აქტიური საარჩევნო უფლება
აქტიური საარჩევნო უფლება (ასევე ხმის მიცემის უფლება) ― წარმომადგენლობით დემოკრატიასა და რეფერენდუმებში მოქალაქეების უფლება, რომ ამომრჩეველის სახით მისცენ ხმა. აქტიური საარჩევნო უფლება განსხვავდება პასიური საარჩევნო უფლებისგან,[1] რომელიც ადამიანებს თანამდებობისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებებს ერთად სრულ საარჩევნო უფლებად მოიხსენიებენ.[2]
აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მოქალაქე ხმას აძლევს და ირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატურას სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოში.[3] საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმში, სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს. არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან ან სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად არიან ცნობილი და შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული.[4]
ზოგიერთ ქვეყანაში აქტიური საარჩევნო უფლება შეიძლება შეიზღუდოს ასაკისა და მოქალაქეობის სტატუსის მიხედვით. ზოგან უფრო მეტი შეზღუდვა მოქმედებს. დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიური საარჩევნო უფლება შეიძლება ჩამოერთვათ დამნაშავეებს. ზოგიერთ ქვეყანაში ბინადრობის უფლების მქონე არამოქალაქეებს აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- A History of the Vote in Canada, Chief Electoral Officer of Canada, 2007.
- Suffrage in Canada
- Women's suffrage in Germany—19 January 1919—first suffrage (active and passive) for women in Germany
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deprivation of the Right to Vote. Aceproject.org.
- ↑ Gianoulis, Tina. (2015) Women's Suffrage Movement. glbtq.
- ↑ ზურაბიშვილი, დ. გობრონიძე, გ. (2011). სამოქალაქო განათლების ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი. გვ. 20.
- ↑ საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24.08.1995. კონსოლიდირებული ვერსია 2020. მუხლი 24.