შინაარსზე გადასვლა

მენჰირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
9,5 მეტრ სიმაღლის მენჰირი, ბრეტანი, საფრანგეთი

მენჰირი ყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობაა. ის წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ლოდს, რომლის სილაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. მენჰირის დანიშნულება ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი არქეოლოგის აზრით ისინი დაკრძალვის რიტუალთან იყვნენ დაკავშირებულნი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები დადგმული იქნა რაღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ან როგორც სასაზღვრო ნიშანი.