სპარტაკ ბაღაშვილი
სპარტაკ ბაღაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | სპარტაკ ბაღაშვილი |
დაბადების თარიღი |
7 დეკემბერი, 1914 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
1 თებერვალი, 1977 (62 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
სპარტაკ ლევანის ძე ბაღაშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1914, თბილისი — გ. 1 თებერვალი, 1977, იქვე) — ქართველი კინომსახიობი. სტალინური პრემიის ლაურეატი (1939). საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1963).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისელი მუშა-მოსამსახურის ოჯახში. მსახიობური ხელოვნება მისთვის უცხო არ იყო. მაგრამ თავდაპირველად სცენაზე არ უფიქრია — მან დაამთავრა სატყეო ტექნიკუმი. სტუდენტობისას იგი შემთხვევით ნახა ქუჩაში უხუცესმა ქართველმა რეჟისორმა ზაქარია ბერიაშვილმა, რომელიც მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა მიხეილ ჭიაურელის ფილმისათვის „არსენა“.
1944 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სკოლა. 1935 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი როლი იყო არსენა ოძელაშვილის გმირი მიხეილ ჭიაურელის ფილმში „არსენა“ (1937). მსახიობმა შექმნა ქართველი ხალხის საყვარელი გმირის დამაჯერებელი სახე. სხვა როლებია: გიორგი („დიადი განთიადი“, 1938), ვანო („ქაჯანა“, 1941), ლუარსაბ მეფე („გიორგი სააკაძე“, 1942), ერთდროულად სამი როლი — მეწისქვილე ესტატე, გამზრდელი და ვაჟა-ფშაველა („აკაკის აკვანი“, 1963), ხევისბერი გოჩა („ხევისბერი გოჩა“, 1965), ლუკაია („მე ვხედავ მზეს“, 1965), ჯანყვათი („ცისკრის ზარები“, 1967), ღვთისია („ვედრება“, 1967), ქალუნდაური („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969). გადაიღეს კიევის კინოსტუდიის ფილმში „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (მალფარი, 1964), ტაჯიკეთის კინოსტუდიის ფილმში „ნოსო“ (ბაბაკალონი, 1966) და სხვა.
სპარტაკ ბაღაშვილი გარდაიცვალა 1977 წლის 1 თებერვალს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1937: „არსენა“ (არსენა) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1938: „დიადი განთიადი“ (გიორგი ღუდუშაური) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1940: „კოლხეთის ჩირაღდნები“ (ტარასი) რეჟ. დავით რონდელი
- 1941: „ქაჯანა“ (ვანო — სოფლის მასწავლებელი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1943: „გიორგი სააკაძე“ (ლუარსაბ მეორე) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1947: „აკაკის აკვანი“ (ესტატე — მეწისქვილე, ვაჟა-ფშაველა, გამზრდელი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1963: „თეთრი ქარავანი“ (მარტია) რეჟისორები ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა
- 1964: „ხევისბერი გოჩა“ (ხევისბერი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1965: „მე ვხედავ მზეს“ (ლუკაია) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1967: „ვედრება“ (ხვთისია) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1967: „ცისკრის ზარები“ (ჯანყვათი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1970: „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1970: „წყალდიდობა“ რეჟ. თენგიზ გოშაძე
- 1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (ქალუნდაური) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
- 1971: „გათენების წინ“ (თავადი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1973: „მთვარის მოტაცება“ (მებორნე) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1974: „ანარეკლი“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1975: „კოლხური ბალადა“ რეჟ. გენო ხოჯავა
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1938 : შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1939 : I ხარისხის სტალინური პრემია (ფილმებისთვის „არსენა“ და „დიადი განთიადი“
- 1950 : შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1963 : საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მგალობლიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 246.
- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 376.
- Рондели Л., Спартак Багашвили, М., 1966.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 77, თბ., 1994