შინაარსზე გადასვლა

ევრაზიიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბმულები გასწორდა
No edit summary
ხაზი 26: ხაზი 26:


ამ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილია აზრი ბუნებრივ-გეოგრაფიული ფაქტორის მნიშვნელოვნება ხალხის [[მენტალიტეტი|მენტალიტეტის]] ჩამოყალიბების საქმეში, რომელიც კულტურულ-ისტორიული [[ფენომენი|ფენომენის]] უმნიშვნელოვანესი შემადგენლის როლი.
ამ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილია აზრი ბუნებრივ-გეოგრაფიული ფაქტორის მნიშვნელოვნება ხალხის [[მენტალიტეტი|მენტალიტეტის]] ჩამოყალიბების საქმეში, რომელიც კულტურულ-ისტორიული [[ფენომენი|ფენომენის]] უმნიშვნელოვანესი შემადგენლის როლი.

== ვასილი კლიუჩევსკი: ბუნების ზემოქმედება ადამიანზე ==


== იხილეთ აგრეთვე ==
== იხილეთ აგრეთვე ==

23:24, 13 ოქტომბერი 2008-ის ვერსია


ევრაზიიზმი, ან უფრო იშვიათად ევრაზიატიზმი (რუს. Еврази́йство) არის ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომლის ფუძემდებლები შეეცადნენ შეექმნათ და დაემკვიდრებინათ ახალი პოლიტიკური იდეოლოგია. ამ მსოფლმხედველობის შექმნისათვის ამოსავალი წერტილი გახდა ევრაზიის კონტინენტზე რუსეთის გამორჩეული მდებარეობა.

ეს მოძრაობა ჩაისახა 1920—1930-იან წლებში რუსული ემიგრაციის გარემოცვაში. რუსეთში მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ამ ქვეყნის ინტელექტუალური წრეები მეტნაკლებად ნასაზრდოვებია ევრაზიიზმის იდეებით, ხოლო თანამედროვე რუსულ პოლიტიკაში კი ამ იდეოლოგიას ნამდვილი რენესანსი უდგას.

ნიკოლოზ დანილევსკი, ვასილი კლიუჩევსკი, ნიკოლოზ ტრუბეცკოი, პეტრე სავიცკი – ეს ევრაზიიზმის კონცეფციის განვითარებაზე მომუშავე რიგ ავტორთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. რუსეთში ევრაზიიზმს ცივილიზაციურ სამეცნიერო-კვლევით კონცეფციად განიხილავენ და რომ ეს კონცეფცია შეიძლება მომავალში განივრცოს და კვლავაც განვითარდეს.

ამ მხრივ აღსანიშნავია ლევ გუმილიოვის მიერ გაწეული შრომა; ის ევრაზიიზმის კონცეფციაზე დაყრდნობით ეთნოგენეზისის პროცესებს იკვლევდა.

ევრაზიული კონცეფციის მთავარ პუნქტებია;

  1. კულტურულ-ისტორიული ტიპების არსებობა.
  2. ბუნებრივ-გეოგრაფიული ფაქტორების გავლენა ადგილობრივ ისტორიაზე (ადგილგანვითარების («месторазвития») ჰიპოთეზა).
  3. პროგრესის სპეციფიკური განსაზღვრა.

„რუსეთი და ევროპა“: კულტურულ-ისტორიული ტიპი

ნიკოლოზ დანილევსკიმ თავის ნაშრომში „რუსეთი და ევროპა“ ნათლად მიუთითა რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთგაუგებრობის მიზეზთა პრობლემაზე. ამ პრობლემის გადასაწყვეტად დანილევსკიმ დაასახელა მთელი რიგი საკითხებისა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმთავრესი „რუსეთისა“ და „ევროპის“ ცნებათა არსის შესახებ არსებული საკითხია.

ნ. დანილევსკის აზრით შეუძლებელია საუბარი ამ ორი ცნების გეოგრაფიულ არსზე, რამეთუ ეს ცნებები განსხვავებული ბუნების არის: „მისი (ანუ "ევროპის") აზრი ძალიან დამტევია, ოღონდ არა გეოგრაფიული, არამედ კულტურულ–ისტორიული თვალსაზრისით“.

ნ. დანილევსკი ამკვიდრებს კულტურულ-ისტორიულ ტიპის ცნებას. რუსებსა და ევროპელებს შორის ის გამოჰყოფს ორ განმასხვავებელ რომანულ-გერმანულსა და ბერძნულ-ბიზანტიურ ტიპს. ეს ორი ტიპი ისტორიულად ყოველთვის ურთიერთდაპირისპირებული იყო ერთმანეთის მიმართ.

ავტორის აზრი იმის შესახებ, რომ "გეოგრაფიას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს", რომ თითქოს კულტურულ-ისტორიული ტიპი რაღაც "ზედმეტი დანამატი" («наложения») იყოს გეოგრაფიაზე, მეტისმეტად კატეგორიულია.

ამ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილია აზრი ბუნებრივ-გეოგრაფიული ფაქტორის მნიშვნელოვნება ხალხის მენტალიტეტის ჩამოყალიბების საქმეში, რომელიც კულტურულ-ისტორიული ფენომენის უმნიშვნელოვანესი შემადგენლის როლი.

ვასილი კლიუჩევსკი: ბუნების ზემოქმედება ადამიანზე

იხილეთ აგრეთვე