შინაარსზე გადასვლა

დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესია (ტაგალ. Iglesia Filipina Independiente) ან აგლიპაის ეკლესია — რეფორმატორული რელიგიური მიმდინარეობა ფილიპინებზე. მისი დამაარსებელი გრეგორიო აგლიპაი მღვდლად ყოფნის დროს მონაწილეობდა ფილიპინელთა ანტიესპანურ აჯანყებაში (1896-1898), რის გამოც განკვეთეს კათოლიკური ეკლესიისაგან. 1899-1901 წლებში ამერიკა-ფილიპინების ომის დროს იგი ფილიპინების რესპუბლიკის არმიის გენერალური ვიკარი გახდა. 1902 წელს დააარსა და ეპისკოპოსის წოდებით სახელწოდებით თვითონვე ჩაუდგა სათავეში პროტესტანტული ტიპის დამოუკიდებელ ანუ ეროვნულ ეკლესიას, რომელიც აგლიპაის ეკლესიის ასხელითაა ცნობილი. აგლიპაიმ წმინდანებად შერაცხა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გმირები, რის გამოც მისმა მიმდევრებმა 1939 წლისთვის 1.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი შეადგინა.