შინაარსზე გადასვლა

ალავიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზულფიქარი, ალის ხმლის სტილიზებული გამოსახულება წარმოადგენს ალავიტების სიმბოლოს.

ალავიტები ასევე ალავები (არაბ. علوية) — ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის, ალავიზმის მიმდევრები. რელიგია ძირითადად გავრცელებულია სირიაში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 11%-ს შეადგენენ. ისინი აღიარებენ შიიტური მიმდევრობის თორმეტეულების სკოლას, თუმცა რელიგიური სინკრეტიზმის ელემენტებით. ალავიტები თანყვანს სცემენ ალის (ალი იბნ აბუ ტალიბი) და სახელი ალავი აღნიშნავს ალის-მიმდევარს.

მიიჩნევა, რომ მიმდევრობა IX საუკუნეში იბნ ნუსაირმა დააარსა, ამის გამო ალავიტებს ხანდახან ნუსაირებსაც ეძახიან (არაბ. نصيرية). აღნიშნული ტერმინი შეურაცმყოფელი კონოტაციის მატარებელია. სხვა სახელი ნასარი ნუსაირის არასწორი თარგმანის შედეგია.

ალავიტებს ხანდახან თურქეთში გავრცელებულ ალევიზმთან ურევენ.

ფართოდ იყო გავრცელებული ოსმალეთის იმპერიაში. იმპერიის გაუქმებისა და თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მუსტაფა ქემალმა დაიწყო ალავიტების დევნა. ალავიტები გადავიდნენ ფრანგული მანდატით დაცულ სირიაში, სადაც უმცირესობებისთვის შეიქმნა განსაკუთრებული ტერიტორიები, მათ შორის ალავიტების სახელმწიფო. შემდგომში ალავიტების სახელმწიფო გაუქმდა, თუმცა ალავიტები დარჩნენ სირიის არმიის მნიშვნელოვან ძალად. მას შემდეგ რაც 1970 წელს სირიის ხელისუფლებაშისამხედრო გადატრიალების შედეგად საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ალავიტი ჰაფეზ ასადი მოვიდა, მთავრობის ელიტას ძირითადად ალავიტები წარმოადგენდნენ. ალ ასადის მიერ ინიცირებული იყო შიიტებთან ალავიტების დაახლოების პროცესი. 1970 და 1980 წლების ისლამურმა აჯანყებამ არსებული წყობა წნეხის ქვეშ მოაყოლა, ხოლო სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა და ძლიერდება ირანის შიიტურ რეჟიმთან სირიელი ალავიტების დაახლოების პროცესი.

  • Kazimi, Nibras. Syria Through Jihadist Eyes: A Perfect Enemy, Hoover Institution Press, 2010. ISBN 978-0-8179-1075-4.