ყიზყალასი
ძველი ქალაქი ბაქო* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 40°21′58″ ჩ. გ. 49°50′14″ ა. გ. / 40.36611° ჩ. გ. 49.83722° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) | |
ნომერი | 958 | |
საფრთხის ქვეშ | 2003-2009 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 958 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი (აზერბ. Qız Qalası) — XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალწულის კოშკის მშენებლობის თარიღი უცნობია. შესასვლელის მარჯვენა მხარეს კოშკის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია ქვის ფირფიტა ორ-ხაზიანი ქუფური წარწერით, სადაც აღნიშნულია: „მასუდ იბნ-დავუდის გუბბე (გუმბათი)“. ამ წარწერის გამო კოშკს მე-11 საუკუნით ათარიღებენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის უფრო ადრე არის აშენებული.
კოშკი ორ ეტაპად აშენდა. პირველი, სავარაუდოდ, ისლამის წინა ეპოქას ეხება, ხოლო წარწერა უფრო ძველ დროს ეკუთვნის.
XVIII-XIX საუკუნეებში ყიზყალასი გამოიყენებოდა შუქურად. 1858 წლის 13 ივნისს შუქურამ ციმციმი დაიწყო, მანამდე კი მასზე ციხის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, 1907 წელს შუქურა გადაიტანეს კუნძულ ბოუქ-ზირაში.
ქალწულის კოშკი არაერთხელ დარესტავრირდა. XIX საუკუნეში რუსული სამხედრო განყოფილების მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას კოშკის თავიდან გაქრა ქონგურები, რომლებიც თავდაცვას ემსახურებოდნენ. 1964 წელს ქალწულის კოშკი მუზეუმი გახდა, ხოლო 2000 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ბოლოს კოშკი რესტავრირება 2012-2013 წლებში განხორციელდა[1].
აგებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე -12 საუკუნეში ყიზყალასი შევიდა ბაქოს თავდაცვით სისტემაში და ბაქოს ციხის მთავარი დასაყრდენი იყო — შირვანშაჰების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ციხე. მაგრამ კოშკის შემდგომმა კვლევებმა მთლიანად უარყო ყველა ვარაუდები მისი თავდაცვითი მიზნის შესახებ. არც თავისი ფორმით, არც შიდა სტრუქტურით, არც ადგილმდებარეობით ის არ შეესაბამება რაიმე თავდაცვით ამოცანებს, ის უბრალოდ გამოუსადეგარი იყო აღნიშნული მიზნისთვის.
კოშკი, შესაძლებელია, ყოფილიყო ზოროასტრიზმის „დუმილის კოშკი“, რომელიც სასანიანთა დინასტიის პერიოდში აღმართეს ან კიდე მათზე ადრე.
ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი).
ქალწულის კოშკის აღწერილობაში, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული, არ არის ნახსენები ზღურბლები[1].
ლეგენდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალწულის კოშკის წარმოშობის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს. მათი უმრავლესობა დაკავშირებულია სიტყვა „ქალწულის“ მნიშვნელობასთან. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, შაჰმა გადაწყვიტა თავისი ქალიშვილის გათხოვება იმ კაცზე, რომელიც ქალწულს არ უყვარდა. თავისი თავის გადასარჩენად და მამის გადაწყვეტილების შესაცვლელად, ქალწულმა სთხოვა მამას ააშენოს კოშკი და დაიცადოს, სანამ მისი მშენებლობა დასრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ შაჰმა მაინც არ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რის შემდგომაც ქალწული ავიდა კოშკის თავზე და იქიდან ზღვაში გადახტა. ამის შემდეგ, ქვა, რომელზეც ქალწული დაიმტვრა „ქალწულის ქვა“ ეწოდა.
ამ ლეგენდის კიდევ სხვა ვერსია არსებობს: მას შემდეგ, რაც ქალწული გადახტა ზღვაში, მისმა შეყვარებულმა შური იძია და შაჰი მოკლა, მაგრამ მალე მან გაიგო, რომ ქალთევზებმა გოგონა გადაარჩინეს. რამდენიმე დროის შემდეგ შეყვარებულებმა ერთმანეთი იპოვეს და დაორწინდნენ. ლეგენდის თანახმად, კასპიის ზღვა ქალწულის კოშკის ძირს იმყოფებოდა[2].
ლეგენდის თანახმად, ქალწულის კოშკთან სიკვდილით დასაჯეს წმინდა ბართლომე, იესო ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი. ბაქოს ტერიტორიაზე ბართლომე გამოჩნდა პირველ საუკუნეში, რომელიც ქრისტიანობას ქადაგებდა წარმართულ ტომებს შორის. ბართლომეს სწავლება უარყოფილ იქნა და ის ქალწულის კოშკის კედლებთან სიკვდილით დასაჯეს. გათხრების დროს კოშკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ძველი ტაძრის ნაშთები. თუმცა, ქალაქ ალბანოპლის ზუსტი მდებარეობის შესახებ, სადაც წყაროების მიხედვით გარდაიცვალა ბართლომე, სხვადასხვა ვერსია არსებობს[3].
ქალწულის კოშკი კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1923 წელს ცნობილმა აზერბაიჯანელმა დრამატურგმა ჯაფარ ჯაბარლიმ დაწერა პოემა სახელწოდებით „ქალწულის კოშკი“. მომდევნო წელს ეკრანებზე გამოვიდა პირველი საბჭოური ფილმი, რომელიც აზერბაიჯანში გადაიღეს, რომელიც ეფუძნებოდა ლეგენდის სიუჟეტს. პირველი აზერბაიჯანული ბალეტი, რომელიც 1940 წელს აფრასიაბ ბადალბეილის მიერ შეიქმნა, ეძღვნება ქალწულის კოშკს. აზერბაიჯანელმა პოეტმა რასულ რზამ ყიზყალასის ლექსიც მიუძღვნა[1].
2010 წლიდან ქალწულის კოშკის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება საერთაშორისო ფესტივალი „ქალწულის კოშკი“, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები კოშკის მაკეტს ამშვენებენ[1].
ქალწულის კოშკს ეძღვნება საბჭოთა კავშირისა და აზერბაიჯანის მარკები.
-
საბჭოთა კავშირის მარკა
-
აზერბაიჯანის მარკა
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Secrets of the Maiden Tower. Azerbaijan International (Autumn 2006)
- Baku's Maiden Tower
- Maiden Tower a Hindu Temple for the Fire God Agni? დაარქივებული 2011-05-15 საიტზე Wayback Machine.
- 3D MODEL დაარქივებული 2020-07-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|