-flangs-chaibarebs-da-tavisuflebasats-miighebs-franguli-media-qartvel-shemtevze-saubrobs „დავითაშვილი მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს და თავისუფლებასაც მიიღებს“]</ref>

2022–23 წლების სეზონის შემდეგ, კლუბმა გამოიყენა მისი შეძენის შესაძლებლობა და მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით მას კონტრაქტი „ბორდოსთან“ 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.<ref>[https://www.girondins.com/fr/news/36809/zuriko-bordelais-jusquen-2027 Zuriko, bordelais jusqu’en 2027!] // ''girondins.com''</ref>

26 სექტემბერს, [[საფრანგეთის ლიგა 2]]-ის მე-8 ტურში „ბორდო“ „გენგამს“ ესტუმრა და დაძაბული შეხვედრა 0–0 დაასრულა. საქართველოს ნაკრების შემეტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ მწვრთნელმა, დევიდ გიონმა სათადარიგოებში დასვა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. „გენგამს“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 54-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა მეკარემ, რაფალ სტრაჩეკმა მაროკოელი შემტევის, ამინ ელ უაზანის დარტყმული პენალტი მოიგერია. „ბორდოს“ მწვრთნელმა შეტევის გაძლიერებისთვის ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე შეუშვა და ქართველი შემტევი თამაშში აქტიურად ჩაერთო. შესვლიდან რამდენიმე წუთში ეფექტური დრიბლინგით თამაშის გამწვავება სცადა, თუმცა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელა. დავითაშვილმა 84-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა, რასაც მეტოქე მცველი გადაეღობა და თავისი გუნდი გადაარჩინა.<ref>Guingamp 0–0 Bordeaux / [https://int.soccerway.com/matches/2023/09/26/france/ligue-2/en-avant-de-guingamp/fc-girondins-de-bordeaux/4103076/ Stade du Roudourou (Guingamp)] // ''soccerway''</ref><ref>[https://1tv.ge/news/davitashvilma-bordoshi-shecvlaze-itamasha-gelashvils-speciashi-shansi-ar-mieca-1tvsport/ დავითაშვილმა „ბორდოში“ შეცვლაზე ითამაშა]</ref>

28 ოქტომბერს, ლიგა 2-ის მე-12 ტურში „ბორდომ“ „როდეზს“ უმასპინძლა და მოგების შანსი ვერ გამოიყენა — 2–2. ქართველმა შემტევმა მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 76 წუთი დაჰყო. „ბორდო“ 2–0-ს იგებდა, თუმცა ანგარიში ვერ შეინარჩუნა და საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. მატჩის ბოლოს „როდეზს“ მოთამაშე გაუგდეს, მაგრამ დარჩენილ დროში „ბორდომ“ მესამე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა.<ref>Bordeaux 2–2 Rodez / [https://int.soccerway.com/matches/2023/10/28/france/ligue-2/fc-girondins-de-bordeaux/rodez-aveyron-football/4103112/ Stade Matmut-Atlantique] // ''soccerway''</ref><ref>[https://1tv.ge/news/gelashvilma-speciashi-sheucvlelad-itamasha-davitashvilis-bordom-mogebis-shansi-khelidan-gaushva-1tvsport/ დავითაშვილის „ბორდომ“ მოგების შანსი ხელიდან გაუშვა]</ref>

11 ნოემბერს, [[საფრანგეთის ლიგა 2]]-ის მე-14 ტურში [[ბორდო (საფეხბურთო კლუბი)|„ბორდომ“]] შინ „ანესი“ 3–1 დაამარცხა. ჟირონდულმა კლუბმა წარუმატებელი, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ სასტარტოში ითამაშა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე მისი საგოლე პასით ვიპოტნიკმა „ბორდო“ დააწინაურა — 2–1. ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.<ref>[https://www.crystalsport.ge/news/58683 ზურიკოს მესამე საგოლე პასი — „ბორდომ“ ცუდი სერია დაასრულა]</ref>

==სანაკრებო კარიერა==
[[2016]] წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. 2016–2018 წლებში საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში გამართულ 28 შეხვედრაში ზურიკომ 24 გოლი შეაგდო.

მან ასევე, მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც [[საქართველო]] თანამასპინძლობდა. ნიდერლანდების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კარში მის მიერ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გატანილი იშვიათი სილამაზის გოლი, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჯგუფური ეტაპის მოსაგებად. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა.

რაც შეეხება [[საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საქართველოს ეროვნულ ნაკრებს]], მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში [[2019]] წლის [[5 სექტემბერი|5 სექტემბერს]], [[სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების]] წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. 2019–20 წლებში მან სულ ექვს შეხვედრაში დაიცვა ქვეყნის პირველი ნაკრების ღირსება.

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, [[ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბულგარეთის ეროვნული ნაკრების]] წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, [[2021]] წლის [[8 სექტემბერი|8 სექტემბერს]] გაიტანა. სულ [[2021]] წელს დავითაშვილმა ეროვნული ნაკრების მაისურით რვა შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.

მომდევნო [[2022]] წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ რვა სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ სამი იყო ამხანაგური — [[ბოსნია და ჰერცეგოვინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბოსნია და ჰერცეგოვინის]], [[ალბანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ალბანეთის]] და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას [[ერთა ლიგა (უეფა)|უეფას ერთა ლიგაზე]] მოუწია.

== სანაკრებო სტატისტიკა ==
{{updated|19 ნოემბერი, 2023}}

{| class="wikitable" style="text-align:center"
|-
!ეროვნული ნაკრები!!წელი!!მატჩი!!გოლი
|-
|rowspan="5"|[[საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საქართველო]]
|2019||2||0
|-
|2020||4||0
|-
|2021||8||2
|-
|2022||8||1
|-
|2023||10||3
|-
!colspan="2"|ჯამში!!32!!6
|}

== მიღწევები ==
===სანაკრებო===
; {{დროშანიშანი|საქართველო}} საქართველო 17-წლ.
* ყაზახეთის პრეზიდენტის თასის ფინალისტი: 2017<ref>[https://ru.atozwiki.com/%D0%9A%D1%83%D0%B1%D0%BE%D0%BA_%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B7%D0%B8%D0%B4%D0%B5%D0%BD%D1%82%D0%B0_%D0%9A%D0%B0%D0%B7%D0%B0%D1%85%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B0_%D0%BF%D0%BE_%D1%84%D1%83%D1%82%D0%B1%D0%BE%D0%BB%D1%83_2017 President Cup 2017] // ''atozwiki.com''</ref>

===ინდივიდუალური===
* ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2017<ref>[https://web.archive.org/web/20171201035806/http://kff.kz/news/view/1504895876-opredeleny-luchshie-igroki-kubka-prezidenta-rk Определены лучшие игроки Кубка Президента Р] // ''kff.kz''</ref>
* საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2018<ref>[https://tabula.ge/ge/news/617907-gff-awards-2018-gamarjvebulebi GFF AWARDS 2018 - გამარჯვებულები]</ref>
* საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019<ref>[https://fanebi.com/sphph-m-tslis-sauketheso-phekhburthelebi-daasakhela/ სფფ-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა]</ref>
* [[ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „ლოკომოტივის“]] წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019<ref name="ლოკომოტივი-2019" />


== პერიოდიკა ==
== პერიოდიკა ==
ხაზი 79: ხაზი 161:
* [https://eng.premierliga.ru/about-rpl/players/Davitashvili-Zuriko ზურიკო დავითაშვილი] — რუსეთის პრემიერლიგის საიტზე
* [https://eng.premierliga.ru/about-rpl/players/Davitashvili-Zuriko ზურიკო დავითაშვილი] — რუსეთის პრემიერლიგის საიტზე
{{Refend}}
{{Refend}}
{| width="600" style="background: #f9f9f9; border: 2px #aaa solid; border-collapse: collapse; border-color: white; color:black; font-size: 85%;" border="1" cellspacing="0"
|- bgcolor="#c2d2e5"
! scope=col | თემატური საიტები
|-
! scope=row |[https://www.11v11.com/players/zuriko-davitashvili-263394/ AFS] · [https://eu-football.info/_player.php?id=30688 EU-Football.info] · [https://fbref.com/en/players/88b4d2e3/ FBref.com] · [https://www.footballdatabase.eu/en/player/details/307165 FootballDatabase.eu] · [https://footballfacts.ru/person/33697 FootballFacts.ru] · [https://www.lequipe.fr/Football/FootballFicheJoueur72465.html L’Équipe] · [https://national-football-teams.com/player/75309.html National Football Teams.com] · [https://int.soccerway.com/players/-/439913/ Soccerway] · [https://www.playmakerstats.com/player.php?id=533018 playmarkerstats.com] · [https://www.transfermarkt.com/transfermarkt/profil/spieler/427572 Transfermarkt] · [https://www.worldfootball.net/player_summary/zurab-davitashvili/ WorldFootball.net] · [https://www.uefa.com/teamsandplayers/players/player=250097055/profile/index.html UEFA]
|}


==სქოლიო==
==სქოლიო==

07:29, 27 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ზურიკო დავითაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
15 თებერვალი, 2001 (2001-02-15) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბორდო
ნომერი 30
ახალგაზრდული კარიერა
2013–2017 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2018 დინამო თბ. 6 (0)
2018–2019 ლოკომოტივი თბ. 29 (3)
2019–2020 რუბინი 28 (2)
2020–2021   როტორი 20 (0)
2021–2022 არსენალი ტულა 20 (3)
2022–2023 დინამო ბათუმი 14 (6)
2022–2023   ბორდო 30 (5)
2023– ბორდო 14 (1)
ეროვნული ნაკრები
2016–2018 საქართველო 17-წლ. 28 (24)
2017–2018 საქართველო 19-წლ. 6 (1)
2019–2023 საქართველო 21-წლ. 8 (1)
2019– საქართველო 29 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 12 ნოემბერი, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2023

ზურიკო დავითაშვილი (დ. 15 თებერვალი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი.[1]

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

მისი დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა.

თბილისის „ლოკომოტივი“

2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. იმავე წელს The Guardian-მა დავითაშვილი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.[2]

2019 წლის თებერვალში საწვრთნელი შეკრება ყაზანის „რუბინთან“ გაიარა. მოსალოდნელი იყო, რომ ტრანსფერი მას შემდეგ გაფორმდებოდა, როდესაც ფეხბურთელი თვრამეტი წლის ასაკს მიაღწევდა, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი არ გაფორმებულა და დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა, რომლის მაისურით საქართველოს პირველობის 29 მატჩი ჩაატარა და თავის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

იმავე 2019 წელს ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.[3]

ყაზანის „რუბინი“

2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა ყაზანის „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 15 ივლისს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ პირველი ტურის მატჩში შედგა. შეხვედრაში, რომელიც ფრედ (1–1) დამთავრდა, დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 66-ე წუთზე იგი ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.

რუსეთის პირველობის ფარგლებში „რუბინის“ მაისურით მან სულ 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.

„როტორი“ და „არსენალი“

2020 წლის 20 აგვისტოს დავითაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ 2020–21 წლების სეზონში იჯარით გადავიდა. 2021 წლის 16 ივლისს, მისი კონტრაქტი „რუბინთან“ ურთიერთშეთანხმებით შეწყდა, ხოლო ოთხი დღის შემდეგ მან ხელი კონტრაქტს ტულის „არსენალთან“ მოაწერა.

ბათუმის „დინამო“

2022 წლის 23 მარტს დავითაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, მას შემდეგ, რაც ფიფამ რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს მოქმედი კონტრაქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლება მისცა. ბათუმელთა მაისურით დავითაშვილმა საქართველოს პირველობის 14 შეხვედრა გამართა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბათუმელთა რიგებში ასევე ოთხ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„ბორდო“

2022 წლის 2 სექტემბერს დავითაშვილი ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „ბორდოში“ გადავიდა. ზურიკომ სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მის ახალ კლუბს 17 სექტემბერს „დიჟონთან“ გამარჯვების მოპოვებაში (2–1). ასევე, კლუბისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გოლები შეაგდო „სოშოს“ (2–1) და „ლავალის“ (3–0) წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში.

2023 წლის იანვრის ბოლოს გამოცემა France Bleu-მ საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის კლუბის, „ბორდოს“ გამოსვლა შეაფასა და გუნდის გამორჩეულ მოთამაშეებში ზურიკო დავითაშვილიც დაასახელა.[4][5]

22 წლის ქართველმა შემტევმა 36-ე სათამაშო კვირაში „გენგამის“ წინააღმდეგ — 3–0 მოგებულ მატჩში სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა, გოლის გატანა მოახერხა, საგოლე პასიც გააკეთა და როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში შესანიშნავად მოქმედებდა, საბოლოო ჯამში კი 8.1 კოეფიციენტით შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამასთან, Sofascore-ს ვერსიით საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.[6]

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში სადებიუტო, 2022–23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.[7]

2022–23 წლების სეზონის შემდეგ, კლუბმა გამოიყენა მისი შეძენის შესაძლებლობა და მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით მას კონტრაქტი „ბორდოსთან“ 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.[8]

26 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში „ბორდო“ „გენგამს“ ესტუმრა და დაძაბული შეხვედრა 0–0 დაასრულა. საქართველოს ნაკრების შემეტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ მწვრთნელმა, დევიდ გიონმა სათადარიგოებში დასვა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. „გენგამს“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 54-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა მეკარემ, რაფალ სტრაჩეკმა მაროკოელი შემტევის, ამინ ელ უაზანის დარტყმული პენალტი მოიგერია. „ბორდოს“ მწვრთნელმა შეტევის გაძლიერებისთვის ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე შეუშვა და ქართველი შემტევი თამაშში აქტიურად ჩაერთო. შესვლიდან რამდენიმე წუთში ეფექტური დრიბლინგით თამაშის გამწვავება სცადა, თუმცა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელა. დავითაშვილმა 84-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა, რასაც მეტოქე მცველი გადაეღობა და თავისი გუნდი გადაარჩინა.[9][10]

28 ოქტომბერს, ლიგა 2-ის მე-12 ტურში „ბორდომ“ „როდეზს“ უმასპინძლა და მოგების შანსი ვერ გამოიყენა — 2–2. ქართველმა შემტევმა მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 76 წუთი დაჰყო. „ბორდო“ 2–0-ს იგებდა, თუმცა ანგარიში ვერ შეინარჩუნა და საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. მატჩის ბოლოს „როდეზს“ მოთამაშე გაუგდეს, მაგრამ დარჩენილ დროში „ბორდომ“ მესამე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა.[11][12]

11 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში „ბორდომ“ შინ „ანესი“ 3–1 დაამარცხა. ჟირონდულმა კლუბმა წარუმატებელი, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ სასტარტოში ითამაშა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე მისი საგოლე პასით ვიპოტნიკმა „ბორდო“ დააწინაურა — 2–1. ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.[13]

სანაკრებო კარიერა

2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. 2016–2018 წლებში საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში გამართულ 28 შეხვედრაში ზურიკომ 24 გოლი შეაგდო.

მან ასევე, მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო თანამასპინძლობდა. ნიდერლანდების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კარში მის მიერ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გატანილი იშვიათი სილამაზის გოლი, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჯგუფური ეტაპის მოსაგებად. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 5 სექტემბერს, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. 2019–20 წლებში მან სულ ექვს შეხვედრაში დაიცვა ქვეყნის პირველი ნაკრების ღირსება.

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, 2021 წლის 8 სექტემბერს გაიტანა. სულ 2021 წელს დავითაშვილმა ეროვნული ნაკრების მაისურით რვა შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.

მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ რვა სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ სამი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის, ალბანეთის და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია.

სანაკრებო სტატისტიკა

განახლდა: 19 ნოემბერი, 2023
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო 2019 2 0
2020 4 0
2021 8 2
2022 8 1
2023 10 3
ჯამში 32 6

მიღწევები

სანაკრებო

საქართველოს დროშა საქართველო 17-წლ.
  • ყაზახეთის პრეზიდენტის თასის ფინალისტი: 2017[14]

ინდივიდუალური

  • ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2017[15]
  • საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2018[16]
  • საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019[17]
  • თბილისის „ლოკომოტივის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019[3]

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
AFS · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA

სქოლიო

  1. ოფიციალურად - ზურიკო დავითაშვილი ბორდოში გადავიდა
  2. Next Generation 2018: 60 of the best young talents in world football
  3. 3.0 3.1 საუკეთესონი რკინიგზაში // „ლელო“, 03.01.2019, № 001 (15506), გვ. 3.
  4. დავითაშვილს ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლია
  5. ფრანგული გამოცემა: „დავითაშვილმა პირველი ექვსი თვე კარგად ჩაატარა“
  6. ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
  7. „დავითაშვილი მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს და თავისუფლებასაც მიიღებს“
  8. Zuriko, bordelais jusqu’en 2027! // girondins.com
  9. Guingamp 0–0 Bordeaux / Stade du Roudourou (Guingamp) // soccerway
  10. დავითაშვილმა „ბორდოში“ შეცვლაზე ითამაშა
  11. Bordeaux 2–2 Rodez / Stade Matmut-Atlantique // soccerway
  12. დავითაშვილის „ბორდომ“ მოგების შანსი ხელიდან გაუშვა
  13. ზურიკოს მესამე საგოლე პასი — „ბორდომ“ ცუდი სერია დაასრულა
  14. President Cup 2017 // atozwiki.com
  15. Определены лучшие игроки Кубка Президента Р // kff.kz
  16. GFF AWARDS 2018 - გამარჯვებულები
  17. სფფ-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა