შინაარსზე გადასვლა

ცენტრალურ ადგილთა სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტალერის თეორიის მიხედვით შექმნილი ცენტრალურ ადგილთა სისტემა დინამიკაში. საბაზრო პრინციპების შესაბამისად შექმნილი ადგილების (გეოგრაფიულ–ეკონომიკური პუნქტების) დისტრიბუციის ანიმაციური მოდელი.

XX საუკუნის 30–იან წლებში გერმანელმა გეოგრაფმა ვალტერ კრისტალერმა ცენტრალურ ადგილთა სისტემის თეორია შეიმუშავა. ამ სისტემის მოდელის რეალიზაცია შესაძლებელია იდეალური ტიპის ჰომოგენურ სივრცეებში ცენტრალურ ადგილთა იერარქიული სტრუქტურის საფეხურების შექმნით.

მაღალი (იერარქიული) საფეხურის ცენტრალური ადგილები (მაგ.; ქალაქები) თავიანთი ფუნქციური დატვირთვის თვალსაზრისით ავლენენ ისეთ თვისებებს, რომლებიც დაბალი (იერარქიული) საფეხურის ცენტრალურ ადგილებს (როგორიცაა მაგ.; გარკვეული ადმინისტრაციული და კომუნალური მომსახურების ფუნქციები პატარა ქალაქებში) არა აქვთ.