შინაარსზე გადასვლა

The Bends

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
The Bends
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 13 მარტი 1995
ჩაიწერა 1992–1993 („High and Dry“)
აგვისტო-ნოემბერი 1994
სტუდია ები-როუდის სტუდიები, RAK Studios, ლონდონი და The Manor, ოქსფორდშირი
ჟანრი ალტერნატიული როკი, ბრიტპოპი, ინდი-როკი
ხანგრძლივობა 48:33
ლეიბლი
პროდიუსერი ჯონ ლეკი, ნაიჯელ გოდრიჩი, Radiohead
Radiohead — ქრონოლოგია
My Iron Lung
(1994)
The Bends
(1995)
OK Computer
(1997)
სინგლები ალბომიდან The Bends
  1. „My Iron Lung“
    გამოცემის თარიღი: 24 ოქტომბერი 1994
  2. „High and Dry/Planet Telex“
    გამოცემის თარიღი: თებერვალი 1995
  3. „Fake Plastic Trees“
    გამოცემის თარიღი: 15 მაისი 1995
  4. „Just“
    გამოცემის თარიღი: 7 აგვისტო 1995
  5. „Street Spirit (Fade Out)“
    გამოცემის თარიღი: 22 იანვარი 1996
  6. „The Bends“
    გამოცემის თარიღი:26 ივლისი 1996
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic5/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუ(C)[2]
Entertainment Weekly(B+)[3]
Blender5/5 stars
The Independent(კეთილგანწყობილი)[4]
IGN(9.2/10)[5]
Pitchfork Media(10/10)[6]
Rolling Stone4/5 stars[7]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[8]
Record Collector5/5 stars[9]

The Bends — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1995 წლის 13 მარტს. იგი ჩაწერილია ცნობილი პროდიუსერების, ნაიჯელ გოდრიჩისა და ჯონ ლეკის ხელმძღვანელობით. ალბომი ეძღვნება კომიკოს ბილ ჰიკსს [10].

ისტორია

ამერიკული ტურის დასრულების შემდეგ Radiohead-მა მეორე ალბომზე მუშაობა ები-როუდის სტუდიაში, პროდიუსერ ჯონ ლეკისთან თანამშრომლობით დაიწყო. დაძაბულობა დიდი იყო – თუნდაც ის მცირე წარმატება, რაც ჯგუფმა ამ პერიოდში მოიპოვა, მხოლოდ აჩქარებდა მომდევნო ალბომის მოლოდინს. ჯგუფის წევრები დაუღალავად მუშაობდნენ და მაინც უკმაყოფილო რჩებოდნენ, რადგან მათივე აზრით სიმღერები “ჯერ საკმარისად კარგი” არ იყო. ზეწოლის ჩასაცხრომად ჯგუფმა ავსტრალიასა და შორეულ აღმოსავლეთში ტურები მოაწყო . ამან ცუდად იმოქმედა ტომ იორკზე, რომელსაც სულაც არ სიამოვნებდა MTV-ს ჭყეტელა ეკრანზე საკუთარი თავის ხილვა. 1994 წელს გამოშვებული My Iron Lung, რომელიც ამავე სახელწოდების სინგლში შედიოდა, ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი იყო ალბომიდან Pablo Honey იმ სიღრმემდე, რაც Radiohead-ის მეორე ალბომში იქნა წარმოდგენილი. სინგლი ანდერგრაუნდული რადიო სადგურების მეშვეობით ტრიალებდა, რამაც გაყიდვების მოლოდინს გადააჭარბა კიდეც. ამან Radiohead-ის გულშემატკივართა პატარა ჯგუფსაც მოუყარა თავი. ჩაწერა 1994 წლის ბოლოს დასრულდა. 1995 წლის მაისში კი ახალი ალბომი, The Bends გამოვიდა.

მაშინ როდესაც მედიის ყურადღება მთლიანად ბრიტპოპისკენ იყო მიმართული, Radiohead-ს არავინ უწინასწარმეტყველებდა დიდ წარმატებას. ამის მიუხედავად ალბომმა The Bends სამშობლოში გაიბრწყინა – სხვადასხვა რეიტინგები წყალობდნენ სამი გიტარისტის მიერ შექმნილ ჰაეროვან მუსიკას, რომელსაც იორკის ემოციური ფალცეტი და კლავიშებიანი ინსტრუმენტის ხმოვანება ამშვენებდა. მეორე ალბომში ტრანსფორმაცია განიცადა თავად სიმღერის ლირიკამაც – ტომ იორკი უკვე მასშტაბურ და მნიშვნელოვან თემებს ეხება, რითაც გარკვეულწილად აყალიბებს იმ მუსიკალურ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც ჯგუფის მომავალი სტილი განისაზღვრა. ამის ნათელი დადასტურება ის ფსიქოლოგიური სარჩულია რაც ამ და შემდგომი პერიოდის ვიდეო კლიპებშია ასახული. ჯემი ტრეივსის გადაღებულმა “Just” ბევრს ახალი კუთხით დაანახა ეს ოქსფორდელი ბიჭებით დაბოქს-სეტებული ჯგუფი. ამასთან, აღსანიშნავია ულამაზესი, შავ-თეთრი “მეოცნებე” “Street Spirit” (რეჟის. ჯონათან გლეიზერი), სადაც მუსიკის რითმი ჰარმონიულად ეწყობა კლიპის გმირების ინერტულ მოძრაობებს. ყოველივე ამასთან ერთად, The Bends ასახავს იმას რაც ასე ძლიერ აწუხებდა ჯგუფის თითოეულ წევრს – მომქანცველი რუტინა და ის სევდა რაც ხალხის მიერ მათი ხელოვნებისადმი დამოკიდებულებით იყო გამოწვეული. ეს ძალზე კარგად ჩანს სიმღერაში “Bullet Proof I Wish I Was”, რომლის შემდეგაც ტომ იორკს მომდევნო “როკ-ენ-როლის წამებული” შეარქვეს, კურტ კობეინისა და რიჩი ჯეიმზის შემდეგ. ასევე სიმბოლურია ალბომის ყდაც, რომელზეც Radiohead-ის დიზაინერმა სტენლი დონვუდმა იორკთან ერთად იმუშავა. თავდაპირველად ტომს სურდა ალბომზე ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოსახვა(ინგლ. iron lung), მაგრამ რადგან სურათი დაკარგა, დონვუდმა ბოლო წუთებში გამოიყენა მედიკოსების ფიტული რომელიც ტომ იორკის სახეს “მიაკერა”.

მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა, რომელიც ძირითადად Radiohead-ის არაკომერციული მუსიკისადმი იყო მიმართული, ალბომმა 30 საუკეთესო ჰიტს შორის კუთვნილი ადგილი მოუტანა ჯგუფს და ბესტსელერად აქცია საკუთარ სამშობლოში. მოგვიანებით ჯონი გრინვუდმა განაცხადა, რომ წარმატებამ რომელიც The Bends მოჰყვა, საკუთარ ძალებში რწმენა შემატა Radiohead-ს, რაც საბოლოოდ გამყარდა სინგლით “Street Spirit (Fade Out)”, რომელიც #5 გახდა ბრიტანეთის რეიტინგებში.

1995 წლის ზაფხული Radiohead-მა დაიწყო საკონცერტო ტურნეთ ჯგუფთან R.E.M., რომელიც მაშინდელი პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ როკ-ჯგუფად ითვლებოდა, და რომლის გავლენამაც დიდი როლი ითამაშა Radiohead-ის ჩამოყალიბებაში. კონცერტის გახსნისას მაიკლ სტაიპმა (ჯგუფი R.E.M. წამყვანი ვოკალისტი) ასეთი კომენტარი გააკეთა: “Radiohead იმდენად კარგია რომ ცოტა მაშინებს კიდეც”. ერთი მხრივ ცნობილი გულშემატკივრების შეფასებამ, ხოლო მეორე მხრივ, კლიპებმა “Just” და “Street Spirit” თავისი სიტყვა თქვეს – Radiohead ნელ-ნელა იკრებდა პოპულარობას ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი — კოლინ გრინვუდი, ჯონი გრინვუდი, ედ ო’ბრაიენი, ფილ სელუეი და ტომ იორკი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Planet Telex“4:19
2.„The Bends“4:06
3.„High and Dry“4:17
4.„Fake Plastic Trees“4:50
5.„Bones“3:09
6.„(Nice Dream)“3:53
7.„Just“3:54
8.„My Iron Lung“4:36
9.„Bullet Proof..I Wish I Was“3:28
10.„Black Star“4:07
11.„Sulk“3:42
12.„Street Spirit (Fade Out)“4:12

ჩარტები და სერტიფიცირებები

გამოცემები

ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი ნომერი კატალოგში
ბრიტანეთი 13 მარტი 1995 Parlophone კომპაქტ დისკი CDPCS 7372
გრამფირფიტა PCS 7372
აშშ 4 აპრილი 1995 Capitol კომპაქტ დისკი CDP 7243 8 29626 2 5

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. "Radiohead: The Bends AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 2011-09-08.
  2. კრისტგოუ, რობერტ. Radiohead: The Bends. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2011.
  3. Sinclair, Tom (7 Apr 1995), "The Bends (1995): Radiohead", Entertainment Weekly (#269): p. 92, ISSN 1049-0434, http://www.ew.com/ew/article/0,,296713,00.html. წაკითხვის თარიღი: 8 სექტემბერი 2011 დაარქივებული 22 October 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  4. „Records: The IoS Playlist“. The Independent. ლონდონი. 19 მარტი 1995. ISSN 0951-9467. OCLC 185201487. დაარქივებულია ორიგინალიდან (behind paywall) — 2012-11-02. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2011.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-17. ციტირების თარიღი: 2012-09-05.
  6. Plagenhoef, Scott. (16 აპრილი 2009) Radiohead: The Bends: Collector's Edition. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2011.
  7. Edwards, Gavin. (11 მარტი 2003) The Bends. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 22 მაისი 2012.
  8. Radiohead: Album Guide. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2012.
  9. http://www.cduniverse.com/productinfo.asp?pid=7860117
  10. The 100 Greatest Albums Of All Time - Channel 4 (E4) 27th ოქტომბერი 2007
  11. "Radiohead – The Bends". Australiancharts.com. Hung Medien.
  12. "Radiohead - The Bends" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien.
  13. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control.
  14. "Radiohead – The Bends". Charts.org.nz. Hung Medien.
  15. "Radiohead – The Bends". Swedishcharts.com. Hung Medien.
  16. "1996-02-10 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
  17. "Radiohead – The Bends" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien.
  18. "Radiohead – The Bends" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien.
  19. Top Albums/CDs - Volume 63, No. 1, თებერვალი 19, 1996. RPM. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი 2011.
  20. „Dutchcharts.nl – Radiohead – The Bends“ (ჰოლანდიურად). Hung Medien.
  21. The Bends AllMusic-ზე
  22. "Radiohead – The Bends". Norwegiancharts.com. Hung Medien.
  23. New Zealand album certifications – Radiohead – The Bends. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
  24. ჯოუნსი, Alan (13 მაისი 2016). „Official Charts Analysis: Drake holds off competition from Calvin Harris and Justin Timberlake“. Music Week. Intent Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 14 მაისი 2016.
  25. British album certifications – Radiohead – The Bends. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Bends ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  26. American album certifications – Radiohead – The Bends. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Bends&oldid=4590871“-დან