ლიახვი
ლიახვი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
ქალაქები | ჯავა, ცხინვალი, გორი |
სათავე |
კავკასიონის მთები 42°32′00″ ჩ. გ. 44°05′42″ ა. გ. / 42.53333° ჩ. გ. 44.09500° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2338 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°58′41″ ჩ. გ. 44°06′01″ ა. გ. / 41.97806° ჩ. გ. 44.10028° ა. გ. |
სიგრძე | 115 კმ |
აუზის ფართობი | 2440 კმ² |
მდინარის სისტემა | ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
— სათავე, — შესართავი | |
ლიახვი ვიკისაწყობში |
ლიახვი, დიდი ლიახვი — მდინარე საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ყელის ვულკანურ მთიანეთში. წარმოიქმნება მდინარეების ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთებით ზღვის დონიდან 2338 მ-ზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან ქალაქ გორთან. სიგრძე მდინარე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ, აუზის ფართობი 2440 კმ². მთავარი შენაკადებია ერმანისწყალი, ჯომაღისწყალი, გუდისისწყალი, პატარა ლიახვი და მეჯუდა.
ლიახვის სათავეებში არის 12 მცირე მყინვარი, რომელთა ფართობი 5,5 კმ²-ია. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. წყალმცირობა — ზაფხულ-შემოდგომაზე, რომელსაც წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები არღვევს. მდგარი წყალმცირობაა დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 76 %, შემოდგომაზე — 16 %, ზამთარზე — 8 %, საშუალო წლიური ხარჯი ჯავასთან 20,3 მ³/წმ, მდინარე პატარა ლიახვის შეერთების შემდეგ 47,3 მ³/წმ. ლიახვზე ზამთარში პერიოდულად შეინიშნება ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. იყენებენ სარწყავად. ლიახვიდან გაყვანილია კეხვის, ტირიფონისა და სალთვისის არხები. რწყავს 62 ათას ჰა მიწას.
დიდ ლიახვზე მდებარეობს ასევე ქალაქი ცხინვალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 213.
|