დამატი იბრაჰიმ-ფაშა
დამატი იბრაჰიმ-ფაშა | |
---|---|
Damat İbrahim Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 აპრილი, 1596 |
მმართ. დასასრული: | 27 ოქტომბერი, 1596 |
წინამორბედი: | ქოჯა სინან-ფაშა |
მემკვიდრე: | ჯიგალაზადე იუსუფ სინან-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1596 |
მმართ. დასასრული: | 1597 |
წინამორბედი: | ჯიგალაზადე იუსუფ სინან-ფაშა |
მემკვიდრე: | ჰადიმ ჰასან-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1599 |
მმართ. დასასრული: | 1601 |
წინამორბედი: | ჯერაჰ მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | იემიშჩი ჰასან-ფაშა |
სულთანი: | მეჰმედ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1517 |
დაბ. ადგილი: | ხორვატია ან ბოსნიის სანჯაყი |
გარდ. თარიღი: | 1601 |
მეუღლე: | აიშე |
რელიგია: | სუნიტური ისლამი. |
დამატი იბრაჰიმ-ფაშა (თურქ. Damat İbrahim Paşa; დ. 1517 — გ. 1601) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (1596, 1596-1597, 1599-1601 წწ.), ეგვიპტის ბეილერბეი (1583-1585 წწ.). ცნობილია ასევე, როგორც კანიჟეს დამპყრობელი. დამატი (სულთნის სიძე). სულთან მურად III-ის დის, აიშეს ქმარი.
თურქული წყაროების მიხედვით იგი არის „ბოსნიელი ან ხორვატი“[1]. სავარაუდოდ დაიბადა ბოსნიის სანჯაყის ქალაქ დომისლიკაში. სულნის კარზე დაწინაურდა სოკოლუ მეჰმედ-ფაშას მმართველობის პერიოდში. 1581 წელს სოკოლუს გარდაცვალების შემდეგ მალევე, დაქორწინდა სულთნის დაზე, აიშეზე და დაინიშნა ეგვიპტის ბეილერბეიდ. 1596 წელს პირველად გახდა დიდი ვეზირი. მან თავი გამოიჩინა თავისი გონივრულობით და მოწესრიგებულობით დაიწყო მომზადება მთლიანი თურქული ლაშქარის შექმნისთვის ავსტრიის წინააღმდეგ. ლაშქრობა წარმატებით მიდიოდა. იბრაჰიმ ფაშამ მიიღო სულთნისგან ახალი სახელი „ეგერის დამპყრობელი“ ასევე ის იყო ერთ- ერთი დიდი ვეზირი, რომელიც ფლობდა კარგ სამხედრო ძალას. მან ხელი შეუწყო სახელმწიფოს განმტკიცებას და სახელმწიფოს შემოსავლების კონტროლს.
1599 წელს დაიპყრო კანიჟე და მის მმართველად დანიშნა თირიაქი ჰასან-ფაშა. კანიჟე გარდაიქმნა თურქული თავდასხმების ცენტრად ცენტრალურ ევროპაში. 1601 წლის სექტემბერში, უზარმაზარი ავსტრიული არმიის მცდელოდა დაებრუნებინათ ციხე თირიაქი ჰასან ფაშამ ჩაშალა. დამატ იბრაჰიმ-აშა გარდაიცვალა ამავე წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN:978-975-16-0010) say. 351-359
- Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi
- Tektaş, Nazım. (2009), Sadrâzamlar - Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı. İstanbul:Çatı Kitapları. ISBN: 9789758845000'
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Necdet Sevinç (1985). Osmanlı sosyal ve ekonomik düzeni. Üçdal Neşriyat. „Damat İbrahim Paşa — Milliyeti : Boşnak yahut Hırvat,“