ექრემ ჰუსრევ-ფაშა
გაზი ექრემ ჰუსრევ-ფაშა | |
---|---|
Ekrem Hüsrev Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 6 აპრილი , 1628 |
მმართ. დასასრული: | 25 ოქტომბერი, 1631 |
წინამორბედი: | დამატი ჰალილ-ფაშა |
მემკვიდრე: | ჰაფიზ აჰმედ-ფაშა |
სულთანი: | მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1584 (სავარაუდოდ) |
დაბ. ადგილი: | ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 4 მარტი, 1632 |
გარდ. ადგილი: | თოქათი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
გაზი ექრემ ჰუსრევ-ფაშა (თურქ. Gazi Ekrem Hüsrev Paşa; დ. ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია 1588 — გ. 4 მარტი,1632, თოქათი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ბოსნიელი. დიდი ვეზირი 1628-1631 წლებში, მურად IV-ის დროს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ექრემ ჰუსრევ-ფაშა აღიზარდა ენდერუნის სკოლაში. იყო იანიჩარების აღა 1619–1621 წლებში. 1624 წელს დაინიშნა ბოსნიის ვილაიეთის გამგებლად. 1625 წელს კი- ქიოსემ სულთანმა ის დანიშნა მეოერე ვეზირად. აქტიურად მონაწილეობდა ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლების ომში.
1626 წელს უშედეგოდ გაილაშქრა კავკასიაში, 1628 წელს ამაგრებდა ჰელეს ციხეს, მაგრამ მცირე რაზმის ყოლის გამო დათმო ის. იმავე წელს წარუმატებელი ლაშქრობის გამო სულთანმა დამატი ჰალილ-ფაშა გადააყენა და მის მაგივრად სწორედ ექრემ ჰუსრევ-ფაშა დანიშნა. 1629 წელს დიდი როლი ითამაშა გიორგი სააკაძისა და მისი ოჯახის წევრების სიკვდილით დასჯაში. იმავე წელს აუმხედრდა ჰაფიზ აჰმედ-ფაშას. მისმა ახირებებმა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი იმპერია ანარქიაში ჩააგდო.
1631 წლის 25 ოქტომბერს მისი 3 წლიანი ვეზირობა დასრულდა. სულთან მურადმა ექრემ ჰუსრევ-ფაშას წაართვა დიდი ვეზირის ბეჭედი და ის ჰაფიზ აჰმედ-ფაშას უბოძა, ექრემ-ფაშა კი თოქათის ბეგლარბეგად დანიშნა. 1632 წლის თებერვალში დედა-ქალაქში მოხდა დიდი აჯანყება. იანიჩარებმა ჰაფიზ აჰმედ-ფაშა მოკლეს და სულთანს ტახტიდან ჩამოგდებით დაემუქრნენ. ოსმალებმა ამ ამბოხის უკან ექრემ ჰუსრევ-ფაშა დაინახეს და სულთნის ბრძანებით, 1 თვის შემდეგ სიცოხლეს გამოასალმეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ayhan Buz: Osmanlı sadrazamları, Neden Kitap, İstanbul, 2009, ISBN 978-975-254-278-5 p.92 Jump up ^
- Joseph von Hammer: Osmanlı Tarihi (condensation: Mehmet Ata) Milliyet Yayınları, İstanbul, cilt II pp 200–201 Jump up ^
- Prof.Yaşar Yücel-Prof Ali Sevim: Türkiye Tarihi III, AKDTYKTTK Yayınları, 1991, p 69-71