შინაარსზე გადასვლა

ალბრეხტ I (გერმანია)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბრეხტ I

ალბრეხტ I (გერმ.: Albrecht I.) (დ. ივლისი, 1255, რაინფელდენი — გ. 1 მაისი, 1308, კიონიგსფელდენ-ბაი-ბრუგი, შვეიცარია) — 1298 წლიდან რომაელ-გერმანელთა მეფე და ავსტრიისა და შტაიერმარკის ჰერცოგი. იგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორად არ უკურთხებიათ.

მშობლები:

  • მამა: რუდოლფ I - რომაელ-გერმანელთა მეფე.
  • დედა: გერტრუდ ანა ფონ ჰოენბერგი

მეუღლე:

შვილები:

ალბრეხტ I-ს კიდევ 9 შვილი შეეძინა, რომლებიც დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ. მათი სახელები ცნობილი არაა. ისინი ყველანი დაკრძალულნი არიან ტულნის „სამი მეფის კაპელაში“ (ქვემო ავსტრია).

1282 წელს მარხის ველზე გამართულ ბრძოლაში ალბრეხტმა დაამარცხა ბოჰემიის მეფე ოტოკარ პრემისლ II და მამამ იმპერატორმა რუდოლფ I-მა იგი ძმასთან რუდოლფ II-ითან ერთად ავსტრიისა და შტაიერმარკის ჰერცოგად დასვა. ალბრეხტი საშინაო პოლიტიკაში შვაბ არისტოკრატიას და განსაკუთრებით კი გრაფ ფონ ვალზეეს ეყრდნობოდა, რის გამოც 1291 წელს აჯანყდა შტაიერის, ხოლო 1295 წელს ავსტრიის არისტოკრატია. ვენის მოსახლეობაც ოტოკარ პრემისლის უფრო კმაყოფილი იყო, ვიდრე ალბრეხტის. თუმცა ამ უკანასკნელმა 1296 წელს ვენას ქალაქის უფლებები მიანიჭა (ეს უფლებები პირველად იქნა გერმანულ ენაზე შედგენილი).

1298 წელს კურფიურსტებმა 1292 წელს ალბრეხტის ნაცვლად მეფედ არჩეული ადოლფ ფონ ნასაუ ტახტიდან გადააყენეს და მის ნაცვლად ალბრეხტი დასვეს. 1298 წლის 2 ივლისს გიოლჰაიმის რაინდთა ბრძოლაში ალბრეხტმა გაიმარჯვა და ადოლფ ფონ ნასაუ ბრძოლაში მოკლეს. იმავე წელს ალბრეხტმა ზავი დადო საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზთან, რომელთანაც მანამდე სასაზღვრო კონფლიქტი ჰქონდა და დაუმოყვრდა კიდეც ამ უკანასკნელს.

ალბრეხტმა შეძლო საფუძველი ჩაეყარა ევროპაში ჰაბსბურგების ჰეგემონიისათვის. 1306 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა ბოჰემიის მეფე ვენცელ III და ალბრეხტმა შეძლო ტახტზე თავისი ვაჟის რუდოლფის დასმა. მიუხედავად ბოჰემიის ქალაქების წინააღმდეგობასა რუდოლფმა ტახტი შეინარჩუნა და ალბრეხტმა აიძულა ბოჰემიელები რუდოლფი მეფედ ეღიარებინათ.

გერმანული საბაჟო სადგურებისთვის კონფლიქტში ალბრეხტმა ასეთივე შეუდრეკელობა გამოიჩინა და აიძულა გერმანელი არქიეპისკოპოსები და რაინის პფალცგრაფი მის ნებას დამორჩილებოდნენ. პაპის ბონიფაციუს VIII-ის წინააღმდეგობის გამო ალბრეხტმა ვერ შეძლო კურფიურსტთა კოლეგიის დაშლა. 1303 წელს იგი იძულებული გახდა დაეთმო პაპისათვის და მის წინაშე ყმობის ფიცი დაედო, რაც მის უფლებებს საგრძნობლად კვეცავდა იტალიაში.

ერთი წლის შემდეგ 1304 წელს გარდაიცვალა რუდოლფი, ალბრეხტის ვაჟი, ხოლო თვითონ ალბრეხტი 1308 წელს მოკლული იქნა. მკვლელები იყვნენ მისი ძმისშვილი იოჰანი, რუდოლფ II-ის ვაჟი, (ამ მკვლელობისათვის მეტსახელად „პარიციდად“ – „მამისმკვლელად“ მონათლული), ბარონები; რუდოლფ ფონ ვარტი, რუდოლფ ფონ ბალმი და ვალტერ ფონ ეშენბახი და რაინდი კონრად ფონ ტაგერნფელდი. ქრონიკების მიხედვით მკვლელობის მოტივი ალბრეხტის მიერ იოჰანისადმი საზღაურის არგადახდა იყო.

ალბრეხტის მემკვიდრე ჰერცოგის ტახტზე მისი ვაჟი ფრიდრიხ ლამაზი გახდა. ხოლო მეფის ტახტზე ჰაინრიხ VII ფონ ლუქსემბურგი გახდა.

  • Митрофанов, П. История Австрии с древнейших времён до 1792 г. — М., 2003
  • Пристер, Е. Краткая история Австрии. — М., 1952
  • Шимов, Я. Австро-Венгерская империя. — М., 2003