შინაარსზე გადასვლა

ტრანსპლანტოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრანსპლანტოლოგია — თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დარგი. აერთიანებს თანამედროვე ქირურგიის, რეანიმატოლოგიის, ანესთეზიოლოგიის, იმუნოლოგიის, ფარმაკოლოგიის და სხვა სამედიცინო-ბიოლოგიური მეცნიერების უახლეს მიღწევებს, ეფუძნება მაღალ სამედიცინო ტერმინოლოგიებს.

ტრანსპლანტოლოგიის, როგორც დარგის განვითარების დასაწყისად 1954 წელი ითვლება, როცა ამერიკელმა ქირურგებმა თირკმელის პირველი გადანერგვა განახორციელეს. საქართველოში თირკმელის ტრანსპლანტაცია 1977 წლიდან იწყება. 1977 წელს გაკეთდა 6 ოპერაცია, ყველა შემთხვევაში დონორი მიცვალებული იყო. სამწუხაროდ, ყველა ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.