შინაარსზე გადასვლა

ნანა ტონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:02, 1 ივლისი 2022-ის ვერსია, Jaba1977 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ნანა ტონია
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი, 1948(1948-11-04) (76 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და პედაგოგი

ნანა ტონია (დ. 4 ნოემბერი, 1948, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი და პედაგოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995).

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ფილოლოგ-კლასიკოსი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1972-1982 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის“ მთავარი რედაქტორი. 1982-1994 წლებში — ამავე უნივერსიტეტის „ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1997-2006 წლებში — კლასიკური ფილოლოგიის, კათედრის პროფესორი. 2006-2018 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. 2017 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. 2018 წლიდან — ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი. სამეცნიერო კვლევის სფეროები: ანტიკური ლიტერატურის ისტორია. ბერძნული ცივილიზაციის ისტორია. ბერძნული მითოლოგია, ანტიკური ლირიკა, ანტიკურობა და დასავლეთ ევროპული ლიტერატურა. თარგმანის ხელოვნება, ანტიკური სამყაროს ქალთა შემოქმედება, ქალი ანტიკურ სამყაროში. თანამედროვე ლიტერატურული კონცეფციები და ანტიკურობა, ძველი ბერძნული ენა, კლასიკური ფილოლოგიის შესავალი. ანტიკური მითოლოგიური და ისტორიული ფიგურები მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში. ჟურნალ „ფაზისის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. ორმოცდაათამდე წიგნის რედაქტორი. 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 33 წიგნი. საქართველოს ახალგაზრდული ლიტერატურის, ხელოვნების, არქიტექტურის და ჟურნალისტიკის დარგში (ძველი ბერძნული ლირიკის სფეროში შესრულებული მხატვრული თარგმანებისა და გამოკვლევებისათვის) მიღებული აქვს „ახალგაზრდული პრემია“ (1982).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საფოს პოეტური სამყარო“, დაიცვა 1981 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „საფოს ფენომენი და ანტიკური ხანის ქალთა პოეზია“, დაიცვა 1993 წელს.

  • 2004 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • მავედრებელი ქალები = Ικεtiδες: ტრაგედია, თბილისი, ლოგოსი, 2021, გვ. 156 ISBN 9789941831348
  • მედეა = Μήδεια : პიესა, თბილისი, ლოგოსი, 2017, გვ. 192 ISBN 9789941468292
  • ანტიკურობა და ევროპული ლიტერატურა: მონოგრაფია // წ. 1: ანტიკურობიდან კლასიციზმამდე, თბილისი, ლოგოსი, 2015, გვ. 310 ISBN 9789941437823
  • ანტიკურობა და ევროპული ლიტერატურა: მონოგრაფია // წ. 2, ანტიკურობის თანამედროვეობა, თბილისი, ლოგოსი, 2014, გვ. 354 ISBN 9789941437656
  • მეტამორფოზები/ოვიდიუსი, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013, გვ. 430 ISBN 9789941158278
  • ანტიკური ლიტერატურული ტრადიციები და თანამედროვეობა: ლექციათა კურსი, თბილისი, ლოგოსი, 2011, გვ. 344 ISBN 9789941401909
  • ანტიკური სამყაროს პოეტესები = Poetessen der Antike, თბილისი, ლოგოსი, 2008, გვ. 320 ISBN 9789941401169
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 491

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]