ხიდი მდინარე კვაიზე (ფილმი)
„ხიდი მდინარე კვაიზე“ | |
---|---|
რეჟისორი | დევიდ ლინი |
პროდიუსერი | სემ შპიგელი |
სცენარის ავტორი |
კარლ ფორმანი მაიკლ უილსონი |
ნაწარმოები | ხიდი მდინარე კვაიზე |
როლებში |
ალეკ გინესი უილიამ ჰოლდენი ჯეკ ჰოკინსი სასუ ჰაიაკავა |
კომპოზიტორი | მალკოლმ არნოლდი |
სტუდია | Horizon Pictures |
დისტრიბუტორი | Columbia Pictures |
პრემიერა | 1957 |
ხანგრძლივობა | 161 წთ. |
ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
ენა | ინგლისური ენა |
ბიუჯეტი | 2.8 მილიონი $ |
შემოსავალი | 30.6 მილიონი $ |
ხიდი მდინარე კვაიზე — რეჟისორ დევიდ ლინის 1957 წელს გადაღებული ეპიკური საომარი ფილმი, რომელიც დაფუძნებულია პიერ ბულის მიერ 1952 წელს გამოქვეყნებულ იმავე სახელწოდების რომანზე. ფილმში მოქმედება 1942-1943 წლებში ბირმის რკინიგზის მშენებლობისას ვითარდება. მონაწილეობენ: ალეკ გინესი, უილიამ ჰოლდენი, ჯეკ ჰოკინსი და სესუ ჰაიაკავა.
ფილმის თავდაპირველი სცენარი კარლ ფორმანს ეკუთვნოდა, რომელიც შემდეგში მაიკლ უილსონმა შეცვალა. ორივე სცენარისტს საიდუმლოდ მუშაობა უწევდათ, რადგანაც ჰოლივუდის შავ სიაში იყვნენ და მუშაობის გასაგრძელებლად გაერთიანებულ სამეფოში გაქცევა მოუხდათ. პიერ ბულმა, რომელიც ინგლისურად ვერ საუბრობდა, ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო. ფორმანმა და უილსონმა ოსკარი გარდაცვალების შემდეგ მიიღეს.[1]
ხიდი მდინარე კვაიზე 1945 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო და კრიტიკოსთაგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმმა ოსკარის 30-ე დაჯილდოებაზე 7 ჯილდო (მათ შორის ოსკარი საუკეთესო სურათისთვის) დაიმსახურა. 1997 წელს ხიდი მდინარე კვაიზე „კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური მნიშვნელობის“ მქონე ფილმად დაასახელეს და აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმების ეროვნულ რეესტრში შეიტანა.[2][3] ამერიკის კინოინსტიტუტმა ფილმი ყველა დროის საუკეთესო ამერიკულ ფილმებს შორის დაასახელა.[4][5] 1999 წელს ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა ხიდი მდინარე კვაიზე XX საუკუნის 100 საუკეთესო ბრიტანულ ფილმს შორის მე-11 ადგილას დაასახელა.
რესურსები ინტერნეტში
- „ხიდი მდინარე კვაიზე (ფილმი)“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ხიდი მდინარე კვაიზე (ფილმი)“ — Allmovie-ზე
- „ხიდი მდინარე კვაიზე“ — Box Office Mojo-ზე
- „ხიდი მდინარე კვაიზე (ფილმი)“ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- „ხიდი მდინარე კვაიზე (ფილმი)“ — Rotten Tomatoes
- The Bridge on the River Kwai essay by Daniel Eagan in America's Film Legacy: The Authoritative Guide to the Landmark Movies in the National Film Registry, A&C Black, 2010 ISBN 0826429777, pages 537-538 [1]
სქოლიო
- ↑ Aljean Harmetz (16 March 1985). „Oscars Go to Writers of 'Kwai'“. The New York Times. ციტირების თარიღი: 14 March 2019.
- ↑ Complete National Film Registry Listing | Film Registry | National Film Preservation Board | Programs at the Library of Congress | Library of Congress. ციტირების თარიღი: 2020-09-18
- ↑ New to the National Film Registry (December 1997) - Library of Congress Information Bulletin. ციტირების თარიღი: 2020-09-18
- ↑ On the AFI's 100 Years...100 Movies lists, in 1998 (#13) and 2007 (#36)
- ↑ Roger Ebert. Great Movies: The First 100. ციტირების თარიღი: 25 February 2013