შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აზერბ.)
აზერბაიჯანული ენა
Azərbaycan dili, آذربايجان ديلی
Azərbaycan-türkcəsi, Azəri dili, Türki, Türki azəri (ირანში), Азәрбајҹан дили
გავრცელებულია აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ირანის დროშა ირანი
საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
გერმანიის დროშა გერმანია
აშშ-ის დროშა აშშ
ერაყის დროშა ერაყი
თურქეთის დროშა თურქეთი
სირიის დროშა სირია
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
სომხეთის დროშა სომხეთი (1988 წლამდე)
მოლაპარაკეთა რაოდენობა 30 მლნ.
ოფიციალური სტატუსი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რუსეთის დროშა რუსეთი
დაღესტნის დროშა დაღესტანი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ევრაზიის ენები
ალთაური ოჯახი
თურქული შტო
ოგუზური ჯგუფი
დამწერლობის სისტემა ლათინური, კირილიცა
(აზერბაიჯანში)
არაბული,
(ირანში)
ენის კოდები ISO 639-1: az
ISO 639-2: aze
ISO 639-3: aze, azj, azb, qxq, slq
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-az}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიააზერბაიჯანული ენა

არაბული ანბანით შესრულებული ერთ-ერთი წიგნის ნიმუში (ჩრდილოეთი ირანი, იგივე სამხრეთი აზერბაიჯანი)

აზერბაიჯანული ენა (თვითსახელრქმევა ლათინური ანბანით Azərbaycan dili, კირილური ანბანით Азәрбајҹан дили) — თურქულ ენათა სამხრეთდასავლურ ჯგუფს მიეკუთვნება და წარმოადგენს სახელმწიფო ენას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ასევე არის დაღესტანის (რუსეთი) ერთ-ერთი ოფიციალური ენაც. გარდა ამისა, აზერბაიჯანული ენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თურქული ენა ირანის ისლამური რესპუბლიკაში. ასევე გავრცელებულია აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში საქართველოში (ქვემო ქართლი).

ერთ-ერთი ძველი თურქული ენაა. ალთაური ენების ოჯახის თურქულის შტოს ოღუზურ ჯგუფს მიეკუთვნება. ამასთანავე გააჩნია ყივჩაღური არეალის ენების თვისებები. მორფოლოგიური წყობით აზერბაიჯანული ენა სინთეზური და აგლუტინაციურია. ლექსიკა შედგება ძირითადად ირანული და არაბული სიტყვებისაგან. ფონეტიკამ განიცადა სპარსული ენის გავლენა[1].

XX საუკუნის მანძილზე აზერბაიჯანული დამწერლობა ოთხჯერ შეიცვალა. დღესდღეობით აზერბაიჯანელები სარგებლობენ სამი სახის დამწერლობით: არაბული ირანში, ლათინური აზერბაიჯანში და კირილური დამწერლობა დაღესტანში (რუსეთი). თანამედროვე აზერბაიჯანული ენა ჩამოყალიბდა ბაქოსა და შამახის დიალექტების საფუძველზე.

აზერბაიჯანულად მოლაპარაკეთა რაოდენობა — 25-30 მილიონ ადამიანს შეადგენს.

სახელწოდების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდების პრობლემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თურქული ანბანის ვარიანტები

დღესდღეობით აზერბაიჯანულად წოდებულ ენას წარსულში სხვადასხვა სახელით იცნობდნენ. თუმცა ეს პრობლემა არც დღესაა საბოლოოდ გადაჭრილი. 1936 წლამდე მას ბევრი უმართებულოდ „თათრულ ენას“ უწოდებდა (იხ. თათრული ენა). 1989 წლიდან ამ ენას მონაცვლეობით ხან „აზერბაიჯანულ-თურქულს“ (Azərbaycan Türkcəsi), ხან „აზერბაიჯანის თურქულ ენას“ (Azərbaycan Türk dili), ხანაც თურქულს (Türkcə, Türki) უწოდებდნენ.

1990 წლიდან მოყოლებული სახელწოდება „აზერბაიჯანული“ (Azərbaycanca), „თურქული ენა“ (Türk dili), „აზერული“ (Azərice), ან უბრალოდ „აზერი“ თანაარსებობენ. ირანში ამ ენას შემდეგნაირად მოიხსენიებენ და წერენ; آذربایجان دیلی‎ Azərbaycan dili და آذربایجانجا‎ Azərbaycanca. სახელწოდებას „აზერი თურქული“ (Azəri Türkcəsi) გამოიყენებენ თურქეთელი თურქოლოგები. თავად აზერბაიჯანელები თავის მშობლიურ ენას თურქულს, აზერის, ან აზერბაიჯანულ-თურქულს უწოდებს.

შესადარებლად შეგიძლიათ იხილოთ სტატიები თურქული ენა და თურქული ენები.

რუსეთის მიერ კავკასიის გაერთიანებამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეფევიდების დროს აზერბაიჯანულ ენას სხვადასხვანაირად უწოდებდნენ როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელები. მას უწოდებდნენ ყიზილბაშურსა და თურქმენულს[2]. პორტუგალიელები იმ დროს უწოდებდნენ turquesco, დანარჩენი ევროპელები და ირანელების უმრავლესობა კი - თურქულსა და თურქის.

რუსეთის იმპერიაში რევოლუციამდე ყველა თურქულ ენას, მათ შორის აზერბაიჯანულსაც უწოდებდნენ „თათრულ ენებს“. XVIII და XIX საუკუნეებში ამიერკავკასიაში მყოფი რუსი ავტორები აზერბაიჯანულ ენას ერთიან აღნიშვნას არ აძლევენ. მაგალითად, ი. გერბერის (დაახლოებით 1690-1734) თანახმად, აზერბაიჯანული აღინიშნება როგორც „თათრული თურქულის ნარევით“[3].

1836 წელს „კავკასიაში რუსული ქონების მიმოხილვაში“, არა მხოლოდ ტერმინი „თათრული ენა“, არამედ „მუსულმანური ენა“ გამოიყენება[4]. ასევე გვხვდება „ამიერკავკასიური თათრული“[5]. XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან იყენებენ სხვა დეფინიციას „ადერბეიჯანულს“. პირველად ტერმინი „აზერბაიჯანული ენა“ მეცნიერულად დაასაბუთა და გამოიყება აღმოსავლეთმცოდნემ და სანქ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის პირველმა დეკანმა მირზა კეზემბეკმა[6].

XIX საუკუნის რუსულენოვან ლიტერატურაში აღინიშნება, რომ აზერბაიჯანული ენის სახელი ასოცირდება სპარსეთის პროვინციასთან.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში იზრდება სახელმძღვანელოების გამოცემა მშობლიურ ენაზე, რომელსაც ადგენდნენ აზერბაიჯანელი საგანმანათლებლო მოღვაწეები. მათ ნამუშევრებში სხვადასხვა ფორმებში გამოიყენება სახელწოდება „ადერბეიჯანული“. 1852 წელს გამოიცა „აზერბაიჯანული ზმნისართის თათრული ქრესტომატია“ (შეადგინა პოეტმა ვაზეჰმა და ტიფლისის გიმნაზიის აღმოსავლური ენის მასწავლებელმა ივ. გრიგორიევმა)[7], 1859 წელს დაიწერა და 1861 წელს გამოიცა პეტერბურგში „თათრულ-აზერბაიჯანული ზმნისართის სახელმძღვანელო“  (შეადგინა აღმოსავლური ენების მასწავლებელმა მირზა აბულგასან ვეზიროვმა)[8].

ამ პერიოდში აზერბაიჯანული ინტელიგენციის წარმომადგენლები იწყებენ მსჯელობას ენის სახელწოდების ჭეშმარიტებაზე. 1891 წელს გაზეთში „კასპი“ ჟურნალისტი მამედ აღა შახტახტინსკი უარყოფს სახელოწოდებას „თათრები“ და გამოდის შეთავაზებით, რომ ამიერკავკასიელი მუსულმანების ენას ეწოდოს „ადერბაიჯანული“[9]. გაზეთ „ქეშქულის“ გამომცემელი ტიფლისის კადეთთა კორპუსის მასწავლებელი ჯამალ ეფენდი უნსიზადე მიმართა თხოვნით რუსულ ხელისუფლებას მისცენ უფლება გამოსცეს გაზეთი „აზერბაიჯანი“. ამის ხსნიდა შემდეგნაირად, რომ ამიერკავკასიის ძირეული მუსლიმი მოსახლეობა საუბრობს აზერბაიჯანულად, რომელიც განსხვავდება თათრული ენისგან, რომელზეც საუბრობენ ყირიმის და ყაზანის თათრები, ხოლო სპარსულად და არაბულად საუბრობს მოსახლეობის მცირე ნაწილი[9].  

1899 წელს ბაქოში გამოიცა ნ. ნარიმანოვის წიგნი „თურქულ-აზერბაიჯანული ენის მოკლე გრამატიკა და სინტაქსი“.

XIX — XX საუკუნეების დასაწყისში გამოიყენებოდა სახელწოდება აზერბაიჯანულ-თათრული ენა, მაგრამ შემდგომ ის შეიცვალა ტერმინებით: თურქული, აზერბაიჯანულ-თურქული და აზერბაიჯანული[10]. 1918 წლის 27 ივნისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ენად გამოცხადდა „თურქული ენა“, მაგრამ მაღალჩინოსანი მინისტრები ყოველთვის არ იყენებდნენ ამ სახელწოდებას თავის დოკუმენტებში[11].

აზცესკოს დეკრეტში, რომელიც ეხებოდა „სახელმწიფო დაწესებულებების ნაციონალიზაციას“, ასევე აზრევკომის ბრძანებულებაში აზერბაიჯანის სსრ საქმის წარმოებაშიკომიტეტის აზერბაიჯანულ ენაზე ოფისის მუშაობის ორგანიზებაზე მითითებულია „თურქული ენა“[12]. 1921 წლის აზერბაიჯანის სსრ კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი ენის შესახებ[13], მაგრამ კონსტიტუციის 1931 და 1935 წლების ვარიანტებში ფიგურირებს „თურქული“[14]. ნამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის 1922 წლის კონსტიტუციაში (გერბისა და დროშის განყოფილებაში)[13] მოხსენებულია ეს სახელწოდება. რაც შეეხება აკადემიურ ლიტერატურას, დიდ საბჭოთა ენციკლოპედიასა (1926) და პატარა საბჭოთა ენციკლოპედიაში ფიგურირებს ორი სახელწოდება - „აზერბაიჯანული“ და „აზერი“[15].

გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ფიგურირებდა სახელწოდებები, რომლებიც მიუთითებდნენ რესპუბლიკის სახელწოდებაზე (მაგალითად „აზერბაიჯანი სსრ მოქალაქე“), მაგრამ ამასთანავე ენასთან და ერთან დაკავშირებით გამოიყენებოდა სახელწოდებები „თურქული“ და „თურქი“. შესაბამისად ეს ქმნიდა სინონიმურ სირთულეებს სოციალისტური ეროვნების ერთიანი სახელის შექმნაზე. ამგვარი ერთგვაროვანობის მისაღწევად, ხალხისა და ენის აღსაწერად, მიმართეს სიტყვა კომბინაციებსა და კომპოზიტებს. 1936 წლის  სსრკ-ს კონსტიტუციის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით განხილულ იქნა საბჭოთა კავშირის ხალხთა და ეროვნების სახელების ეთნონიმიკური ტერმინოლოგია. ამ ფონზე, სხვა სახელწოდებებთან ერთად, ოფიციალური სახელწოდება იყო „აზერბაიჯანული ენა“[16]. ამერიკელი ისტორიკოსი ოდრი ალტშტადტი თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი იყო საბჭოთა პოლიტიკა სსრკ თურქ ხალხთა დიფერენციაცია თურქეთის ხალხებისგან მათ საზღვრებს მიღმა და მათ შორის[17]. ენციკლოპედია ირანიკას ავტორების მოსაზრებით ენა ოფიციალურად გადაირქვა თურქულიდან აზერბაიჯანულზე სტალინის ბრძანებით. თვითონ ენციკლოპედია ირანიკა ენას უწოდებს „Azeri Turkish“ (აზერბაიჯანული თურქული) ან უბრალოდ „Azeri“ (აზერი)[18].

დიდი რუსული ენციკლოპედიის თანახმად, 1939 წლამდე აზერბაიჯანულ ენას ერქვა „თურქული ენა“ ან „აზერბაიჯანის თურქული ენა“[19]. აზერბაიჯანის 1937 წლის სსრ კონსტიტუცია სახელმწიფო ენად აცხადებს „აზერბაიჯანულ ენას“ (აქამდე კონსტიტუციაში არარსებობდა სტატია სახელმწიფო ენის შესახებ)[20]. იგივეა ნათქვამი აზერბაიჯანის სსრ 1978 წლის კონსტიტუციაში[21].

აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის მმართველობის წლებში ეროვნულ დონეზე მიმდინარეობდა პოლიტიკა სახელწოდება „აზერბაიჯანულის“ შეცვლა „თურქულზე“. 1992 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიითო კანონი სახელმწიფო ენისშესახებ, რომლის მიხედვითაც ენას ეწოდა არა აზერბაიჯანული, არამედ თურქული[22]. 1995 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ენას ეწოდება აზერბაიჯანული[23]. ტერმინი „თურქები“ აქამდე მიღებულია, როგორც საერთომიღებული სახელწოდება აზერბაიჯანული ენისა ირანში[24]. თუმცა, სხვადასხვა ავტორები თვლიან, რომ ეს სახელწოდება ირანის აზერბაიჯანიდან იყო აღებული[24][25].

დამწერლობა ირანის აზერბაიჯანში - არაბულ გრაფიკაზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში - ჯერ არაბული, 1929-39 წლებში - ლათინური, 1939-91 - სლავურიროვაბადი, აჲრჲუმიკირილური, ამჟამად კვლავ ლათინური.

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: 16 მლნ.
  • ენის კოდი: az
  • სახელწოდება: az - Azərbaycanca; en - Azeri; eo - Azerbajghana
  • დამწერლობა: ლათინური, სლავური

აზერბაიჯანული ენის დიალექტთა ჯგუფებია: აღმოსავლური (ყუბა, ბაქო, შემახა, მუღანი, ლენქორანი), დასავლური, ჩრდილოური (ნუხა, ზაქათალა, კახი) (ყაზახი, ყარაბაღი, კო), სამხრეთული (ნახიჩევანი, ორდუბადი, თავრიზი; აქვე შედის ერევნის კილოკავი). განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს კაშკაელთა, ავშართა (ირანი და ავღანეთი) და თარაქამათა (სომხეთი) დიალექტები. სალიტერატურო ენის საფუძვლად მიიჩნევენ შემახა-ბაქოს დიალექტს.

დიალექტებს შორის განსხვავები ძირითადად ფონეტიკასა და ლექსიკას შეეხება. აზერბაიჯანულ ენაზე ლიტერატურა XIII ს-დან ვითარდება, მას საფუძვლად უდევს ბაქოს და შემახის დიალექტები.

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი:

გავრცელებულია აგრეთვე ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ოსთანებში, საქართველოში, რუსეთში.

აზერბაიჯანული დამწერლობის ნიმუშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიმუშად გამოყენებულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პირველი მუხლი.

თურქული ანბანი (1929-39) Butun insanlar ləƶaqət və huqyqlarƅna gɵrə azad vǝ bǝrabǝr doƣylyrlar. Onarƅn şuurlarƅ vǝ vicdanlarƅ var vǝ bir-birlǝrinǝ munasibǝtdǝ qardaålƅq rynhynda davranmalƅdƅrlar.
კირილური ანბანის პირველი ვარიანტი (1939-57) Бүтүн йнсанлар ләяагәт вә һүгуларьна ҝөрә азад вә бәрабәр доғулурлар. Онлрьн шүурлaрь вә виҹданларь вар вә бир-бирләринә мүнасибәтдә гардашльг рунһунда давранмальдьрлар.
კირილური ანბანის საბოლოო ვარიანტი (1957-91) Бүтүн йнсанлар ләјагәт вә һүгуларына ҝөрә азад вә бәрабәр доғулурлар. Онлрын шүурлары вә виҹданлары вар вә бир-бирләринә мүнасибәтдә гардашлыг рунһунда давранмалыдырлар.
თურქული ანბანის ახალი ვარიანტი (1991-92 წლებიდან მოყოლებული) Bütün insanlar ləyaqət və hüquqlarına göre azad və bərabər doğulurlar. Onarın şüurları və vicdanları var və bir-birlərinə münasibətdə qardaşlıq runhunda davranmalıdırlar.
ტრანსლიტერაცია აზერბაიჯანული ენის ლათინურ ანბანზე Bütün insanlar heysiyyət və haqlar baxımından dənk (bərabər) və ərkin (azad) doğularlar. Us (əql) və uyat (vicdan) yiyəsidirlər və bir birlərinə qarşı qardaşlıq ruhu ilə davranmalıdırlar.
სამხრეთ აზერბაიჯანში არაბულ დამწერლობას გამოიყენებენ
بوتون اينسانلار حيثييت و حاقلار باخيميندان دنك (برابر) و اركين (آزاد) دوغولارلار. اوس (عقل) و اويات (ويجدان)*ييهﺳﻴﺪيرلر و بير بيرلرينه قارشى قارداشليق روحو ايله داوراماليدرلار

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Salam; Salam əleyküm - სალამ; სალამ ალეიკუმ
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Xoş gəlmişsən - ხოშ გელმიშსენ
  • გმადლობთ - Sağ ol; Çox sağ olun - საღ ოლ; ჩოხ საღ ოლუნ
  • კი / არა - Bəli / Yox - ბელი / იოხ
  • გეთაყვა - Xahiş edirəm; Zəhmət olmasa - ხაჰიშ ედირემ; ზეჰმეტ ოლმასა
  • ნახვამდის - Xudahafiz; Sağ olun - ხუდაჰაფიზ; საღ ოლუნ

რიცხვები

1 bir ბირ
2 iki იკი
3 üç იუჩ
4 dörd დიორდ
5 beş ბეშ
6 altı ალტი
7 yeddi იედი
8 səkkiz სეკიზ
9 doqquz დოგუზ
10 on ონ
  • ჰაჯიევი ვ.ა., ალიევა გ.ა.: აზერბაიჯანულ-ქართული სასკოლო ლექსიკონი / საქართველოს სსრ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური საზოგადოება - თბილისი, 1989.
  • მამედლი იმირ, ჰაჯიევი ვალეჰ: ქართულ-აზერბაიჯანული სასაუბრო - რუსთავი, 1997
  • მოკლე აზერბაიჯანულ-ქართული ლექსიკონი: საშუალო სკოლებისათვის / [შემდგენლები: ა. მუსაევი, გ. თუშმალიშვილი ; რედ.: ნ. ჯანაშია] - თბ. : განათლება, 1987.
  • ჰაჯიევი ვალეჰ, ნასიბოვი ნასიბ: აზერბაიჯანულ-ქართული და ქართულ-აზერბაიჯანული ლექსიკონი / [რედ. იმერ მამედლი ; წინასიტყვაობა ავტ. ჰიდაი ეთორუჯოვი] - ბაქო-თბილისი, 1997.
  • მუსაევი ალი, ბაირამოვი ნოვრუზ: ქართულ-აზერბაიჯანული სასაუბრო ლექსიკონი / ალი მუსაევი, ნოვრუზ ბაირამოვი ; [რედ.: რუსუდან ბრეგვაძე, ელნურ ალიევი] - თბილისი, 2008 : შპს "თბილისის სტამბა".
  • ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ-რუსული სიხშირული ლექსიკონი თბილისი: უმცირესობათა საკითხების ევრ. ცენტრი: საქ. ჩეხთა სათვისტომო "ზლატა პრაღა",2006.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ширалиев М. Ш. Азербайджанский язык // Языки мира: Тюркские языки. — М., 1996.
  2. Ildiko Beller-Hann The Oghuz split: the emergence of Turc Ajämi as a written idiom // Materialia Turcica. — С. 114—129.
  3. Керимов Э. А. Из истории этнографического изучения Азербайджана в русской науке (XV — первая четверть XIX в.) // Азербайджанский этнографический сборник. Вып. 1. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1964. — С. 202—204, 210, 217.
  4. Керимов Э. А. Очерки истории этнографии Азербайджана и русско-азербайджанских этнографических связей. — М.: Элм, 1985. — С. 33.
  5. Садыхов М. М. Ф. Ахундов и русская литература. — Баку: Язычы, 1986. — С. 135.
  6. Гусейнов Г. Из истории общественной и философской мысли в Азербайджане XIX века. — Азербайджанское гос. изд-во
  7. Ениколопов И. К. Поэт Мирза-Шафи. — Б.: Издательство Азербайджанского филиала Академии наук СССР, 1938. — С. 70—71.
  8. История Азербайджана. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1960. — Т. 2. — С. 331.
  9. 9.0 9.1 Сумбатзаде А. С., 1990, с. 281—283.
  10. ТАТАРСКИЕ ЯЗЫКИ — Литературная энциклопедия: Алфавитная часть
  11. Азербайджанская Демократическая Республика (1918-1920). Законодательные акты (Сборник документов). — Баку: Изд-во «Азербайджан», 1998. — С. 201
  12. Декреты Азревкома 1920-1921 гг: сборник документов. — Баку: Азебайджанское гос. изд-во, 1988. — С. 458—459.
  13. 13.0 13.1 Хрестоматия по истории отечественного государства и права: форма государственного единства в отечественной истории XX века / сост. О. И. Чистяков, Г. А. Кутьина. — М.: Изд-во Юрайт, Высшее образование, 2009. — С. 93—108.
  14. Вариантные заимствования турок ~ тюрк и их лексическое обособление в русском языке (К становлению обобщающего имени тюркоязычных народов) // Тюркологический сборник 1972. — М.: Наука, 1973. — С. 128—130, прим..
  15. Большая Советская Энциклопедия. — 1-е изд.. — М., 1926. — Т. I. — С. 665.
  16. Благова Г. Ф. Вариантные заимствования турок ~ тюрк и их лексическое обособление в русском языке (К становлению обобщающего имени тюркоязычных народов) // Тюркологический сборник 1972. — М.: Наука, 1973. — С. 128—130, прим..
  17. Audrey L. Altstadt Soviet Culture Wars in Azerbaijan: The Campaign for "Proletarian" Literature // Turkish Studies Association Bulletin. — Т. 2, № 2. — С. 2.
  18. AZERBAIJAN viii. Azeri Turkish
  19. Большая Российская Энциклопедия. — М., 2005. — Т. I. — С. 270.
  20. Сборник законов Азербайджанской ССР 1938-1966. — Баку: Азербайджанское гос. изд-во, 1966. — Т. 1. — С. 26.
  21. Конституция (Основной закон) Азербайджанской Советской Социалистической Республики. — Баку: Азернешр, 1987. — С. 24.
  22. Азербайджан получил государственный язык - კომერსანტი
  23. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუცია
  24. 24.0 24.1 Turkic Peoples Of The World
  25. The Caspian Region, Volume 1: A Re-Emerging Region - Moshe Gammer