შინაარსზე გადასვლა

ბაილეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბაილეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბაილეთი
კოორდინატები 41°58′37″ ჩ. გ. 41°58′12″ ა. გ. / 41.97694° ჩ. გ. 41.97000° ა. გ. / 41.97694; 41.97000
დაარსდა 1609
ადრეული სახელები გამოღმა ბაილეთი, განახლება (1938-1979)
ცენტრის სიმაღლე 60
მოსახლეობა 274[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბაილეთი — საქართველო
ბაილეთი
ბაილეთი — გურიის მხარე
ბაილეთი

ბაილეთი (ყოფ. განახლება) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, ბაილეთი, ჭანიეთური). მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთ კლათაზე, მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 60 მ. ოზურგეთიდან 9 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

გამოღმა ბაილეთი გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს.[3] ხოლო XIX საუკუნეში შედიოდა გურიანთის სასოფლო საზოგადოებაში.

გურიანთას გამოეყო 1938 წელს და ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ, რომელსაც განახლება ეწოდა. 1950-იან წლებში სოფელში ამოქმედდა მცირე ელექტროსადგური და ჩაის ფაბრიკა[4] 1979 წელს დაუბრუნდა ძველი სახელი. 1958-60 წლებში სოფელში გაყვანილ იქნა წყალსადენი, მოხდა სოფლის ელექტროფიკაცია, აშენდა ბიბლიოთეკა.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1893[5] 1374
1908[6] 954
1911[7] 136
2002 626
2014 274 137 137

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საჯარო სკოლების მონაცემთა ბაზა[მკვდარი ბმული]
  3. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
  4. შ. ზაქარიაძე, „ახალმშენებლობანი განახლებაში“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N111 გვ. 4 — 1951 წ.
  5. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год