დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
The Soul Cages (ქართ.სულების გალიები) — ინგლისელი მუსიკოს სტინგის მესამე სოლო ალბომი. გამოიცა 1991 წელს. მასში შეტანილია სიმღერები, რომლებიც დაიწერა სტინგისათვის რთულ პერიოდში - მუსიკოსს დაეღუპა მამა. ამან თავისი დაღი დაასვა ამ ალბომს და იგი საკმაოდ სევდიანი გამოვიდა. მიუხედავად ბევრი უარყოფითი შეფასებისა, ბრიტანულ რეიტინგებში იგი #1 ადგილზე მოხვდა.
ალბომი
The Soul Cages კონცეპტუალური ალბომია, რომელიც სტინგის ცხოვრებაში მნიშვნელოვან დანაკარგზე, მამის გარდაცვალებაზეა აგებული. ინტერვიუებში სტინგი ამბობდა, რომ ამ ფაქტმა იმდენად დიდი დარტყმა მიაყენა, რომ რამდენიმე წელი საერთოდ ვერ წერდა სიმღერებს. მიუხედავად ამისა, მან იპოვა გამოსავალი და მამის თემა ჩააქსოვა მუსიკაში. პირველი სიმღერა, რომელიც დაიწერა ალბომისთვის, იყო „Why Should I Cry for You?“ და ამის შემდეგ, ყველა დანარჩენი ყოველგვარი სირთულის გარეშე შეიქმნა. სიმღერების უმრავლესობაში გამოყენებულია ზღვისა და გემის მოტივი (სტინგის მამა მეზღვაური იყო). რა თქმა უნდა, აქ არის მითითებები ნიუკასლზეც, საიდანაც სტინგი იყო წარმოშობით.
სხვადასხვა გამოცემის სიაში დაშვებულია შეცდომა - Why Should I Cry For You მითითებულია Jeremiah Blues (Part 1)-ის წინ.
დამატებითი სიმღერები
Vengo del sur (სიმღერის Why Should I Cry For You ესპანური ვერსია) - დამატება ესპანურ გამოცემაში
Muoio per te (სიმღერის Mad About You იტალიური ვერსია) - დამატება იტალიურ გამოცემაში
სინგლები
All This Time (1991) – #5 აშშ ცხელი 100-ეული, #1 აშშ მეინსტრიმული როკ სიმღერები, #1 აშშ თანამედროვე როკის სიმღერები, #9 აშშ თანამედროვე ახალგაზრდული რეიტინგი, #22 ბრიტანული სინგლების რეიტინგი
↑ 1.01.1Browne, David. (1 February 1991) The Soul Cages. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 24 June 2014.
↑კოტი, გრეგ (7 მარტი 1993). „Feeling A Sting“. chicagotribune.com. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-18. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი 2011.
↑Will, კრის (20 იანვარი 1991). „STING "The Soul Cages"“. articles.latimes.com. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2011.