შინაარსზე გადასვლა

ოქროს საწმისის ორდენი (საქართველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროს საწმისის ორდენი

ოქროს საწმისის ორდენისაქართველოს სახელმწიფო ჯილდო; ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთოებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. ორდენი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1998 წ. 26 ივნისს.

წყარო