შინაარსზე გადასვლა

უესტმინსტერის ტერაქტი (2017)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
უესტმინსტერის ტერაქტი

უესტმინსტერის ხიდი და უესტმინსტერის სასახლე
მდებარეობა უესტმინსტერილონდონიგს
კოორდინატები 51°30′03″ ჩ. გ. 0°07′19″ დ. გ. / 51.50083° ჩ. გ. 0.12194° დ. გ. / 51.50083; -0.12194
თარიღი 22 მარტი 2017
სამიზნე სამოქალაქო პირები და პოლიციის ოფიცრები
თავდასხმის ტიპი
ავტომობილით თავდასხმა, დანით თავდასხმა
იარაღი ავტომობილი (Hyundai Tucson) და დანა
დაღუპულები 5 (3 ქვეითად მოსიარულე, 1 პოლიციის ოფიცერი და 1 თავდამსხმელი)
არასასიკვდილო დაზიანებები
50 (მათ შორის 4 კრიტიკულ მდგომარეობაში)
თავდამსხმელები ხალიდ მასუდი
მოტივი უცნობია
ტერორისტის მოძრაობის მარშრუტი და თავდასხმის ადგილები

უესტმინსტერის ტერაქტიტერორისტული თავდასხმა, რომელიც 2017 წლის 22 მარტს განხორციელდა ლონდონის ცენტრში, კერძოდ, უესტმინსტერის ხიდზე, ხიდის ქუჩასა და უესტმინსტერის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტერორისტი, რომელიც ავტომობილით მოძრაობდა უესტმინსტერის ხიდზე ბიგ-ბენის მიმართულებით, ტროტუარზე მიმავალ ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა და გზა განაგრძო პარლამენტის შენობისკენ. სასახლის კარიბჭის მახლობლად მისი მანქანა ერთ-ერთ სვეტს შეეჯახა და კვამლი გაუშვა. ამ ტერორისტული აქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორმოცდაათი გამვლელი დაშავდა. თავდამსხმელიც გარდაიცვალა ცეცხლსასროლი ჭრილობისგან.

2005 წლის 7 ივლისის ტერაქტის შემდეგ ეს იყო მეორე დიდი ტერორისტული თავდასხმა, რომელიც ლონდონში მოხდა[1].

თავდასხმა

2017 წლის 22 მარტს, ლონდონის დროით 14:40 საათზე, ნაცრისფერი Hyundai Tucson-ის მძღოლი, რომელიც 122 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა უესტმინსტერის ხიდზე, ქვეითად მოსიარულეებს (მათ შორის, პოლიციის ოფიცრებს) წინასწარი განზრახვით დაეჯახა[2][3][4][5][6][7][8]. ერთ-ერთი დაზარალებული, პოლონელი ტურისტი ანდრეა კრისტეა (Andreea Cristea) მდინარე ტემზაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ქალი თავად გადაახტა უესტმინსტერის ხიდის ჯებირს თუ მანქანის დარტყმის შედეგად გადავარდა მდინარეში. იგი მძიმედ დაშავდა, მაგრამ მაშველებმა მალე ამოიყვანეს წყლიდან. ტერორისტის ავტომობილი პარლამენტის შენობისკენ განაგრძობდა სვლას და მძიმე დაზიანებებს აყენებდა ადამიანებს უესტმინსტერის ხიდის სამხრეთ მხარეზე. საბოლოოდ, ჰიუნდაი პარლამენტის ღობეს შეეჯახა სასახლის ჩრდილოეთით. შავტანსაცმლიანი თავდამსხმელი ავტომობილიდან გადმოვიდა, პარლამენტის მოედნის კუთხემდე მიირბინა და დაუბრკოლებლად გაიარა ღია კარიბჭე. ახალი სასახლის ეზოში მან დანით სასიკვდილოდ დაჭრა უიარაღო პოლიციის ოფიცერი, კით პალმერი (Keith Palmer), რომელიც ტერორისტის შეჩერებას შეეცადა. ამის საპასუხოდ, თავდამსხმელს სხვა პოლიციელმა ესროლა[9][10][11]. ვარაუდობენ, რომ ეს იყო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, მაიკლ ფელონის (Michael Fallon) ერთ-ერთი მცველი. თვითმხილველის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში გარკვევით ისმის ორი გასროლის ხმა. ეს ტერორისტული შეტევა სულ 82 წამი გრძელდებოდა[2].

თავდამსხმელს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, მაგრამ იგი გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა[12][13][14]. 2017 წლის 22 მარტს ლონდონის ცენტრში მომხდარი თავდასხმა განახორციელა ინგლისში დაბადებულმა ხალიდ მასუდმა. ტერორისტის ვინაობა 24 მარტს განუცხადა საზოგადოებას პოლიციის კომისრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ როულიმ.

უცნობია, ჰყავდა თუ არა ხალიდ მასუდს თანამზრახველები. თავდასხმასთან დაკავშირებით ათი ადამიანი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი ქალი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამჟამად წინასწარპატიმრობაში რჩება ორი პიროვნება. დანარჩენებს თავდასხმასა და ხალიდ მასუდთან კავშირი არ დაუმტკიცდათ. ამიტომ ისინი პოლიციამ გაუშვა.

რეაქციები

გაერთიანებული სამეფო

საერთაშორისო რეაქციები

  • არგენტინის დროშა არგენტინა – არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო ლონდონში მომხდარი თავდასხმა, მხარდაჭერა გამოუცხადა ბრიტანელ ხალხს და თანაგრძნობა გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს[16].
  • ავსტრალიის დროშა ავსტრალია – პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, რომ ის უთანაგრძნობდა ბრიტანელებს და გმობდა ტერორისტულ თავდასხმა. მან ასევე თქვა, რომ ლონდონის პარლამენტზე თავდასხმა ზოგადად დამოკრატიასა და თავისუფლებაზე თავდასხმაა[17].
  • ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია – პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ის შოკში ჩავარდა, როდესაც თავადასხმის შესახებ გაიგო. მან თქვა, რომ ბრიტანელებს შეუძლიათ ჰოლანდიელთა დახმარების იმედი ჰქონდეთ[18].
  • აშშ-ის დროშა აშშ – ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონში განხორციელებულ თავდასხმის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს[19].
  • საფრანგეთის დროშა საფრანგეთი – პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის თქვა: „ტერორიზმი გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე. საფრანგეთმა იცის, თუ როგორ იტანჯება დღეს ბრიტანელი ხალხი“[20].
  • გერმანიის დროშა გერმანია – კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის შეძრულია ლონდონში პოლიციასა და მშვიდობიან საზოგადოებაზე მომხდარი თავდასხმის გამო და სოლიდარობას უცხადებს გაერთიანებულ სამეფოს[21]
  • ევროპის დროშა ევროპული საბჭო – პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ ევროპა გაერთიანებულ სამეფოს გვერდით დგას ტერორიზმის წინააღმდეგ და მზად არის, დაეხმაროს[22].

სქოლიო

  1. „Westminster attackr-and-knife rampage kills four“. Al Jazeera. 22 March 2017. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
  2. 2.0 2.1 Warrell, Helen (25 March 2016). „Westminster attack lasted less than 90 seconds“. Financial Times. ციტირების თარიღი: 25 March 2016.
  3. Hickey, Shane (25 March 2016). „Westminster attack: car hire firms urged to tell police about suspicious customers“. The Observer. ციტირების თარიღი: 25 March 2016.
  4. Rayner, George (26 March 2017). „How 82 seconds of hell started with a WhatsApp message“. The Sunday Telegraph. ციტირების თარიღი: 26 March 2017.
  5. Martin Evans, Harry Yorke. (27 March 2017) Mother of Westminster terrorist says she is 'shocked' by his actions and does not condone the attack. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 28 March 2017.
  6. UPDATE: Westminster terror attack - Metropolitan Police. Metropolitan Police Service (27 March 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 28 March 2017.
  7. Gilchrist, Karen (23 March 2017). „London police name Parliament attacker as British-born Khalid Masood, age 52“. CNBC. ციტირების თარიღი: 24 March 2017.
  8. „London attack: Four dead in Westminster terror attack“. BBC News. 22 March 2017.
  9. Rayner, Gordon; McCann, Kate (23 March 2017). „London attack: Cabinet minister's bodyguard shot Westminster terrorist“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 24 March 2017.
  10. 10.0 10.1 „London attack – latest updates“. BBC News. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
  11. Boyle, Danny; Evans, Martin. „Parliament shooting: Knifeman shot by police after charging through Westminster gates and stabbing officer“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
  12. „London attack: Khalid Masood 'died from shot to chest'. BBC News. 30 March 2017. ციტირების თარიღი: 30 March 2017.
  13. Allen, Emily. Westminster attack: Everything we know so far. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
  14. Sparrow, Andrew. „Parliament attack: man shot after police officer stabbed at House of Commons“. The Guardian. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
  15. „Holyrood referendum debate halted after Westminster shooting“. BBC News. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
  16. La Argentina condena el atentado en Londres, Reino Unido de Gran Bretaña e Irlanda del Norte Spanish. Ministry of Foreign Affairs and Worship. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-23. ციტირების თარიღი: 2017-03-23.
  17. Conifer, Dan (23 March 2017). „London attack: Prime Minister Turnbull condemns assault on 'freedom and democracy everywhere'. ABC News (Australia). ციტირების თარიღი: 23 March 2017. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება)
  18. Rutte noemt beelden uit Londen afschuwelijk Dutch. De Telegraaf. TMG Landelijke Media B.V.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
  19. https://twitter.com/AFP/status/844605875465715712
  20. Élysée. (22 March 2017) "Le terrorisme nous concerne tous et la France sait ce que le peuple britannique a comme souffrance aujourd'hui" @fhollande #Londres.
  21. GermanEmbassyLondon. (22 March 2017) Merkel: Deeply shocked by attacks on police & members of public in London. My thoughts are with injured & our solidarity goes out to the UK..
  22. Donald Tusk [eurcopresident]. (22 March 2017) "My thoughts are with the victims of the Westminster attack. Europe stands firm with the UK against terror and ready to help..