შინაარსზე გადასვლა

ვიკარიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიკარიუსი (ლათ. vicarius — „მოადგილე“, „ნაცვალი“) — ისტორიულ ეკლესიებში, ეპისკოპოსი ეპარქიის გარეშე, რომელიც დახმარებას უწევს სხვა ეპისკოპოსებს ეპარქიის მართვა-გამგეობაში. ის შეიძლება იყოს, როგორც ეპარქიალური ეპისკოპოსის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ან სხვადასხვა გარიგებებში გააჩნდეს წარმომადგენლის სტატუსი.

კანონიკური სამართლის კოდექსი ვიკარიუსთა სხვადასხვა ტიპებს განასხვავებს:

  • სამოციქულო ვიკარიუსი: პაპის სახელით მართავს ღმრთის ხალხის განსაზღვრულ ნაწილს, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული დიოცეზად (CIC, კან. 371);
  • გენერალური ვიკარიუსი: ეპისკოპოსის მიერ დანიშნული პირი, რომელიც ეხმარება მას დიოცეზის მართვაში (CIC, კან. 475). გენერალური ვიკარიუსის განსაკუთრებული ტიპია პაპის მიერ დანიშნული კარდინალი ვიკარიუსი, რომელიც მისი სახელით მართავს რომის დიოცეზს; თავის მხრივ, კარდინალ ვიკარიუსს ეხმარებიან (პაპის მიერ დანიშნული და მთავარეპისკოპოსის წოდების მქონე) ვიცეგერენტი და დამხმარე ეპისკოპოსები, რომლებიც მასთან ერთად ქმნიან დიოცეზის საეპისკოპოსო საბჭოს;
  • საეპისკოპოსო ვიკარიუსი: ინიშნება ეპისკოპოსის მიერ და მას ეხმარება დიოცეზის განსაზღვრული ნაწილის ან განსაზღვრული ტიპის საქმეთა მართვაში (CIC, კან. 476);
  • სასამართლო ვიკარიუსი: ინიშნება ეპისკოპოსის მიერ თანამდებობრივად ძალაუფლების მქონე განმსჯელად (CIC, კან 1420);
  • ადგილობრივი ვიკარიუსი: ეწოდება, აგრეთვე, დეკანოზს ან მთავარხუცესს, რომელიც ინიშნება ეპისკოპოსის მიერ და ადგილობრივ ვიკარიატს უძღვება (CIC, კან. 553;
  • საკრებულოს ვიკარიუსი: საკრებულოს წინამძღვრის თანაშემწე (CIC, კან. 545).
  • სავიკარო (ვიკარიატი ან სავიკარიუსო)
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]