ალექსი I კომნენოსი
იერსახე
ალექსი I კომნენოსი | |
---|---|
Ἀλέξιος Α' Κομνηνός | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
კორონაცია: | 5 აპრილი, 1081 |
მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1081 |
მმართ. დასასრული: | 15 აგვისტო, 1118 |
წინამორბედი: | ნიკიფორე III ბოტანეატესი |
მემკვიდრე: | იოანე II (ბიზანტია) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1056 |
გარდ. თარიღი: | 15 აგვისტო, 1118 |
მეუღლე: | 1.არგირე 2. ირინე დუკინა |
შვილები: |
ანა კომნენოსი მარია კომნენოსი იოანე კომნენოსი მანუელ კომნენოსი ისააკ კომნენოსი ანდრონიკე კომნენოსი თეოდორა კომნენოსი ევდოკია კომნენოსი |
დინასტია: | კომნენოსთა |
მამა: | იოანე კომნენოსი |
დედა: | ანა დალასინა |
ალექსი I კომნენოსი (1056 — 15 აგვისტო, 1118) — ბიზანტიის იმპერატორი 1081-1118 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო კომნენოსების დინასტიის ფუძემდებელი, მხოლოდ მისი მმართველობის ჟამს მოახერხა კომნენოსების ოჯახმა ძალაუფლების მთლიანად ჩაგდება ხელში. ალექსი I-მა მემკვიდრეობით მიიღო იმპერია, რომელიც ნგრევას განიცდიდა და მუდმივ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული ორივე ფრონტზე — აღმოსავლეთით სელჩუკების, ხოლო დასავლეთით ნორმანების წინააღმდეგ. ალექსიმ შეძლო, რომ მყისიერად შეეჩერებინა ბიზანტიის დაკნინება და დაიწყო სამხედრო, ფინანსური და ტერიტორიული აღორძინება, რასაც კომნენოსთა რესტავრაცია ეწოდა. მისი თხოვნები დასავლეთ ევროპის მიმართ, რომ თურქების წინააღმდეგ დახმარებოდნენ იყო ის კატალიზატორი, რამაც აამოქმედა ჯვაროსნული ლაშქრობები.