შინაარსზე გადასვლა

რაგბი ევროპის ჩემპიონატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2014-2016 წწ. ევროპის ერთა თასის დივიზიონები

ევროპის ერთა თასირაგბის ჩემპიონატი, რომელიც იმართება ევროპის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

ირბ-ის კონსერვატული მამებისაგან თავმობეზრებულმა ფრანგებმა 1934 წელს ჩამოაყალიბეს ფირა, რომელიც ფრანგთა აზრით მოწოდებული იყო ეხელმძღვანელა ირბ-საგან გარიყული რაგბის სამყაროსათვის. 1936, 1937 და 1938 წლებში ფირა-მ ჩაატარა თავისი პირველი ჩემპიონატები. მეორე მსოფლიო ომმა რაღა თქმა უნდა ხელი შეუშალა ამ წამოწყებას და მხოლოდ 50-ანი წლების დასაწყისში შეძლო ფირა-მ აღდგინა ეს ტურნირი. 1952 და 1954 წლებში ჩატარდა კიდევ ორი ტურნირი, რომელმაც პოპულარობა ვერ მოიპოვა და ეპიზოდად დარჩა ფირა-ს ისტორიაში. 1965 წლისთვის ფირა-ს წევრთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ფირა-მ გადაწყვიტა აღედგინა ტურნირი. ამჯერად ტურნირმა გაამართლა და იგი ყოველწლიური გახდა, თუმცა 1973 წლამდე ეს ტურნირები არაოფიციალურად ითვლებოდა. ამ წლიდან ტურნირს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და ფირა-ს ევროპის ჩემპიონატად იწოდებოდა. ამ დროისთვის საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი და ტურნირი უკვე ორ და სამ ჯგუფად ტარდებოდა. გამარჯვებულები ძირითადად ფრანგები ხდებოდნენ, რომლებიც ტურნირში მეორე, ხშირად კი მესამე გუნდებით ასპარეზობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მატჩი ფრანგ სამხედრო მოსამსახურეთა ნაკრებსაც უთამაშია ხოლმე. ამ ხანებში, ერთადერთი გუნდი, რომელიც ფრანგებს წინააღმდეგობას უწევდა, რუმინეთის ნაკრები იყო, რომელმაც რამდენიმეჯერ შეძლო კიდეც ჩემპიონატის მოგება.

1987 წლიდან ირბ-მ მსოფლიო თასის გათმაშება დაიწყო და თავის რიგებში ყველა მსურველი მიიღო. ირბ-ს მიერ პრივილიგირებული საფრანგეთი, რუმინეთი და იტალია უკვე აღარ მონაწილეობდნენ ფირა-ს ჩემპიონატებში, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად იქცა. ამასობაში ევროპაში ახალი სახელმწიფოების გაჩენამ, რომლებიც ფირა-ში და ირბ-ში წევრიანდებოდნენ, მსოფლიოს რაგბის მამები აიძულა ძირეულ რეორგანიზაციაზე წასულიყვნენ. თავად ფირა ფირა-აერ-ად გადაკეთდა, ირბ-ს წევრი გახდა და ევროპული რაგბის ხელმძღვანელობა დაევალა. 1999 წელს ფირა-აერ-მა რეორგანიზაცია ჩაუტარა თავის ჩემპიონატს და 2000 წლიდან დაიწყო ევროპის ერების თასის გათამაშება. ტურნირი ერთწლიანია (მხოლოდ 2003/04, 2005/06 და 2007/08 წლებში ჩატარდა ორწლიანი ციკლით) და რამდენიმე დივიზიონად ტარდება. არის უმაღლესი, პირველი, მეორე და მესამე დივიზიონები, თუმცა მეორე და მესამე დივიზიონები კიდევ იყოფიან A, B, C და D ჯგუფებად, რაც თავისთავად სხვადასხვა დონეებია. დონეებს შორის გუნდების აზევება და დაღმასვლა ხდება ორი წლის ჩემპიონატების შედეგების ჯამის მიხედვით (2009/10, 2011/12 და ა. შ.).

30-იანები: პირველი სამი ტურნირი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი მასპინძელი ქალაქი გამარჯვებული მეორე ადგილი მეამე ადგილი
1936 ბერლინი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
გერმანიის დროშა
გერმანია
იტალიის დროშა
იტალია
1937 პარიზი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
გერმანიის დროშა
გერმანია
1938 ბუქარესტი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
გერმანიის დროშა
გერმანია

50-იანები: ევროპის თასი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი
1952 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
1954 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
წელი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი
1965/1966 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1966/1967 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
1967/1968 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
1968/1969 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
1969/1970 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
1970/1971 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
მაროკოს დროშა
მაროკო
1971/1972 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
მაროკოს დროშა
მაროკო
1972/1973 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
წელი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი
1973/1974 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
1974/1975 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
1975/1976 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1976/1977 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
1977/1978 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
1978/1979 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
1979/1980 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
1980/1981 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
1981/1982 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1982/1983 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
1983/1984 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
1984/1985 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
იტალიის დროშა
იტალია
1985/1987 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1987/1989 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1989/1990 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1990/1992 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1992/1994 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1995/1997 იტალიის დროშა
იტალია
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი

ევროპის ერთა თასი (2000 - დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი პირველი დივიზიონი დაბალი დივიზიონების ჩემპიონები
გამარჯვებული მეორე მესამე დაქვეითებული მე-2 დივიზიონი მე-3 დივიზიონი
2000 რუმინეთის დროშა რუმინეთი ესპანეთის დროშა ესპანეთი საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
2001 საქართველოს დროშა საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი რუსეთის დროშა რუსეთი პოლონეთის დროშა პოლონეთი არ გამართულა
2002 რუმინეთის დროშა რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები ჩეხეთის დროშა ჩეხეთი სლოვენიის დროშა სლოვენია
2003-2004 პორტუგალიის დროშა პორტუგალია რუმინეთის დროშა რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო ესპანეთის დროშა ესპანეთი უკრაინის დროშა უკრაინა მოლდოვის დროშა მოლდოვა
2005-2006 რუმინეთის დროშა რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო პორტუგალიის დროშა პორტუგალია უკრაინის დროშა უკრაინა ესპანეთის დროშა ესპანეთი ლატვიის დროშა ლატვია
2007-2008 საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი რუმინეთის დროშა რუმინეთი ჩეხეთის დროშა ჩეხეთი გერმანიის დროშა გერმანია შვედეთის დროშა შვედეთი
2009 საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი პორტუგალიის დროშა პორტუგალია გერმანიის დროშა გერმანია [1] უკრაინის დროშა უკრაინა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
2010 რუმინეთის დროშა რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი
2011 საქართველოს დროშა საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი პორტუგალიის დროშა პორტუგალია უკრაინის დროშა უკრაინა [1] შვედეთის დროშა შვედეთი ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
2012 საქართველოს დროშა საქართველო ესპანეთის დროშა ესპანეთი რუმინეთის დროშა რუმინეთი
2013 საქართველოს დროშა საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი რუსეთის დროშა რუსეთი ბელგიის დროშა ბელგია [1] ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები თურქეთის დროშა თურქეთი
2014 საქართველოს დროშა საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი რუსეთის დროშა რუსეთი
2015 საქართველოს დროშა საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი ესპანეთის დროშა ესპანეთი პორტუგალიის დროშა პორტუგალია ბელგიის დროშა ბელგია
2016 საქართველოს დროშა საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი რუსეთის დროშა რუსეთი

შედეგები (2000-დან დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშება - 2000

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ტურნირის სტარტზე ევროპის 30 ქვეყნის ნაკრები დადგა. ისინი ფირა-აერ-მა წინასწარ დაყო ოთხ ჯგუფად. ეს ჯგუფები ევროპული რაგბის მამებმა წინა წლების შედეგების მიხედვით შეადგინეს. პირველ ჯგუფში, რომელიც უშუალოდ თასისათვის იბრძოდა მოხვდნენ რუმინეთის, ესპანეთის, საქართველოს, პორტუგალიის, ჰოლანდიის და მაროკოს გუნდები. (მაროკოელები, ისევე როგორც ტუნისელები მესამე ჯგუფში, უკანასკნელად თამაშობდნენ ფირა-აერ-ის პირველობაზე და მათი შედეგები საერთო ჩათვლაში არ შედიოდა). ტურნირის დასკვნითი მატჩი თბილისში (საქართველო - რუმინეთი) ცენტრალურიც აღმოჩნდა. გამარჯვებული თასის პირველი მფლობელი გახდებოდა. რუმინელთა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და თასი ბუქარესტს გაემგზავრა.

ვინაიდან მაროკოს ნაკრები მომავალი წლიდან თავისი კონტინენტის ჩემპიონატში გადაერთვებოდა, იმ წელს პირველი დივიზიონი არავის დაუტოვებია. აფრიკელთა მიერ განთავისუფლებული ადგილი კი მეორე დივიზიონის გამარჯვებულმა, რუსეთის ნაკრებმა შეავსო.

2000
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი რუმინეთის დროშა 25-6* 23-20 39-10 33-3* 10-18 4 0 1 120-39 (130-57) 8 (8)
ესპანეთი 6-25 ესპანეთის დროშა 36-32* 33-8* 19-21 15-19 2 0 3 64-86 (109-105) 4 (4)
საქართველო 20-23* 32-36 საქართველოს დროშა 41-6* 32-30 20-10 3 0 2 125-65 (145-105) 4 (6)
ჰოლანდია 10-39* 5-33 6-41 ნიდერლანდების დროშა 13-11* 15-44 1 0 4 37-124 (52-168) 2 (2)
პორტუგალია 3-33 21-19* 30-32* 11-13 პორტუგალიის დროშა 9-3* 2 0 3 65-97 (74-100) 2 (4)
მაროკო 18-10* 19-15* 10-20 44-15* 3-9 მაროკოს დროშა 3 0 2 94-69 6

ევროპის ერთა თასის მეორე გათამაშება - 2001

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თასის მეორე გათმაშებამ აჩვენა რომ, თასის ძირითდი მაძიებლები რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები არიან. თუმცა ქართველებს რუსების სახით, ძველი და მეტად პრინციპული მეტოქე გამოუჩნდათ. საბჭოთა ხანაში მეზობლები მხოლოდ საკლუბო დონეზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი ნაკრებების ჯერი დადგა. ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრა იყო და კრასნოდარში ქართველებმა რევანში აიღეს სოპოტში დამარცხებისათვის. ტურნირის ცენტრალური მატჩი კი შარშანდელივით მისი ბოლო შეხვედრა გამოდგა. მეტოქეებიც კვლავ იგივენი იყვნენ, ოღონდ ამჯერად ბრძოლა ბუქარესტში გაიმართა. ბორჯღალოსნებმა კარპატელებსაც აუღეს რევანში და თასი თბილისში ჩამოიტანეს.

ფირა-აერ-მა მსოფლიოს თასის გათმაშების გამო თავისი ჩემპიონატი ამ თასის ევროპული ზონის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციოდ გამოიყენა და ამ კლასიფიკაციას ორწლიანი ციკლით ადგენდა. ამიტომაც ამ წელს მეორე დივიზინის გამარჯვებულს (უკრაინა) მომავალ წელს პირველში თამაშის უფლება არ მისცა. თავისთავად არც პირველი დივიზიონი დაუტოვებია მის აუტსაიდერს — ჰოლანდიის ნაკრებს.

2001
გუნდები 1 2 3 4 5 6
საქართველო საქართველოს დროშა 31-20 25-23 43-10* 36-12* 32-3 5 0 0 167-68 10
რუმინეთი 20-31* რუმინეთის დროშა 42-13* 27-12 47-0 52-15* 4 0 1 188-71 8
რუსეთი 23-25* 13-42 რუსეთის დროშა 30-29 45-27* 41-20 3 0 2 152-143 6
ესპანეთი 10-43 12-27* 29-30* ესპანეთის დროშა 31-15* 36-13 2 0 3 118-128 4
პორტუგალია 12-36 0-47* 27-45 15-31 პორტუგალიის დროშა 23-6* 1 0 4 77-165 2
ჰოლანდია 3-32* 15-52 20-41* 13-36* 6-23 ნიდერლანდების დროშა 0 0 5 57-184 0

ევროპის ერთა თასის მესამე გათამაშება - 2002

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტურნირს მსოფლიოს თასის შესარჩვი ტურნირის საკვალიფიკაციო დატვირთვაც ჰქონდა და გუნდები ცდილობდნენ უფრო მოხერხებული და თავისთვის სასურველი მეტოქე და კალენდარი დაებევებინათ შესარჩევი ტურნირისათვის. კვალიფიკაცია კი წინა, 2001 წლის და ამ ჩემპიონატის ქულათა ჯამით დგებოდა. ქართველები ძირითდად ამ უკანსაკნელზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა რაღა თქმა უნდა არც ერთა თასზე ამბობდნენ უარს. გადამწყვეტი მატჩი კვლავ უკვე ტრადიციული მეტოქეებს შორის გაიმართა. თბილისში ამჯერადაც რუმინელებმა იმარჯვეს და თასი კვლავ დაიბრუნეს. ქართველები მეორე ადგილზე დარჩნენ. ამ მატჩში პირველად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც ქართული რაგბის მეოხთა ლიგამ დააწესა რუმინეთ - საქართველოს საცილოდ და რომელიც ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი ჯაფარიძემ შექმნა.

2002
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი რუმინეთის დროშა 31-23 27-22 44-17* 34-12* 49-3 5 0 0 185-77 28
საქართველო 23-31* საქართველოს დროშა 12-12* 27-23 34-18 88-0* 3 1 1 184-84 27
რუსეთი 22-27* 12-12 რუსეთის დროშა 38-13 35-25* 73-10* 3 1 1 180-87 23
ესპანეთი 12-34 18-34* 25-35 ესპანეთის დროშა 10-13 63-3* 1 0 4 128-119 16
პორტუგალია 17-44 23-27* 13-38* 13-10* პორტუგალიის დროშა 27-11 2 0 3 93-130 16
ჰოლანდია 3-49* 0-88 10-73 11-27* 3-63 ნიდერლანდების დროშა 0 0 5 27-300 10

ევროპის ერთა თასის მეოთხე გათამაშება - 2003/04

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნირს ახალი ჩემპიონი გამოუჩნდა. ეს პორტუგალიის ნაკრები იყო. ბოლო წლებში პორტუგალიელებმა საკმაოდ მოუმატეს, თუმცა იყო ისეთი გარემოებებიც, რომელებმაც ხელი შეუწყვეს ლათინთა გაჩემპიონებას. ჯერ იყო და რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებები ამ ტურნირს მსოფლიო თასისათვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავდნენ. მსოფლიო თასის დამთავრების მერე თაობათა ცვლა დაიწყო საქართველოს ნაკრებში, რომელმაც პირველად ვერ მიიღო მონაწილეობა უშუალოდ თასისათვის ბრძოლაში. რუმინელებმა პირველ წრეში სათანადოდ ვერ შეაფასეს პორტუგალიელები და პირველად დამარცხდნენ ლისაბონში. კარპატელებს კიდევ შეეძლოთ თასის შენარჩუნება, მაგრამ ასევე მოულოდნელად დამარცხდნენ რუსეთთან, რამაც გადაწყვიტა კიდეც თასის ბედი პორტუგალიელთა სასარგებლოდ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტურნირი პირველად ჩატარდა ორწლიანი ციკლით, თუმცა პირველი წრის ბოლო ტურისათვის ამის შესახებ არ იცოდა არავინ: არც გუნდებმა, არც ჟურნალისტებმა და რაღა თქმა უნდა არც გულშემატკივრებმა.

2003/04
გუნდები 1 2 3 4 5 6
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 16-15 34-30 43-10 19-18 35-16* 9 0 1 245-180 28
რუმინეთი 36-6 რუმინეთის დროშა 25-18 55-11 23-12 50-10 8 0 2 320-123 26
საქართველო 14-19 6-19 საქართველოს დროშა 23-7 9-3 34-3 5 1 4 193-148 21
რუსეთი 14-25 33-24 17-23 რუსეთის დროშა 7-11 36-6 4 0 6 198-175 18
ჩეხეთი 8-13 5-42 15-30 27-13 ჩეხეთის დროშა 16-6 3 0 7 139-263 16
ესპანეთი 19-35 6-31 6-6 38-40 19-52 ესპანეთის დროშა 0 1 9 129-335 11

ევროპის ერთა თასის მეხუთე გათამაშება - 2005/06

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ტურნირიც მსოფლიოს 2007 წლის თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად განიხილებოდა. ირბ-ს მრავალსაფეხურიანი შესარჩევი ტურნირების სისტემა საკმაო ფორას აძლევდა მაღალ ადგილებზე განლაგებულ გუნდებს. აქვე თუ გავითვალისწინებთ ირბ-ში გამეფებულ ,,უფროსთა და ნათესავთა” ფარული (მსაჯის ხელშეწყობით) დახმარების წესს, ქართველთათვის ეგებ ის მეორე ადგილიც ჯობდა პირველს, თუმცა ბორჯღალოსნებს ცდა არ დაუკლიათ თასის დასაუფლებლად. ცენტრალური მატჩი ამჯერადაც ქართველთა და რუმინელთა შეხვედრა აღმოჩნდა ბუქარესტში. მასპინძლებმა იგი მოიგეს და თასი კვლავ ბუქარესტში დააბრუნეს, ქართველებმა კი მეორე ადგილთან ერთად მსოფლიო თასის შესარჩევი თამაშების კარგი განრიგი მიიღეს და შემდგომში იგი გამოიყენეს კიდეც.

2005/06
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი რუმინეთის დროშა 35-20 27-3 33-10 50-3 97-0 8 0 2 389-95 26
საქართველო 20-13 საქართველოს დროშა 40-0 46-19 75-10 65-0 8 0 2 353-125 26
პორტუგალია 10-14 18-14 პორტუგალიის დროშა 19-19 19-13 36-6 6 1 3 193-173 23
რუსეთი 25-24 15-27 16-18 რუსეთის დროშა 52-12 72-0 4 1 5 290-202 19
ჩეხეთი 14-38 3-24 10-18 11-7 ჩეხეთის დროშა 42-5 3 0 7 164-296 16
უკრაინა 0-58 12-32 14-52 12-55 8-46 უკრაინის დროშა 0 0 10 57-555 10

ევროპის ერთა თასის მეექვსე გათამაშება - 2007/08

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტურნირმა თასის ახალი მოცილე დაასახელა. ეს რუსეთის ნაკრები იყო. რუსებმა ორივე მატჩი მოუგეს ყველას საქართველოს გარდა. ქართველთა ყოფილმა დამრიგებელმა, კლოდ სორელმა, სულ სხვანაირად აათამაშა რუსები და შედეგიც საკადრისი მიიღო. სუსტად გამოვიდნენ რუმინელები. განსაკუთრებით მეორე წრეში, როცა უარი თქვეს ლეგიონერებზე და ახალი გუნდის შენებას შეუდგნენ. ახალი მწვრთნელით შეხვდა მეორე წრეს საქართველოს ნაკრებიც. ავსტრალიელი თიმ ლეინი ხელხვავიანი გამოდგა. მან სულ ექვს მატჩში უხელმძღვანელა ბორჯღალოსნებს და ორი თასი მოიგო. პირველი, ანთიმოზ ივერიელის თასი, თბილისში რუმინელთა ძლევის, ხოლო მეორე, ევროპის ერთა თასი, კრასნოიარსკში, თოვლიან მოედანზე რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ იქნა მოპოვებული. ამავდროულად ლეინი და მისი თანაშემწეები, ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე გეგმაზომიერად აძლევდნენ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას. ასე რომ, საფრანგეთის მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა წარმატებით გააგრძელა და მეორედ დაეუფლა ევროპის ერთა თასს.

2007/2008
გუნდები 1 2 3 4 5 6
საქართველო საქართველოს დროშა 31-12 22-7 22-20 31-3 98-3 9 0 1 292-114 18
რუსეთი 12-18 რუსეთის დროშა 12-8 41-16 41-26 62-6 8 0 2 312-147 16
რუმინეთი 17-20 12-22 რუმინეთის დროშა 50-14 21-15 76-7 6 0 4 277-144 12
ესპანეთი 31-17 14-39 11-17 ესპანეთის დროშა 21-17 46-0 4 0 6 233-240 8
პორტუგალია 6-11 13-21 15-21 21-18 პორტუგალიის დროშა 42-6 3 0 7 174-196 6
ჩეხეთი 3-22 3-49 13-46 15-42 18-21 ჩეხეთის დროშა 0 0 10 59-506 0

ევროპის ერთა თასის მეშვიდე გათამაშება - 2009

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქართველი მორაგბეები გამარჯვებას ზეიმობენ
2009
გუნდები 1 2 3 4 5 6
საქართველო საქართველოს დროშა 29-21 20-20 28-23 55-11 38-5 4 1 0 170-80 14
რუსეთი 21-29 რუსეთის დროშა 18-14 28-19 42-15 53-0 4 0 1 162-77 13
პორტუგალია 20-20 14-18 პორტუგალიის დროშა 22-21 24-19 44-6 3 1 1 124-84 12
რუმინეთი 23-28 19-28 21-22 რუმინეთის დროშა 19-10 22-0 2 0 3 104-88 9
ესპანეთი 11-55 15-42 19-24 10-19 ესპანეთის დროშა 22-11 1 0 4 77-151 7
გერმანია 5-38 0-53 6-44 0-22 11-22 გერმანიის დროშა 0 0 5 22-179 5

ევროპის ერთა თასის მერვე გათამაშება - 2010

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2010
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი რუმინეთის დროშა 22-10 21-21 20-9 48-3 67-5 4 1 0 178-48 14
საქართველო 10-22 საქართველოს დროშა 36-8 16-10 17-9 77-3 4 0 1 156-52 13
რუსეთი 21-21 8-36 რუსეთის დროშა 14-10 38-20 48-11 3 1 1 129-98 12
პორტუგალია 9-20 10-16 10-14 პორტუგალიის დროშა 33-15 69-0 2 0 3 131-65 9
ესპანეთი 3-48 9-17 20-38 15-33 ესპანეთის დროშა 21-17 1 0 4 68-153 7
გერმანია 5-67 3-77 11-48 0-69 17-21 გერმანიის დროშა 0 0 5 36-282 5

ევროპის ერთა თასის მეცხრე გათამაშება - 2011

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2011
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო საქართველოს დროშა 18-11 13-12 15-9 60-0 62-3 5 0 0 168-35 2 22
რუმინეთი 11-18 რუმინეთის დროშა 17-24 33-3 64-8 41-16 3 0 2 166-69 4 16
პორტუგალია 12-13 24-17 პორტუგალიის დროშა 21-19 10-25 46-24 3 0 2 113-98 1 13
რუსეთი 9-15 3-33 19-21 რუსეთის დროშა 28-24 41-5 2 0 3 100-98 3 11
ესპანეთი 0-60 8-64 25-10 24-28 ესპანეთის დროშა 35-13 2 0 3 92-175 2 10
უკრაინა 3-62 16-41 24-46 5-41 13-35 უკრაინის დროშა 0 0 5 61-225 0 0

ევროპის ერთა თასის მეათე გათამაშება - 2012

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2012
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო საქართველოს დროშა 19-13 18-25 46-0 32-7 33-3 4 0 1 148-48 4 20
რუმინეთი 13-19 რუმინეთის დროშა 12-13 25-0 15-7 71-0 3 0 2 136-39 4 16
ესპანეთი 25-18 13-12 ესპანეთის დროშა 37-41 17-23 41-6 3 0 2 133-100 3 15
რუსეთი 0-46 0-25 41-37 რუსეთის დროშა 33-32 38-19 3 0 2 112-159 1 13
პორტუგალია 7-32 7-15 23-17 32-33 პორტუგალიის დროშა 33-35 1 0 4 102-132 3 7
უკრაინა 3-33 0-71 6-41 19-38 35-33 უკრაინის დროშა 1 0 4 63-216 1 5

ევროპის ერთა თასის მეთერთმეტე გათამაშება - 2013

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2013
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო საქართველოს დროშა 9-9 23-9 25-12 17-13 61-18 4 1 0 135-61 1 19
რუმინეთი 9-9 რუმინეთის დროშა 29-14 19-13 32-14 25-15 4 1 0 114-65 1 19
რუსეთი 9-23 14-29 რუსეთის დროშა 31-23 43-32 13-9 3 0 2 110-116 2 14
პორტუგალია 12-25 13-19 23-31 პორტუგალიის დროშა 18-12 9-9 1 1 3 75-96 1 7
ბელგია 13-17 14-32 32-43 12-18 ბელგიის დროშა 21-21 0 1 4 92-131 3 5
ესპანეთი 18-61 15-25 9-13 9-9 21-21 ესპანეთის დროშა 0 2 3 72-129 1 5

ევროპის ერთა თასის მეთორმეტე გათამაშება - 2014

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო საქართველოს დროშა 22-9 36-10 24-17 34-9 35-0 5 0 0 151-45 2 22
რუმინეთი 9-22 რუმინეთის დროშა 34-3 32-6 24-0 29-10 4 0 1 128-41 3 19
რუსეთი 10-36 3-34 რუსეთის დროშა 28-25 34-18 34-20 3 0 2 109-133 2 14
ესპანეთი 17-24 6-32 25-28 ესპანეთის დროშა 28-24 11-6 2 0 3 87-114 2 10
პორტუგალია 9-34 0-24 18-34 24-28 პორტუგალიის დროშა 19-6 1 0 4 70-126 1 5
ბელგია 0-35 10-29 20-34 6-11 6-19 ბელგიის დროშა 0 0 5 42-128 1 1

ევროპის ერთა თასის მეცამეტე გათამაშება - 2015

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2015
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო საქართველოს დროშა 15-6 26-13 33-0 20-15 64-8 5 0 0 158-42 1 21
რუმინეთი 6-15 რუმინეთის დროშა 29-8 13-16 37-10 17-12 3 0 2 102-61 3 15
ესპანეთი 13-26 8-29 ესპანეთის დროშა 43-20 19-8 48-16 3 0 2 131-99 2 14
რუსეთი 0-33 16-13 20-43 რუსეთის დროშა 21-8 46-22 3 0 2 103-119 1 13
პორტუგალია 15-20 10-37 8-19 8-21 პორტუგალიის დროშა 11-3 1 0 4 52-100 1 5
გერმანია 8-64 12-17 16-48 22-46 3-11 გერმანიის დროშა 0 0 5 61-186 1 1


საქართველოს ნაკრები ერთა თასზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ნაკრები მონაწილეობდა ევროპის ერთა თასის ყველა, თოთხმეტივე გათამაშების უმაღლეს დივიზიონში. ბორჯღალოსნების მონაგარი ამ ხნის მანძილზე არის ცხრა - პირველი, ოთხი - მეორე და ერთი მესამე ადგილი. სულ ქართველებმა ევროპის ერთა თასზე ჩაატარეს 80 შეხვედრა, საიდანაც მოიგეს 64, ფრედ დაამთავრეს 4 და წააგეს 12 მატჩი. სათამაშო ქულების შეფარდებაა 2420-1007, ლელოების 302-79.

საქართველოს ნაკრების შედეგები ცალკეულ მეტოქეებთან ასე გამოიყურება:

საქართველო და მეტოქეები
მეტოქე თამაში მოგება ფ რ ე წაგება ბურთები ლელოები
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
16 9 1 6 291-283 23-25
პორტუგალიის დროშა
პორტუგალია
16 12 1 3 395-230 47-13
რუსეთის დროშა
რუსეთი
15 14 1 0 408-203 48-11
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
14 10 1 3 449-217 63-23
ჩეხეთის დროშა
ჩეხეთი
6 6 0 0 272-41 40-2
უკრაინის დროშა
უკრაინა
4 4 0 0 192-18 30-0
ნიდერლანდების დროშა
ნიდერლანდები
3 3 0 0 161-9 25-0
გერმანიის დროშა
გერმანია
3 3 0 0 179-16 16-2
ბელგიის დროშა
ბელგია
2 2 0 0 52-13 8-1
მაროკოს დროშა
მაროკო
1 1 0 0 20-10 2-2

გუნდს ამ წლებში ხელმძღვანელობდნენ: კლოდ სორელი - 2000-2003 წლები, მალხაზი ჭეიშვილი (ასისტენტები - პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი) - 2004-2007, თიმ ლეინი (ასისტენტები - ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე, შემდეგ - ჯონინ გაუამო და დამიენ ქამინსი) - 2008-2010, რიჩი დიქსონი - 2011 და მილტონ ჰეიგი - 2012-დან.

საქართველოს ღირსებას ამ ტურნირებში იცავდა სულ 97 მორაგბე. შვიდივე ტურნირში მიიღეს მონაწილეობა ი. აბუსერიძემ, ა. გიორგაძემ, ი. ზედგინიძემ, გ. ლაბაძემ, მ. ურჯუკაშვილმა და გ. შველიძემ. ყველა ზემოთჩამოთვლილი მორაგბე ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელია. ორ-ორჯერ ფლობდნენ ევროპის თასს ო. ბარკალაია, დ. ბასილაია, დ. ბოლღშვილი, ი. გიორგაძე, მ. გორგოძე, ლ. დათუნაშვილი, ვ. დიდებულიძე, თ. ზიბზიბაძე, დ. ზირაქაშვილი, ს. თოდუა, დ. კაჭარავა, მ. კვირიკაშვილი, ლ. მალაღურაძე, ი. მაჩხანელი, ზ. მჭედლიშვილი, ნ. ნატრიაშვილი, ბ. სამხარაძე, ბ. უდესეიანი, რ. ურუშაძე, კ. უჩავა, ა. ფეიქრიშვილი, დ. ქუბრიაშვილი, გ. შკინინი, გ. ჩხაიძე, ი. ჩხიკვაძე, ზ. ხამაშურიძე, დ. ხინჩგიშვილი, ლ. ჯაველიძე და პ. ჯიმშელაძე.

მორაგბეების ინდივიდუალური მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 43 მატჩი - ირაკლი აბუსერიძე, 42 მატჩი - ილია ზედგინიძე, 37 - თედო ზიბზიბაძე, 34 - მალხაზ ურჯუკაშვილი, 33 - გოდერძი შველიძე, 32 - აქვსენტი გიორგაძე, 31 - გია ლაბაძე, 29 - პავლე ჯიმშლიძე, 27 - ბესიკ ხამაშურიძე, 26 - ბიძინა სამხარაძე, 25 - ირაკლი გიორგაძე, ბესო უდესიანი, გიორგი ჩხაიძე, 24 - მერაბ კვირიკაშვილი, 23 - ვიქტორ დიდებულიძე, მამუკა გორგოძე, ირაკლი მაჩხანელი, 22 - რატი ურუშაძე, 21 - ზურაბ მჭედლიშვილი, ოთარ ბარკალაია, ლევან დათუნაშვილი, დავით კაჭარავა, 20 - დავით ბოლღაშვილი, ვასილ კაცაძე, 18 - ბადრი ხეხელაშვილი, ვანო ნადირაძე, 17 - დავით ხინჩაგიშვილი, 16 - მევლუდ მთიულიშვილი, ლაშა მალაღურაძე, 15 - გიორგი შკინინი, დავით დადუნაშვილი, 14 - ლევან ცაბაძე, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ზირაქაშვილი, 13 - ტარიელ რატიანიძე, 12 - ზვიად მაისურაძე, დავით ქუბრიაშვილი, 11 - კახა ალანია, ავთანდილ კოპალიანი, 10 - მამუკა მაგრაქველიძე, კახა უჩავა, ირაკლი ჩხიკვაძე, 9 - ნონო ანდღულაძე, მიხეილ სუჯაშვილი, დავით ბასილაია, 8 - გიორგი ელიზბარაშვილი, გრეგორ იაშვილი, ილია მაისურაძე, რეზო გიგაური, ვასილ აბაშიძე, გიორგი კუთრაშვილი, გიორგი ნემსაძე, 7 - სოსო ნიკოლაენკო, ლექსო გუგავა, ლევან ჯაველიძე, შოთა მოდებაძე, 6 - შალვა სუთიაშვილი, ლაშა ფირფილაშვილი, დავით გასვიანი, ანტონ ფეიქრიშვილი, 5 - ბუბა კვინიხიძე, თემურ სოხაძე, გიორგი ბუგიანაშვილი, ელგუჯა იოვაძე, სანდრო ესაკია, სანდრო თოდუა, 4 - ირაკლი გუნდიშვილი, შალვა პაპაშვილი, გიორგი კაჭარავა, სანდრო მაისურაძე, ოთარ ელოშვილი, სანდრო თოდუა, ლაშა თავართქილაძე, 3 - რევაზ ბელქანია, დავით ვართანიანი, ნიკა იურინი, დავით კიკნაძე, არჩილ ქავთარაშვილი, 2 - ირაკლი ყიასაშვილი, იოსებ პარწიკანაშვილი, დავით ჟღენტი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, შოთა მელიქიძე, გიორგი ჟღენტი, სანდრო მჭედლიშვილი, დავით აშვეთია, ჯაბა ბრეგვაძე, 1 - ვახტანგ ახვლედიანი, დავით ბარამიძე, დავით გურგენიძე, ზვიად მათიაშვილი, ირაკლი მოდებაძე, გიორგი მჭედლიშვილი, სანდრო ნიჟარაძე, დენის პინჩუკოვი, ლევან ღვაბერიძე, დავით ჩიჩუა, შავლეგ ჯანელიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლუკა ხაჩირიშვილი.

1981 ქულა გუნდს შესძინეს: 227 - ჯიმშელაძე, 155 - ურჯუკაშვული, 124 - კვირიკაშვილი, 90 - გორგოძე, 70 - ზედგინიძე, 65 - მაჩხანელი, 60 - ზიბზიბაძე, 55 - მალაღურაძე, 50 - ა. გიორგაძე, 40 - ხამაშურიძე, 39 - ბარკალაია, 35 - ლაბაძე, 34 - კვინიხიძე, 30 - კაცაძე, უდესიანი, შველიძე, ცაბაძე, დ. კაჭარავა, დადუნაშვილი, აბუსერიძე, 25 - ურუშაძე, ხეხელაშვილი, ჩხაიძე, უდესიანი, 20 - ბოლღაშვილი, ჩხიკვაძე, 16 - კიკნაძე, 15 - ზ. მჭედლიშვილი, ზ. მაისურაძე, ქავთარაშვილი, შკინინი, ზირაქაშვილი, სამხარაძე, ნატრიაშვილი, 13 - ი. გიორგაძე, 10 - აბაშიძე, შ. მოდებაძე, დიდებულიძე, დათუნაშვილი, ელოშვილი, იაშვილი, ნემსაძე, 5 - ბასილაია, გიგაური, გუნდიშვილი, გუგავა, თავართქილაძე, ი. მაისურაძე, ნადირაძე, კოპალიანი, ნიკოლაენკო, ღვაბერიძე, ხინჩაგიშვილი, 4 - იურინი, ყაისაშვილი, 2 - სოხაძე, ელიზბარაშვილი.

გარდა ევროპის ერთა თასისა საქართველოს ნაკრები 90-იან წლებში ოთხჯერ მონაწილეობდა ფირა-ს ჩემპიონატებში. ამ ჩემპიონატებში საქართველოს ნაკრებმა ორჯერ დაიკავა I ადგილი (1993/94 - III ჯგუფი და 1994/95 - III ჯგუფი), ერთხელ - II ადგილი (1995/96 - II ჯგუფი) და ერთხელ IV ადგილი (1996/97 - I ჯგუფი). სულ გუნდმა ჩაატარა 11 მატჩი. საქართველოს მეტოქეები იყვნენ: ლუქსემბურგი (10-10), შვეიცარია (22-21), ბულგარეთი (70-8), მოლდოვა (47-5), გერმანია (14-3), ნიდერლანდები (3-55), ჩეხეთი (20-3 და 18-14), რუსეთი (29-20), პორტუგალია (17-21) და პოლონეთი (23-29). ამრიგად გუნდმა მოიგო 7, ფრედ დაამთავრა 1 და წააგო 3 შეხვედრა. სათამაშო ქულების შეფარდება: 273-189 (ლელოები: 33-29).

ამ ტურნირებში გუნდს ხელმძღვანელობდნენ თემურ ბენდიაშვილი (1 მატჩი), დუგლას კავთელაშვილი (3 მატჩი) და გურამ მოდებაძე (7 მატჩი). გუნდის ღირსებას იცავდა 50 მორაგბე: დიმა ობოლაძე (11 მატჩი/10 ქულა), კახა მაჩიტიძე (9/52), ნიკა იურინი (8/29), ლევან ჩიქვინიძე (8/2), ირაკლი ჩიქავა (8/5), არჩილ ქავთრაშვილი (7/30), კახა ალანია (7), შოთა მოდებაძე (6/24), პავლე ჯიმშელაძე (6/25), ლევან ცაბაძე (6), ზვიად ლიპარტელიანი (5), ზაზა ლეჟავა (5), ზაზა ხუციშვილი (5), ალეკო ღიბრაძე (5), მევლუდ მთიულიშვილი (5), აკაკი მაჭუტაძე (5/5), ელგუჯა იოვაძე (5/15), გელა ფირცხალავა (5/5), პაატა ძოწენიძე (4), ვანო ნადირაძე (4/10), ნუგზარ მგელაძე (4), გია ლაბაძე (4), კახა კობახიძე (4), გია გიუნაშვილი (4), ემზარ ძაგნიძე (4/8), ზურაბ რეხვიაშვილი (3), თამაზ ხუადე (3), იოსებ პარწიკანაშვილი (3), ნუგზარ ძაგნიძე (3/18), რეზო ჯაფარაშვილი (3), ვიქტორ დიდებულიძე (3/10), ვახტანგ ცქიტიშვილი (3), გიორგი ბუგიანაშვილი (3), ზურაბ მჭედლიშვილი (2), პაატა ტყაბლაძე (2), თენგიზ ტურძელაძე (2), ბესო ტეფნაძე (2), სპირიდონ ლიპარტელიანი (2/10), შავლეგ ჯანელიძე (2), გია რაფავა (2), გიორგი კახიანი (2), თამაზ ფხაკაძე (2), მერაბ ბესელია (2), გუგა ბაბუნაშვილი (2), დემირ ძნელაძე (1), მალხაზ ჭეიშვილი (1), დავით ვართანიანი (1), რატი ურუშაძე (1), ბადრი შვანგირაძე (1), ემზარ შანიძე (1), სანდრო საკანდელიძე (1), მერაბ მარჯანიშვილი (1), ვასილ კაცაძე (1/5), ირაკლი ლეჟავა (1), სანდრო ჩხენკელი (1), დავით ჩავლეიშვილი (1/5), გიორგი ბერიაშვილი (1), ნონო ანდღულაძე (1/5), აქვსენტი გიორგაძე (1).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 დაქვეითება და ასვლა გამოითვლება ორწლიანი სისტემით