ინგლისური ბულდოგი
წარმოშობის ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ინგლისური ბულდოგი (ინგლ. Bulldog) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ინგლისში XIX საუკუნეში.
როდესაც 1830 წელს, აკრძალეს ძაღლების ბრძოლები ხარებთან, ეს ჯიში გადაშენების საფრთხის წინ აღმოჩნდა. თუმცა ბილ ჯორჯმა შეცვალა ჯიში, დააჯილდოვა რა იგი თანამედროვე ექსტერიერით და აგრესიულობის შემცირებით. ბულდოგებმა წინაპრებთან შედარებით მკვეთრად შეიცვალეს თავისი ფუნქცია, ხასიათი და გარეგნული სახე. სიტყვა „ბულდოგს“ XVII საუკუნეში იყენებდნენ იმ ძაღლების აღსანიშნავად, რომლებიც მიიღეს მასტიფების (რომლებიც დათვზე ნადირობდნენ) და ტერიერების შეჯვარებით. ძლიერი და გამბედავი ბულდოგები იდეალურ ძაღლად ითვლებოდა ნადირობისას, ისინი უშიშრად ეცემოდნენ ხარს და ყურადღებას არ აქცევდნენ მიყენებულ ჭრილობებს. დღევანდელი გულკეთილი ძაღლები შექმნეს გამოფენებისთვის, რამაც წარმოშვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა. თავისთავად, ეს ძალიან დასანანია, რადგან ბულდოგის ჯიშს მშვენიერი თვისებები ახასიათებს და იგი დიდებული კომპანიონია.
ინგლისური ბულდოგის შეფერილობა მრავალნაირია, ბალანი თხელია, მოკლე, ხშირი და რბილი. მსხვილი, დაკუნთული წინა ფეხები ერთმანეთისგან შორსაა განლაგებული, თვალები და ცხვირი ერთმანეთთან ახლოსაა. ტუჩები ქვედა ყბაზეა გადმოფენილი. ბულდოგი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კეთილია ბავშვების მიმართ. უადვილდება კონტაქტი სხვა ძაღლებთან. ბულდოგი ცუდად ეგუება ცხელ, მზიან კლიმატს, ცუდი მოდარაჯეა, არ სჭირდება განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა.