შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:ბლოკირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიკიპედია:ბლოკირების წესები)
მალხმობა:
ვპ:ბლოკი

ბლოკირება — ტექნიკური მოქმედება, რომელსაც ახორციელებენ ადმინისტრატორები. ის შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული მომხმარებლის ან IP-მისამართის მიმართ ვიკიპედიის ხუთი პილასტრის დარღვევის შემთხვევაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ვანდალიზმი. ადმინისტრატორებს შეუძლიათ მომხმარებლის განსაზღვრული ან განუსაზღვრელი დროით დაბლოკვა.

ბლოკირება არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც შურისძიება დაშვებული დარღვევებისთვის და არ უნდა იქნას გამოყენებული, სანამ არ ამოიწურება დამრღვევი მომხმარებლის ასეთი ქმედებების დაუშვებლობაში დარწმუნების სხვა საშუალებები.

ნებისმიერ მომხმარებელს აქვს უფლება, შეატყობინოს ადმინისტრატორს სხვა მომხმარებლის არაკორექტული ქცევის შესახებ, ოღონდ საფუძვლიანად უნდა მიუთითოს მიზეზები,[1] თუ რატომ თვლის იგი ამ ქმედებას არაკორექტულად. ამავდროულად მოქმედების განხორციელების ზომის პასუხისმგებლობას ატარებს ადმინისტრატორი, რომელიც ვალდებულია, ყურადღებით შეისწავლოს წარმოქმნილი პრობლემური სიტუაცია და ბლოკირების გამოყენების შემთხვევაში, უნდა დაასაბუთოს მისი აუცილებლობა და არჩეული ხანგრძლივობა.

ამჟამად დაბლოკილი IP მისამართებისა და მომხმარებლების შესახებ იხილეთ ბლოკირებული IP მისამართებებისა და მომხმარებლების სია.

ბოტების ბლოკირება მნიშვნელოვანწილად ხორციელდება ბოტების გამოყენების წესების შესაბამისად.

საფუძვლები ბლოკირებისთვის

ბლოკირების მთავარი მიზანი — პროექტისთვის მომხმარებლის (რომლისადმიც ხორციელდები ეს ზომა) მოქმედებებით გამოწვეული პოტენციური ზიანის თავიდან აცილება. ბლოკირება შეიძლება იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში (სორტირებულია სიმკაცრის მიხედვით):

  1. პროექტის, ფონდ ვიკიმედიის, მომხმარებლებისა და მესამე პირების უფლებების, საკუთრებისა და უსაფრთხოებისადმი ზიანის უშუალო არიდებისთვის. აქ მოიაზრება ბლოკირება პროექტის, ფონდისა და მომხმარებლებისადმი მუქარის შემთხვევაში; მოქმედებების, რომლებიც პირდაპირ ემუქრება პროექტს, ფონდსა და მომხმარებლებს (მაგალითად, სასამართლო დევნები); პირადი ინფორმაციის გათქმის მცდელობების დროს (რომლებიც არ არის დაკავშირებული ვიკიპედიის წესების დარღვევის გამოვლენასთან) და თანამედროვეთა ბიოგრაფიების წესების ან საავტორო უფლებების ბოროტი დარღვევის შემთხვევაში.
  2. იმ მომხმარებლის მიმართ, რომლის მოქმედებებიც ზიანს აყენებს შიგთავსს, ატმოსფეროს ან ვიკიპედიის ნორმალურ ფუნქციონირებასა და მის სხვა მონაწილეებს. ბლოკირება შეიძლება განხორციელდეს, თუ მონაწილე განმარტებებისა და გაფრთხილებების შემდეგ სისტემატიურად ან მიზანმიმართულად ახორციელებს მოქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება წესებსა და საზოგადოებაში დამყარებულ კონსენსუსს. ამგვარი ბლოკირების მაგალითის სახით შეიძლება განვიხილოთ ვანდალიზმთან, სპამთან, ორიგინალურ კვლევებთან, რედაქტირების ომებთან, რამდენიმე ანგარიშით მოქმედებასთან, პირად თავდასხმებთან, მონაწილეების დევნასთან, არაეთიკურ ქმედებებთან, მომხმარებლის ანგარიშის დაუშვებელ სახელწოდებასა (რომელიც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს ან ჰგავს სხვა მომხმარებლის სახელს) და ვიკიპედიის წესებთან თამაშთან დაკავშირებული სისტემატიური ან აშკარად ავი განზრახვის მქონე დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ბლოკირება.
  3. უკვე არსებული ბლოკირებებისთვის გვერდის ავლის არიდებისა და აღმოფხვრის მიზნით. დამატებით ანგარიშები, რომლებიც გამოიყენება ბლოკირების თავიდან ასაცილებლად ან ისეთი მოქმედებების განსახორციელებლად, რომლებმაც შეიძლება ბლოკირება გამოიწვიოს, უნდა დაიბლოკოს უვადოდ. ამავდროულად მომხმარებელს, რომელიც ბლოკირებისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ბლოკირების ვადა უნდა გაუახლდეს. ასევე შესაძლებელია ისეთი ანგარიშების დაბლოკვა, რომლებთან წვდომაც ხორციელდება მხოლოდ ანონიმური პროქსი-სერვერებიდან.
  4. „საერთო ანგარიშების“ მიმართ, ანუ ისეთი ანგარიშების, რომლებიც გამოიყენება ერთდროულად რამდენიმე ადამიანის მიერ. ბლოკირება ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უკიდურესი ზომა მაშინ, როცა სერიოზული საფუძვლები არსებობს საიმისოდ, რომ ეჭვი იქნას შეტანილი ანგარიშის გატეხვაში.
  5. ანგარიშის შეცვლის შემთხვევაში ბლოკირების ჟურნალიდან ცნობების გადასატანად[2], ასევე იმის მოსანიშნად, რომ წინა ბლოკირება არაკორექტული იყო.

ბლოკირების ვადა

ბლოკირება — ზემოქმედების ყველაზე რადიკალური ზომა, რომელიც მოიაზრებს აკრძალვას დაბლოკილი მომხმარებლის ნებისმიერი წვლილისა — როგორც პროექტისთვის საზიანოსი, ასევე პოტენციურად სასარგებლოსი. ეს ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული ბლოკირების ხანგრძლივობის განსაზღვრისას.

ერთჯერადი დარღვევის შემთხვევაში ბლოკირების ვადა რეკომენდირებულია დაყენდეს ერთი საათიდან ერთ დღემდე, მაგრამ ანალოგიური ქმედების ან მჭიდროდ დაკავშირებული დარღვევის განმეორების შემთხვევაში ბლოკირების ვადა ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს. ამავდროულად არ არის საჭირო იმ მომხმარებლების ბლოკირების ვადის გაზრდა, რომლებიც უკანასკნელი ბლოკირებიდან მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში არ უშვებდნენ სერიოზულ დარღვევებს (სხვა სიტყვებით, ყურადღება არ უნდა მიექცეს შორეულ წარსულში განხორციელებულ ბლოკირებებს). ბლოკირების ვადის მითითების დროს ყურადღება უნდა მიექცეს დარღვევების რეგულარობას, სისტემატურობასა და ბოროტ განზრახვას.

სტატიკური IP-მისამართების ბლოკირების ვადა, ზოგადად, არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. დინამიკური მისამართების ბლოკირებას აზრი აქვს მხოლოდ ამ მისამართის შეცვლამდე (როგორც წესი — ერთი დღე-ღამე). IP-მისამართების დიაპაზონები, ასევე სტატიკური IP-მისამართები, რომელთა შესახებაც წინასწარაა ცნობილი, რომ ისინი რამდენიმე მომხმარებლის მიერ ერთდროულად გამოიყენება (სკოლები, უნივერსიტეტები, კომპანიები), დარღვევის შემთხვევაში უნდა დაიბლოკოს არაუმეტეს ერთი თვის ვადით. მაანონიმიზირებელი პროქსი-სერვერები უნდა დაიბლოკოს არანაკლებ ერთი წლის ვადით.

თუ ახლახან დარეგისტრირებული მონაწილე ახორციელებს აშკარად საზიანო მოქმედებას (ვანდალიზმი, ტროლინგი, მაპროვოცირებელი სახელებით რეგისტრაცია), მისი დაბლოკვა პირდაპირ უვადოდაც შეიძლება.

ბლოკირებისთვის გვერდის ავლის შემთხვევაში საწყისი ბლოკირების ვადა უნდა განახლდეს, ხოლო ანგარიში, რომლითაც განხორციელდა გვერდის ავლა, უნდა დაიბლოკოს უვადოდ. საერთო და გატეხილი[3] ანგარიშები უნდა დაიბლოკოს უვადოდ.

ტექნიკური ბლოკირებები, რომლებიც დაკავშირებულია მანამდე გამოყენებადი ანგარიშების ბლოკირების ჟურნალიდან ცნობების გადატანასთან ან ბლოკირების არაკორექტულობის მითითებასთან, ყენდება ერთი წამის ხანგრძლივობით.

როცა ბლოკირება საჭირო არ არის

მალხმობა:
[[ვპ:არდაბლოკო]]

ბლოკირების განხორციელებისას ადმინისტრატორი უნდა დარწმუნდეს, რომ მომხმარებელმა იცოდა იმის შესახებ, რომ მისი მოქმედებები ეწინააღმდეგებოდა პროექტის წესებსა და ჩვეულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროა, ჯერ მომხმარებელს მიეცეს გაფრთხილება, მიეთითოს შეცდომებზე, შესთავაზოთ, შეწყვიტოს მოქმედებები, რომლებიც პროექტის წესებს ეწინააღმდეგება და მისცეთ შესაბამისი ბმულები ამ წესებზე. აშკარა შემთხვევებში (მაგალითად, მასობრივი ვანდალიზმის, არაორაზროვანი მუქარისა და შეურაცხყოფის, ბლოკირებისთვის აშკარა გვერდის ავლის დროს) ან ექსტრემალურ სიტუაციებში ადმინისტრატორს უფლება აქვს, დაადოს ბლოკი წინასწარი გაფრთხილებისა და საზიანო მოქმედებების შეწყვეტის თხოვნის გარეშე.

იხელმძღვანელეთ კეთილი განზრახვების წესებით. ეჭვის შემთხვევაში აჯობებს, მიიღოთ ნაკლებად მკაცრი მოქმედების ზომები და/ან კონსულტაცია მოახდინოთ სხვა მომხმარებლებთან.

მიზანშეწონილი არ არის მომხმარებელთა დაბლოკვა ისეთ სიტუაციებში, როდესაც უკვე მიღებულ იქნა სხვა ტიპის ზომა (მაგალითად, გაფრთხილება), თუ მომხმარებელმა ცხადჰყო, რომ არ აპირებს ანალოგიური საზიანო მოქმედებების განხორციელებას, ან თუ ამ მოქმედებების განხორციელებიდან დიდი ხანი გავიდა.

თუ ადმინისტრატორი კონფლიქტურ სიტუაციაშია მომხმარებელთან ან წარმოადგენს მუქარის, შეურაწყობისა და სხვა საზიანო მოქმედების ადრესატს, მან თავი უნდა შეიკავოს ბლოკირებისგან და მიმართოს სხვა ადმინისტრატორებს. გამონაკლისს წარმოადგენს სიტუაციები, როდესაც მომხამრებლის დესტრუქციული ქმედება აშკარა და უდავოა (ვანდალიზმის, თანამედროვეთა ბიოგრაფიების წესების დარღვევის და სხვა მოქმედებების დროს), ასევე სიტუაციები, როდესაც მონაწილე სისტემატიურად ახდენს კონფლიქტების პროვოცირებას სხვადასხვა ადმინისტრატორებთან.

რეკომენდირებული არ არის მომხმარებლების დაბლოკვა მათივე თხოვნით, თუკი არ არსებობს ობიექტური მიზეზები, რომლებიც ჩამოთვლილია სექციაში „საფუძვლები ბლოკირებისთვის“, აგრეთვე თვითბლოკირება. დაუშვებელია თვითბლოკირება პარამეტრით „ავტომატურად დაბლოკეთ მომხმარებლის მიერ გამოყენებული IP-მისამართები“, თუკი ეს IP-მისამართი შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა მომხმარებლების მიერ.

იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრატორს უკვე რამდენიმეჯერ ჰყავს მომხმარებელი დაბლოკილი ანალოგიური დარღვევებისთვის, მისთვის რეკომენდირებულია განმეორებითი დაბლოკვისგან თავის შეკავება, გარდა აშკარა ვანდალიზმის შემთხვევებისა. ეს რეკომენდაცია არ მოქმედემს, თუ ადმინისტრატორი ბლოკირებას იყენებს შუამავლობითი ან დამრიგებლობითი ფუნქციების განხორციელებისას.

სქოლიო

  1. სასურველია ვიკიპედიის გვერდების ვერსიების კონკრეტული სხვაობების ბმულების სახით.
  2. თუ მომხმარებელს, რომელმაც მთავარი ანგარიში შეცვალა, აქვს ახლახან განხორციელებული ბლოკირებები, საჭიროა, ბლოკირების აღწერაში მიეთითოს მისი ძველი ანგარიშის ბლოკირების ჟურნალის ბმული ან უკანასკნელი ბლოკირებების შესახებ ინფორმაცია აისახოს სხვა გზით. ასევე შესაძლოა ამგვარი ჩანაწერის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ახალ ანგარიშზე მომხმარებელი აგრძელებს სისტემატიურ დარღვევებს.
  3. ანუ ისეთი ანგარიშები, რომელთა მიმართებაშიც არსებობს იმის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ანგარიში სხვა მომხმარებელმა გამოიყენა.