შინაარსზე გადასვლა

ცენტრალურ ადგილთა სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
02:24, 27 თებერვალი 2008-ის ვერსია, Pirtskhalava (განხილვა | წვლილი) (http://de.wikipedia.org/wiki/System_der_Zentralen_Orte და http://fr.wikipedia.org/wiki/Mod%C3%A8le_christall%C3%A9rien არაზედმიწევნითი, შეჯერებული თარგმანი)
კრისტალერის თეორიის მიხედვით შექმნილი ცენტრალურ ადგილთა სისტემა დინამიკაში. საბაზრო პრინციპების შესაბამისად შექმნილი ადგილების (გეოგრაფიულ–ეკონომიკური პუნქტების) დისტრიბუციის ანიმაციური მოდელი.

XX საუკუნის 30–იან წლებში გერმანელმა გეოგრაფმა ვალტერ კრისტალერმა ცენტრალურ ადგილთა სისტემის თეორია შეიმუშავა. ამ სისტემის მოდელის რეალიზაცია შესაძლებელია იდეალური ტიპის ჰომოგენურ სივრცეებში ცენტრალურ ადგილთა იერარქიული სტრუქტურის საფეხურების შექმნით.