ბანკივური ქათამი
ბანკივური ქათამი (Gallus gallus), ფრინველი ქათმისებრთა ოჯახისა. ჩ.დარვინმა დაადგინა, რომ ბანკივური ქათამი შინაური ქათმის წიმაპარია. მამლის წონა აღწევს 1250 გრამს, დედლისა - 750 გრამს. მამლის ზურგი მოწითალო-ოქროსფერია, მუცელი - მოშავო-მურა. დედალი მურაა. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგის კუნძულებზე. ახალ გვინეაში, ფილიპინის, მარკიზის, ფიზისა და სხვა კუნძულებზე. ბანკივური ქათამი, როგორც ჩანს ადამიანს გადაუყვანია და შემდეგ გაველურებულა. ცხოვრობს ტყიანსა და ბუჩქნარიან ჯუნგლებში. ბუდობს მიწაზე, ხოლო ღამეს ატარებს ხეზე. იკვებება მარცვლოვნებით, მცენარეთა ნაყოფითა და პატარა უხერხემლო ცხოველებით. ბანკივური ქათამი მოშინაურებულია ინდოეთში დაახლოებით 3000 წლის წინათ ჩვენს ერამდე. აქედან შინაური ქათამი ევროპაში შეუყვანიათ ირანის გავლით.