რონი ჯეიმზ დიო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ ბოტის დამატება: uk:Ронні Джеймс Діо |
მ ბოტის დამატება: el:Ρόνι Τζέιμς Ντίο |
||
ხაზი 124: | ხაზი 124: | ||
[[da:Ronnie James Dio]] |
[[da:Ronnie James Dio]] |
||
[[de:Ronnie James Dio]] |
[[de:Ronnie James Dio]] |
||
[[el:Ρόνι Τζέιμς Ντίο]] |
|||
[[en:Ronnie James Dio]] |
[[en:Ronnie James Dio]] |
||
[[es:Ronnie James Dio]] |
[[es:Ronnie James Dio]] |
21:35, 19 მაისი 2010-ის ვერსია
რონი ჯეიმს დიო | |
---|---|
რონი ჯეიმს დიო | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რონალდ ჯეიმს პადავონა |
დაბ. თარიღი |
10 ივლისი, 1942 პორტსმუთი, ნიუ-ჰემფშირი, აშშ |
დაბ. ადგილი | პორტსმუთ |
გარდ. თარიღი |
16 მაისი, 2010 ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ |
გარდ. ადგილი | ჰიუსტონი[1] |
დასაფლავებულია | Forest Lawn Memorial Park |
ჟანრ(ებ)ი | ჰევი მეტალი, ჰარდ როკი, ბლუზ როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ვოკალისტი, პროდიუსერი |
აქტიური | 1957 – 2010 |
საიტი | ronniejamesdio.com |
რონი ჯეიმზ დიო ვიკისაწყობში |
რონი ჯეიმს დიო (ნამდვილი სახელი: როლანდ ჯეიმს პადავონა. დ. 1942 წლის 10 ივლისს – გ. 16 მაისი 2010) იყო ამერიკელი მძიმე მეტალის შემსრულებელი, ვოკალისტი და კომპოზიტორი. ის მოღვაწეობდა შემდეგ ჯგუფებში: ელფი, რეინბოუ, ბლექ საბათი, Heaven & Hell და მის საკუთარ ბენდში დიო. ის ფართოდ იყო ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ვოკალისტი მძიმე მეტალის ჟანრში.
ადრეული წლები
როლანდ ჯეიმს პადავონა იგივე რონი ჯეიმს დიო დაიბადა პორტსმუთში. ის ერთადერთი შვილი იყო მის იტალიურ ოჯახში. დიო პატარა იყო, როდესაც მისი ოჯახი ნიუ-იორკის შტატში ქალაქ კორტლენდში გადავიდა საცხოვრებლად. მან სკოლა კორტლენდში დაამთავრა 1960 წელს. 2004 წელს ის კორტლენდის სკოლის დიდების დარბაზში თანამდებობაზე დანიშნეს, 1988 წელს მის მშობლიურ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას კი დიოს გზა უწოდეს.
დიომ 5 წლიდან ისწავლა საყვირზე შესრულება და შემდეგ რამდენიმე სინგლიც ჩაწერა სხვადასხვა როკ ჯგუფებთან ერთად. სკოლაში სწავლის პერიოდში ის შეუერთდა ჯგუფს, სახელწოდებით The Vegas Kings, სადაც ის ბას გიტარაზე უკრავდა. საბოლოოდ ის ამ ჯგუფის ვოკალისტი გახდა და ჯგუფს Ronnie And The Red Caps უწოდა. ამ სახელით მან პირველი სინგლი გამოუშვა 1958 წელს.
რონიმ სახელი ”დიო” აიღო მაფიის ერთ-ერთი წევრის ჯონი დიოდან გამომდინარე. პირველად ეს სახელი მან გამოიყენა 1961 წელს, როდესაც მან დიო დაამატა ჯგუფის მიერ მეორედ გამოშვებულ ალბომს Seneca-ს. მან მალე ჯგუფს ისევ შეუცვალა სახელი და უწოდა Ronnie Dio and the Prophets.
ადრეული კარიერა
დიოს მუსიკალური კარიერა დაიწყო 1957 წელს მას შემდეგ რაც რამოდენიმე კორტლენდელმა მუსიკოსმა ჩამოაყალიბა ჯგუფი The Vegas Kings, რომელმაც მალე შეიცვალა სახელი და ეწოდა Ronnie and the Rumblers. ჯგუფის საწყისი შემადგენლობა იყო : პადავონა (დიო) ბას გიტარაზე, ვოკალი - ბილი დე ვოლფი, გიტარა - ნიკ პანტასი, დრამი - ტომ როჯერსი და საქსაფონზე - ჯეკ მუსკი. 1958 წელს ჯგუფმა ისევ შეიცვალა სახელი და ეწოდა Ronnie and the Redcaps. ჯგუფშიც მოხდა რამოდენიმე ცვლილება. დიომ შეცვალა დე ვოლფი და ვოკალისტი გახდა. ჯეკ მუსკი წავიდა ჯგუფიდან და ასევე ჯგუფს ახალი გიტარისტი დიკ ბოტოფი შეუერთდა. 1961 წელს ჯგუფს ისევ შეუცვალეს სახელი და ახლა Ronnie Dio and The Prophets ეწოდა. Ronnie Dio and The Prophets დაიშალა 1967 წელს, მაგრამ დიომ და The Prophets-ის გიტარისტმა ნიკ პანტასმა შექმნეს ახალი ჯგუფი Elf. ისინი გამოვიდნენ Deep Purples-ს კონცერტზე, სადაც დიოს ვოკალი მოეწონა ფარფლების გიტარისტ რიჩი ბლექმორს, რომელმაც ჯგუფის დატოვების შემდეგ დიო და ელფის სხვა წევრები მიიწვია რეინბოუს შესაქმნელად. რეინბოუმ პირველი ალბომი გამოუშვა 1975 წელს, დიომ სამზე მეტი ალბომი ჩაწერა რეინბოუსთან ერთად, მაგრამ შემდეგში შექმნილი უთანხმოების გამო მან ჯგუფი დატოვა, რადგან დიოსგან განსხვავებით ბლექმორს სურდა ჯგუფი უფრო კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინა.
ბლექ საბათი
რეინბოუდან წამოსვლის შემდეგ 1979 წელს დიო შეუერთდა ბლექ საბათს, სადაც მან შეცვალა ოზი ოზბორნი. მათ გამოუშვეს წარმატებული ალბომი Heaven and Hell, რომელმაც გამოაცოცხლა ჯგუფის კარიერა. ბლექ საბათის პერიოდში დიომ პირველად გამოიყენე ჟესტი ”ეშმაკის რქები”, რომელიც შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. დიომ განაცხადა, რომ ბებიამის ქონდა ჩვევა თითებით გამოეხატა რქები, რათა მოეგერიებინა ეშმაკის თვალები, რომელიც ჩვეულებრივ გავრცელებული იყო ცრუმორწმუნე სამხრეთ იტალიელებში. დიო არ იყო პირველი, რომელმაც გამოხატა სცენაზე რქების სიმბოლო.ამას ყოველ კონცერტზე აკეთებდა ფსიქოდელიური როკ ჯგუფი Coven, მაგრამ მასობრივი პოპულარიზაცია ამ ჟესტს დიომ გაუწია. 1992 წელს დიო მცირე ხნით კვლავ დაუბრუნდა ბლექ საბათს ალბომ Dehumanizer-ის ჩასაწერად. ეს ალბომი მოხდა 40 საუკეთესოს შორის ბრიტანეთში, ხოლო ბილბორდის სიაში 44-ე ადგილი დაიკავა.
დიო
1982 ბლექ საბათის დატოვების შემდეგ რონი ჯეიმს დიომ შექმნა ახალი ჯგუფი დიო, რომელშიც მან მიიწვია ვივიენ კემპბელი (გიტარა), ჯიმი ბეინი (ბას გიტარა) და ვინი ეპაისი (დრამი).
პირადი ცხოვრება
დიო დაქორწინდა მის პირველ ცოლთან ლორეტა ბერარდისთან (დაბადებული 1941 წელს) 60-იან წლებში. მათ იშვილეს ვაჟიშვილი დენ პადავონა, რომელიც არის მეტეოროლოგი და მუშაობს ამინდის ნაციონალურ სამსახურში ნიუ-იორკის შტატში ქალაქ ბინგემტონში. ბერარდისთან გაყრის შემდეგ დიო დაქორწინდა ვენდი გალაქსიოლასთან (დაბადებული 1947 წელს), რომელიც არის მისი მენეჯერი. ის ასევე არის თავმჯდომარე თვითდაფინანსებადი ორგანიზაციის ”ღამის ბავშვები”, რომლის მიზანია იხსნან ამერიკელი ბავშვები პროსტიტუციისგან. მას ყავს ორი შვილიშვილი ჯო და ენჯელა. ამჟამად დიო ცხოვრობს ლოს ანჟელესში. 2009 წლის 25 ნოემბერს მისმა ცოლმა/მენეჯერმა გამოაცხადა, რომ დიოს აქვს კუჭის კიბოს დიაგნოზი.
ჯგუფები წლების მიხედვით
- The Vegas Kings (1957–1958)
- Ronnie & The Ramblers (1958)
- Ronnie and the Red Caps (1958–1961)
- Ronnie Dio and the Prophets (1961–1967)
- The Electric Elves (1967–1969)
- Elves (1969–1970)
- ელფი (1970–1975)
- რეინბოუ (1975–1979)
- ბლექ საბათი (1979–1982)
- დიო (1982–1991)
- ბლექ საბათი (1991–1992)
- დიო (1993–დღემდე)
- ბლექ საბათი (2006) (სამი ახალი სიმღერის ჩასაწერად Black Sabbath: The Dio Years)
- Heaven and Hell (2006–დღემდე)
დისკოგრაფია
დიოს ალბომები
- Holy Diver (1983) აშშ - პლატინა / ინგლისი - ვერცხლი
- The Last in Line (1984) აშშ - პლატინა / ინგლისი - ვერცხლი'
- Sacred Heart (1985) აშშ - ოქრო
- Intermission (1986)
- Dream Evil (1987)
- Lock up the Wolves (1990)
- Dio - Sacred Heart: The DVD (1991)
- Diamonds – The Best of Dio
- Strange Highways (1994)
- Angry Machines (1996)
- Inferno - Last in Live (1998)
- Magica (2000)
- The Very Beast of Dio (2000) US Gold
- Killing the Dragon (2002)
- Master of the Moon (2004)
- We Rock ~ Dio (DVD 2005)
- Evil or Divine - Live In New York City (2005)
- Holy Diver - Live (2006)
რესურსები ინტერნეტში
|
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #134359615 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.