კოზმა ინდიკოპლევსტი
კოზმა ინდიკოპლევსტი (ბერძ. Κόσμας Ἰνδικοπλεύστης; VI ს.) — ბიზანტიელი მოგზაური და ვაჭარი. წარმოშობით ალექსანდრიიდან. თავის დროზე მეტად განათლებული პიროვნება ყოფილა.
VI საუკუნეში, კერძოდ კი 535-547 წლებს შორის დაწერა თავის ცნობილი ტრაქტატი „ქრისტიანული ტოპოგრაფია“, რომელშიც უარყოფს პტოლემეს სისტემას დედამიწის სფეროსებრი ფორმის შესახებ.
კოზმას მიხედვით, დედამიწა არის ბრტყელი სწორკუთხედი, რომელსაც ოკეანე ერტყმის. ღამით მზე მთის იქით იმალება. ყველა დიდი მდინარე სამოთხეში იწყება და ოკეანის ქვეშ მიედინება.
აღმოსავლეთის ფეოდალურ ქვეყნებში ამ დროს მეცნიერება შედარებით მაღალ დონეზე იდგა. როგორც ირკვევა თავის შრომაში კოზმა ქადაგებს ბიბლიურ წარმოდგენებს დედამიწისა და საერთოდ კოსმოსის შესახებ. კოზმამდელი მეცნიერული მიღწევები (მაგ., პტოლემესი) კოზმას მიერ მკვეთრად იქნა უარყოფილი.
თვით კოზმას ცხოვრების შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. ვაჭრობის მიზნით იმოგზაურა ინდოეთში, ასევე იმყოფებოდა თანამედროვე ეთიოპიის, ირანის, არაბეთისა და კუნძულ ცეილონის ტერიტორიებზე. მოგზაურობის დროს მან დიდი ინტერესი გამოიჩინა ნანახი ადგილების მიმართ. არის შეხვედრილი იუსტინიანე I-თან. როდესაც კოზმამ დაასრულა თავისი ცნობილი ნაშრომი „ქრისტიანული ტოპოგრაფია“, გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო. ამიტომ გაემგზავრა სინაზე.
აღსანიშნავია, რომ კოზმას წიგნები ადრინდელი შუა საუკუნეების უნიკალური წყაროა, რომლებმაც ჩვენამდე ცოტად თუ ბევრად მთლიანობაში მოაღწია.
თხზულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cosmas Indicopleustes Topographie chrétienne, t. 1, P., 1968.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Пигулевская Н. В., Византия на путях в Индию, М.— Л., 1951;
- Wolska W., La Topographie chrétienne de Cosmas Indicopleustes. Théologie et science au Vl-e siècle. P., 1962.