შინაარსზე გადასვლა

გიორგი აბურჯანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი აბურჯანია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი აბურჯანია
დაბადების
თარიღი
2 იანვარი, 1995 (1995-01-02) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ავს
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
მეტალურგი-2 რუსთავი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2012 მეტალურგი რუსთავი 3 (0)
2012–2014 დილა გორი 17 (1)
2014 ლოკომოტივი თბილისი 9 (5)
2014–2016 ანორთოსისი ფამაგუსტა 42 (2)
2016 ხიმნასტიკი ტარაგონა 16 (2)
2016–2020 სევილია ატლეტიკო 35 (0)
2018–2019   ლუგო 27 (1)
2019–2020   ტვენტე 19 (2)
2020–2021 რეალ ოვიედო 2 (0)
2021–   კარტახენა 13 (1)
2021–2023 ჟილ ვისენტე 53 (2)
2023–2024 ჰათაისპორი 20 (0)
2024– ავს 7 (0)
ეროვნული ნაკრები
2011–2012 საქართველო 17-წლ. 7 (0)
2012–2014 საქართველო 19-წლ. 8 (2)
2015– საქართველო 21-წლ. 6 (0)
2016– საქართველო 39 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ოქტომბერი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 8 სექტემბერი, 2023

გიორგი აბურჯანია (დ. 2 იანვარი, 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, პორტუგალიური ავეშის ავს-ს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.[1][2][3]

აბურჯანია თამაშობდა „სევილიას“ მეორე გუნდში, „ლუგოსა“ და „ხიმნასტიკში“. მანამდე კი რუსთავის „მეტალურგის“, გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივის“, კვიპროსული „ანორთოსისისა“ და ჰოლანდიური „ტვენტეს“ ღირსებას იცავდა.

2021 წლის იანვრის ბოლოს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „კარტახენაში“ „ოვიედოდან“ გადავიდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.[4]

აბურჯანია საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი იყო. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2016 წლის 29 მარტს, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[5]

პირველი ბურთი ნაკრების მაისურით 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა. მატჩი პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა.[6]

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 8 სექტემბერი, 2023
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
საქართველოს დროშა
2016 3 0
2017 3 0
2018 6 0
2019 4 0
2020 3 0
2021 10 1
2022 7 0
2023 3 0
ჯამში 39 1
საქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
ეროვნული ლიგა
  • ვიცე-ჩემპიონი: 2011–12
საქართველოს დროშა დილა გორი
ეროვნული ლიგა
  • ვიცე-ჩემპიონი: 2012–13
საქართველოს სუპერთასი
  • ფინალისტი: 2012

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA.com
მედია
Lelo.ge