კონსტანტინე ფიცხელაური
კონსტანტინე ფიცხელაური | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 ნოემბერი, 1930 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 17 მარტი, 2024[1] (93 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი და არქეოლოგი[2] |
მუშაობის ადგილი | ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური (დ. 26 ნოემბერი, 1930, თბილისი, ასფსრ – გ. 17 მარტი, 2024) — ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 1997 წლიდან. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქეოლოგიის ინსტიტუტის უცხოელი წევრი.
ბიოგრაფია
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1954-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957-1960 წლებში ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960-1968 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-2000 წლებში განყოფილების გამგე; 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2009 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ემერიტუსი; 2008 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის კონსულტანტი. 1960 წელს მიენიჭა ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1972 წელს — ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორისა, სადოქტორო დისერტაციის თემაა „აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები“.
მეცნიერული ინტერესების სფერო: კავკასიის არქეოლოგია, ბრინჯაოს ხანის კულტურათა გენეზისი, ქრონოლოგია, პერიოდიზაცია, საქართველოში სახელმწიფოებრიობის სათავეების კვლევა არქეოლოგიური მასალების მიხედვით. არის 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით კახეთში, ალაზნის ველზე 1974 წელს მიმდინარე გათხრებზე წნორთან აღმოჩენილ მდიდრულ ყორღანულ სამარხში იპოვეს ლომის ოქროს ფიგურა.[3]
ბიბლიოგრაფია
- აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII ს.ს.), არქეოლოგიური მასალების მიხედვით, თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება, 1973
- იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, წინაანტიკური ხანის არქეოლ. მასალების მიხედვით, თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება, 1965
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001358/
- ↑ Catalog of the German National Library
- ↑ ლორთქიფანიძე, დ.. (აპრილი, 2018) ოქროს ლომი კახეთიდან. National Geographic საქართველო. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2024
- დაბადებული 26 ნოემბერი
- დაბადებული 1930
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 17 მარტი
- გარდაცვლილი 2024
- ქართველი არქეოლოგები
- ქართველი ისტორიკოსები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები