Kenyanthropus platyops
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|Kenyanthropus platyops}} |
კენიანტროპ პლატიოფსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენიაში ჩატარებული ნამარხის აღმოჩენის შედეგად დგინდება, რომ ადამიანი 6 მილიონი წლის წინათ წარმოიშვა. მეცნიერი მივ ლიკის ახალმა აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა კაცობრიობის ბუნდოვან შორეულ წარსულს. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა დაზიანებულია, მაინც შეგვიძლია, რომ ამოვიცნოთ ადამიანის ადრეული წინაპარი. მკვლევარები მას კენიანტროპს ეძახიან. კენიაში მდებარე ტურკანის ტბის დასავლეთ სანაპიროზე, გუნდმა, მივ ლიკის მეთაურობითა და National Geographic-ის საზოგადოების მხარდაჭერით, აღმოაჩინა 3,5 მილიონი წლის წინანდელი კენიანტროპუს პლატიოფსის ნამარხები, რომელიც, სავარაუდოდ, ადამიანის ადრეული წინაპრის სრულიად ახალი გვარი და სახეობაა. ამ სახეობაში ყველაზე გასაოცარი მისი გარეგნობაა. ის ძალიან ჰგავს 1970 წელს ტუკანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილ თავის ქალას (რომელიც ცნობილია თავისი საკატალოგო ნომრით KNM-ER 1470). მას ჰქონდა ძალიან პატარა ზომის ტვინი (ადამიანი 1470).
ახალი კვლევების თანახმად დგინდება, რომ კენიანტროფს აქვს შერეული, თანამედროვე და პრიმიტიული ადამიანის ნიშნები, მაგ: მისი პატარა ზომის სასმენი მილი უფრო მეტად ჰგავს შიმპანზისას და ძალიან პრიმიტიული ადამიანებისას, რომლებიც აღმოსავლეთ აფრიკაში 4 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ (ავსტრალოპითეკ ანამნესისი და ადრიპითეკუს რამიდუსი) სინამდვილეში ზოგიერთი პარამეტრით კენიანტროპი ბევრად პრიმიტიულია ვიდრე „ლუსი“. ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის ევოლუციის საწყის ეტაპზევე ადამიანის სახის მრავალი ფორმა არსებობდა და არ ჩამოყალიბდა ევოლუციური განვითარების გზაზე.
გამოკვლევებით ივარაუდება, რომ აღმოსავლეთ აფრიკა, რომელიც ცნობილია, როგორც ავსტრალოპითეკი აფარენსისით დასახლებული ადგილი (ერთ-ერთი ნამარხი „ლუსი“ მისი წარმომადგენელია), ასევე დასახლებული იყო სულ ცოტა ორი სახეობის ჰომინიდით მაინც, რომელიც თანამედროვე ადამიანის წინამორბედი იყო. „როგორც ჩანს, ჩვენი წარსულიც ისეთივეა, როგორიც სხვა ყველა ძუძუმწოვრისა“ — აცხადებს კენიის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგიის დეპარტამენტის მეთაური მივ ლიკი. ნამარხების კვლევები მიგვითითებს კვებაზე ორიენტირებული ადაპტაციისკენ, რომელშიც ჰომინიდის სახეობები განვითარდნენ, რათა სხვადასხვა კვების წყაროებით ესარგებლათ.
ორი განსხვავებული სახეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენიანტროფუს პლატიოფის თავის ქალა აღმოაჩინა ჯუსტუს ერუსმა 1999 წელს. თავის ქალის აღმოჩენის შემდეგ, გუნდის წევრი ქრისტოფერ კირი დეტალურად მუშაობს, რათა აღადგინოს გვარი და სახეობა, რომელიც ხასიათდება მცირე მოლური კბილებითა და მაღალი, ბრტყელი სახით. „პლატიოფსი“ ნიშნავს ბრტყელ სახეს — განაცხადა ლიკიმ. ეს ფიზიკური დახასიათება მეტად განსხვავებულია ავსტრალოპითეკი აფარენსისგან. ლუსისა და მის შთამომავლობას ჰქონდათ ამობურცული სახე და დიდი კბილები. „სახის მოყვანილობა ცხადად განასხვავებს მას ავსტრალოპითეკი აფარენსისისგან და შემდგომი სახეობებისგან“ — აცხადებს ლიკი. მეცნიერების თქმით, ორივე სახეობის კბილების ფორმა და ზომა არის მაჩვენებელი მათი კვების რაციონისა და იმის, თუ როგორ ღეჭავდნენ ისინი საკვებს. სახის არქიტექტურა მართლაც დამოკიდებულია მათ კვებაზე და იმაზე, თუ როგორ მუშაობდნენ მათი ყბები. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეკოლოგიურ ნიშაში. კენიანტროპუს პლატიოფსის აღმოჩენამდე, მეცნიერების უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ ჰომინიდების ბრტყელი სახე არ განვითარებულა დაახლოებით ორი მილიონი წლის წინანდელ დრომდე.
ევოლუციის სახეცვლილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა ბუნდოვან ხაზებს აჩენს კაცობრიობის საგვარეულო ხეზე, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის ანთროპოლოგის, დენიელ ლიბერმენის, თქმით: „ეს ტენდენციის ნაწილია. ჩვენ უკეთესად ვიცნობთ ჩვენს წინაპრებს“. 1970-იანი წლებიდან ანთროპოლოგებმა გამოავლინეს მტკიცებულება, რომ თანამედროვე ადამიანები არ მიყვნენ ხაზოვან ევოლუციას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ერთი სახეობა ვითარდებოდა წინა სახეობიდან. არამედ, გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ რამდენიმე სახეობა არსებობდა, და ყოველი მათგანი ადაპტირდა სხვადასხვა გარემოში, შედეგად კი სხვადასხვაგვარი შთამომავლობა დატოვა.
ჰომინიდის მრავალი სახეობები აღმოჩენილია სხვადასხვა დროის პერიოდებში, ლუსის და მის შთამომავლობამდეც და მას შემდეგაც. მაგრამ ნამარხის ჩანაწერებმა აჩვენა მხოლოდ ერთი წინაპარი, დაახლოებით 3,5 მილიონი წლის წინათ, შუა პლიოცენის ხანაში მცხოვრები. კენიანთროპუს პლატიოფი გვეხმარება, რომ შევავსოთ იმ პერიოდის სრული სურათი. ის მიუთითებს, რომ მრავალი, სხვადასხვა გარეგნობის მქონე სახეობები თანაარსებობდნენ და ავსებდნენ სხვადასხვა ეკოლოგიურ ნიშებს. „ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი და რთული წარსული.“ — აცხადებს ლიკი — „და ჩვენ ვართ გადარჩენილი სახეობები. ჩვენი არსებობა არ არის დაცული. და როგორც ყველაფერი, ერთ დღესაც ჩვენც შეიძლება გადავშენდეთ“.
რა შეემთხვა ამ ჯიშს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამ-ნახევარი მილიონი წლის ა.აფერენსის ტიპის ჰუმანოიდებმა გამრავლების პიკს მიაღწიეს. მაგრამ, არსებობს მოსაზრება, რომ ა.აფერენსის ტიპის ჰუმანოიდები არ იყვნენ ჰუმანოიდების ერთადერთი სახეობა იმ პერიოდისათვის. 1999 წელს მეცნიერების ჯგუფმა, დასავლეთ ტურკანაში, კენიაში აღმაჩინეს თავის ქალა, რომლელიც 3,5 მილიონი წლის იყო მაგრამ რომელიც არ ჰგავდა ა.აფერენსს ვინაიდან ამ ქალას შედარებით ბრტყელი სახე ჰქონდა. თავის ქალის აღმომჩენებმა დაასკვნეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი სახეობა ანუ კენიანტროპ პლატიოფსი ანუ დამახინჯებული ა.აფერენსი.
2010 წელს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კენიაში აღმოჩენილ ქალას კვლევა და კვლევამ აჩვენა, რომ მართალია თავის ქალა დაზიანებულია, თავის ქალის ფორმა და კბილები თითქმის დაუზიანებელია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა კ. პლატიოფსის, ა.აფერენსის და სხვა ჰუმანოიდების ჯიშების ერთმანეთთან შედარება. კვლევამ აჩვენა, რომ კ. პლატიოფსი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვა ჰუმაოიდების ჯიშებისაგან. მთავარი განსხვავება მდოგმარეობდა ბრტყელ სახეში და წინ წამოწეულ ნაკვთებში. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კ. პლატიოფსი ჰუმანოიდების ცალკეულ, ყველა სხვა სახეობისაგან განსხვავებულ სახეობას განეკუთვნებოდა.
მაგრამ მაინც არსებობენ მეცნირები, რომლებისთვისაც ეს ფაქტები საკმარისი არ არის იმაში დასარწმუნებლად, რომ კ.პლატიოფსი ნამდვილად ჰუმანოიდია. მაგრამ მათ, ვისაც ეს სჯერა, მიაჩნიათ რომ ლაეტოლში, ტანზანიაში შემონახული ფეხის ანაბეჭდები სწორედ კენიანტროპ პლატიოფსს უნდა ეკუთვნოდეს (კ. პლატიოფსის ასაკიდან გამომდინარე). მაგრამ თოერია იმის შესახებ, რომ ფეხის ეს ანაბეჭდეი ა.აფერენსს ეკუთვნოდა უფრო პოპულარულია. კ. პლატიოფსის სტატუსის მიუხედავად, ანუ იმის მიუხედავად იყო თუ არა ის ჰუმანოიდი, არაერთი მტკიცბა არსებობს იმისა, რომ ჰუმანოიდის ერთზე მეტი სახეობა ცხოვრობდა აღმოსავლეთ აფრიკაში ლუსისთან ერთად. აპრილში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს 3,4 მილიონი წლის ფეხის ანაბეჭდი ეთიოპიაში. მაგრამ ჯერ კიდევ არავინ იცის ვის ეკუთვნის ეს ანაბეჭდი კ. პლატიოფსს თუ ა.აფერენსს.
ჩვენ დღემდე არ ვიცით ყველაფერი ჩვენი წინაპრების შესახებ მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ამ ყველაფრის შესწავლას. პალეანთროპოლოგები მუდმივად ახალ კვლევებზე მუშაობენ და ამისათვის იყენებნ სულ უფრო და უფრო ახალ თექნოლოგიებს, რათა შეავსონ ის ხარვეზები, რომლებიც ადამიანის ევოლუციას უკავშირდება.
არსებობს რამდენიმე კითხვა კენიანტროპუს პლატიოფსის შესახებ, რომლებზეც პასუხი დღემდე უცნობია და მათზე პასუხის გაცემა ალბათ მხოლოდ მომდევნო აღმოჩენების დროს იქნება შესაძლებელი.
1. რამხელა იყო კენიანტროპუს პლატიოფის სახის მოცულობა? იყო თუ არა განსხვავება მდედრის და მამრის მოცულობაში?
2. იყო თუ არა კენიანტროპუს პლატიოფი უფრო მჭიდროდ დაკავშირებული თანამედროვე ადამიანთან ვიდრე ავსტრალოპითეკის სახეობა ლუსი?
3. რა სქესის იყო KNM-WT 400 000, პატარა კბილებით შეიძლება ვივარაუდოთ რომ ის მდედრი იყო, მაგრამ თავის ქალაზე კარგად არის გამოსახული საღეჭი კუნთები, რომლებიც უფრო მამრებს ახასიათებდათ.
როგორ გადარჩნენ ისინი?
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმ დროისათვის რომდესაც კენიაში კენიანტროპუს პლატიოფი და ავსტრალოპითეკის სახეობა ლუსი ბინადრობდა, კენიანტროპუს პლატიოფის კბილების ზომა შედარებით მცირე იყო, ეს შეიძლება იმითი იყო გამოწვეული, რომ მათი კვების რაციონი განსხვავებული იყო, შესაბამისად ისინი ერთმანეთს კონკურენციას არ უწევდნენ საკვების მოპოვების დროს. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ორივე სახეობა იყო ბალახისმჭამელი.
გენეალოგიური ხე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]3-4 მილიონი წლის წინ, სანამ კენიანტროპუს პლატიოფსი აღმოაჩენდნენ, ადრეული სახეობის მხოლოდ ერთი ადამიანი იყო აღმოჩენილი აღმოსავლეთ აფრიკაში, ეს იყო ავსტრალოპითეკის სახეობა. კენიანტროპუს პლატიოფი გამოხატავს განსხვავებას ადრეული სახეობის ადამიანებს შორის რომლებიც იმ დროს ცხოვროდნენ. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ავსტრალოპითეკების ეს სახეობა ჰომო-ს წინაპარია, მაგრამ ბევრი მეცნიერი თვლის რომ კენიანტროფულს პლატიოფის ბრტყელი სახე, უფრო მჭიდრო კავშირშია ჰომო-ს სახეობასთან. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ საჭიროა ბევრად მეტის ცოდნა და ბერვად მეტი ინფორმაციის ქონა, სანამ ისინი შეძლებენ, რომ კენიანტროპუს პლატიოფსი მოათავსონ გენეალოგიურ ხეში. ის ერთადერთი თავის ქალა რომელიც აღმოჩენილი იქნა, იყო ძალიან დამახინჯებული სწორედ ამიტომ, მეცნიერები თვლიან რომ საჭიროა ბევრად მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კენიანტროპუს პლატიოფსი დღემდე ერთადერთი სახეობაა, რომელიც კენიანტროპების ჯგუფს ეკუთვნის.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.macroevolution.net/kenyanthropus-platyops.html
- http://www.becominghuman.org/node/kenyanthropis-platyops-essay დაარქივებული 2016-07-14 საიტზე Wayback Machine.
- http://humanorigins.si.edu/evidence/human-fossils/species/kenyanthropus-platyops
- http://thefactofcreation.blogspot.com/2012/08/kenyanthropus-platyops.html
- http://www.lewrockwell.com/orig/sardi3.html
- http://news.bbc.co.uk/2/hi/science/nature/1234006.stm