შინაარსზე გადასვლა

ვერცხლის ჰალოგენიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვერცხლის ჰალოგენიდები)

ვერცხლის ჰალოგენიდივერცხლის ქიმიური ნაერთი ჰალოგენთან. კარგადაა შესწავლილი ერთვალენტოვანი ვერცხლის ჰალოგენიდები: ფთორიდი, ქლორიდი, ბრომიდი, იოდიდი. ცნობილია აგრეთვე და (ძლიერი მჟანგველი). კრისტალები უფერულია, თეთრი, და შეფერილია ყვითლად. დნობის ტემპერატურა ტოლია 435°C, — 457.5°C, — 430°C (700°C-მდე გახურებისას იშლება), — 555°C. ვერცხლის ჰალოგენიდები, გარდა ფთორიდებისა, წყალში ცუდად იხსნება, ამიაკში გახსნისას წარმოქმნიან კომპლექსურ ამიაკატებს. ვერცხლის ჰალოგენიდებს ღებულობენ ჰალოგენებისა და ვერცხლის უშუალო ურთიერთქმედებით მაღალ ტემპერატურაზე. იყენებენ კოსმოსური გამოსხივების დეტექტორად, მედიცინაში; — ორგანულ სინთეზში კატალიზატორად. ანალოგურ ფოტოგრაფიაში ვერცხლის ჰალოგენიდებს იყენებენ შუქმგრძნობიარე ფოტო- და კინომასალების წარმოებისას.