კალიარი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.3) (ბოტის დამატება: az:Cagliari |
LaaknorBot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.3rc2) (ბოტის დამატება: is:Cagliari |
||
ხაზი 100: | ხაზი 100: | ||
[[id:Cagliari]] |
[[id:Cagliari]] |
||
[[io:Cagliari]] |
[[io:Cagliari]] |
||
[[is:Cagliari]] |
|||
[[it:Cagliari]] |
[[it:Cagliari]] |
||
[[ja:カリャリ]] |
[[ja:カリャリ]] |
21:12, 1 მარტი 2013-ის ვერსია
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კალიარი Cagliari | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | სარდინია | ||||
შიდა დაყოფა | Pirri | ||||
კოორდინატები | 39°14′47″ ჩ. გ. 09°03′27″ ა. გ. / 39.24639° ჩ. გ. 9.05750° ა. გ. | ||||
მმართველი | Paolo Truzzu | ||||
ფართობი | 85,45 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 მ | ||||
მოსახლეობა | 156 000 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 1 832,2 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 070 | ||||
საფოსტო ინდექსი | 09100 | ||||
საავტომობილო კოდი | CA | ||||
ოფიციალური საიტი | comune.cagliari.it/portale/ | ||||
კალიარი (იტალ. Cagliari; სარდ. Casteddu) — ქალაქი იტალიაში, კუნძულ სარდინიის დედაქალაქი. მისი სარდინიული სახელწოდება კასტედუ ციხესიმაგრეს ნიშნავს. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 156 000 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიური არეალის — 480 000 -ს.
ხანგრძლივი ისტორიის მქონე უძველესმა ქალაქმა მრავალი ცივილიზაციის მმართველობის ქვეშ გამოიარა. ის იყო სარდინიის სამეფოს დედაქალაქი (რომელიც 1861 წელს იტალიის სამეფო გახდა) 1324 — 1720 და 1798 — 1815 წლებში. ქალაქში მდებარეობს კალიარის უნივერსიტეტი და სარდინიის რომანულ-კათლიკური არქისაეპისკოპოსო,[1] შესაბამისად ის რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და ხელოვნების ცენტრია, ცნობილია არტ-ნუვოს არქიტექტურითა და მრავალი მონუმენტით.[2] ამავე დროს, ის სარდინიის ეკონომიკური და ინდუსტრიული კვანძია, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური მთელს ხმელთაშუა ზღვაზე, საერთაშორისო აეროპორტი და შემოსავლების ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელი იტალიაში, რითაც ის ჩრდილოეთის ისეთ ქალაქებს უტოლდება, როგორებიცაა ტურინი, ვიჩენცა და გენუა.[3]
კალიარი მდებარეობს სარდინიის მერიდიანულ ზონაში. მის სამხრეთით იშლება კალიარის ყურე, აღმოსავლეთით — შვიდი ძმის მთები (monti dei Sette Fratelli), დასავლეთით — კაპოტერის მთები, ჩრდილოეთით კი კამპიდანოს ვაკე. იგი იტალიის მასშტაბით მე-8 და სამხრეთ იტალიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.
კალიარის კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია, ძალიან ცხელი ზაფხულით. ივლისის ტემპერატურა ხშირად 40 °C-ს უტოლდება. წვიმიანი სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მარტამდე. ზამთრის საშუალო ტემპერატურა 10 °C-ია.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ David M. Cheney. Cagliari (Archdiocese). [Catholic-Hierarchy]. ციტირების თარიღი: 2010-04-20.
- ↑ Cagliari art (Italian Language Schools and Courses to Learn Italian in Italy.). It-schools.com. ციტირების თარიღი: 2010-04-20.
- ↑ La classifica dei redditi nei comuni capoluogo di provincia. Il Sole 24 ORE. ციტირების თარიღი: 2010-04-20.