1 ივნისი
იერსახე
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
1 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 152-ე დღე (ნაკიან წლებში - 153-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 213 დღე.
დღის მოვლენები
- 193 : რომის იმპერატორი დიდიუს იულიანუსი მოკლეს.
- 987 : ჰუგო კაპეტი საფრანგეთის მეფე გახდა.
- 1479 : კოპენჰაგენში გაიხსნა დანიის პირველი უნივერსიტეტი.
- 1495 : შოტლანდიური ვისკი პირველად მოიხსენიეს წერილობით წყაროებში, კერძოდ სახაზინო წერილებში.
- 1792 : კენტუკი გახდა აშშ-ს მე-15 შტატი.
- 1796 : ტენესი გახდა აშშ-ს მე-16 შტატი.
- 1831 : ჯეიმზ კლარკ როსმა ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსი აღმოაჩინა
- 1838 : ხელოვნების მოღვაწეებმა ბატონყმობიდან გამოისყიდეს უკრაინელი პოეტი ტარას შევჩენკო.
- 1862 : აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა მონობა.
- 1880 : აშშ-ის შტატ კონეკტიკუტის ქალაქ ნიუ ჰეივენის ბანკის შენობაში ამოქმედდა პირველი ფასიანი ტელეფონი.
- 1920 : ამერიკის სენატმა უარყო აშშ-ს პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის, წინადადება სომხეთისთვის ამერიკის პროტექტორატის შესახებ.
- 1925 : შეიქმნა ამერიკული საავტომობილო კომპანია კრაისლერი.
- 1935: ინგლისში სავალდებულო გახდა ავტომობილის მართვის მოწმობისთვის გამოცდების ჩაბარება და სანომრე ნიშნები.
- 1962 : ადოლფ აიხმანი ჩამოახრჩვეს ისრაელში.
- 1967 : The Beatles-მა გამოსცა Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band, მიჩნეული ყველა დროის საუკეთესო ალბომად.
- 1980 : მუშაობა დაიწყო ტედ ტერნერის 24 საათიანმა საინფორმაციო ტელეარხმა CNN-მა
- 1990 : ჯორჯ ბუში და მიხეილ გორბაჩოვი ხელს აწერენ ხელშეკრულებას ქიმიური იარაღის წარმოების შეწყვეტაზე.
- 1990 : თბილისში, მთაწმინდის საბაგირო გზაზე ავარიამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
- 2001 : თელ-ავივის დელფინარიუმთან განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 21 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობას ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან რეპატრირებული ახალგაზრდები შეადგენდნენ.
- 2003 : ბელგიაში დაშვებულ იქნა ჰომოსექსუალთა ქორწინება.
- 2005 : ნიდერლანდელებმა რეფერენდუმში უარყვეს ევროპის კონსტიტუცია.
- 2009 :რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიმავალი ეარ ფრანსის რეისი 447-ის თვითმფრინავი 228 მგზავრით ბორტზე, ატლანტის ოკეანეში ჩამოვარდა.
- 2009 : ჯენერალ მოტორსმა, სიდიდით მეორე მსოფლიო ავტომწარმოებელმა, გაკოტრების პროცედურა დაიწყო.
- 2018 იტალიის 58-ე პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
XIX საუკუნემდე
- 1771 : ფერდინანდო პაერი — იტალიელი კომპოზიტორი და პედაგოგი
XIX საუკუნე
- 1804 : მიხეილ გლინკა — რუსი კომპოზიტორი (გ.1857)
XX საუკუნე
1901–1950
- 1906 : ანდრია ბალანჩივაძე — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი,საზოგადო მოღვაწე.
- 1926 : მერლინ მონრო — ამერიკელი მსახიობი (გ.1962)
- 1935 : ნორმან ფოსტერი — ბრიტანელი არქიტექტორი.
1951–2000
- 1974 : მორისეტი, ალანის — კანადელი მომღერალი.
XXI საუკუნე
ამ დღეს გარდაცვლილნი
XIX საუკუნემდე
XIX საუკუნე
- 1823 : ლუი ნიკოლა დავუ — საფრანგეთის მარშალი
- 1868 : ბიუკენენი, ჯეიმზ — აშშ-ს მე-15 პრეზიდენტი (დ.1791)
XX საუკუნე
1901–1950
- 1916 : გივიშვილი, დავით — ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი
1951–2000
- 1962 : აიხმანი, ადოლფ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.
- 1968 : კელერი, ჰელენ — ამერიკელი ჰუმანისტი (დ.1880)
XXI საუკუნე
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
- ბაჰამის კუნძულები - შრომის დღე.
- კამბოჯა - ხის დარგვის დღე.
- კენია - მადარაკა, კენიისგან თავისუფლების დღე.
- ჩინეთი - ბავშვის დღე.
- მონღოლეთი - დედის და შვილის დღე.
- პალაუ - პრეზიდენტის დღე.
- რუსეთი - ჩრდილოეთ ფლოტის დღე.
- სამოა - დამოუკიდებლობის დღე.
- აშშ, ტენესი - სახელმწიფოებრიობის დღე.
- ტუნისი - კონსტიტუციის დღე.
საეკლესიო დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- წმინდა ნინო – ნინოობა
- იოანე გუთელი
- პატრიკ პრუსელი და მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მინანდრი და პოლიენი
- კალუთა ეგვიპტელი
- დიმიტრი დონელი
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები