შინაარსზე გადასვლა

თადეოზი (იორამაშვილი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თადეოზი (მეუფე))
თადეოზი
მარაბდელი მიტროპოლიტი

მეუფე თადეოზი
პროვინცია ფშავ-ხევსურეთი
ეპარქია თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1979
პირადი მონაცემები
საერო სახელი მირიან იორამაშვილი
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1946
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი, 2015
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მიტროპოლიტი თადეოზი (ერისკაცობაში — მირიან გაიოზის ძე იორამაშვილი; დ. 12 ოქტომბერი, 1946, ფლავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი — გ. 19 იანვარი, 2015) — თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი. 2013 წლის ოქტომბრიდან ტიტულარული ეპისკოპოსი (ეპისკოპოსი ეპარქიის გარეშე) მარაბდელი მიტროპოლიტის წოდებით.

1966 წელს დაამთავრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში.

1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ.

1977 წლის 7 აპრილიდან დიაკვნად დაასხეს ხელი, 1 მაისიდან კი მღვდელმონაზვნად აკურთხეს. იმავე წლის 1 ივნისიდან უწმიდესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად. 1979 აკურთხეს წილკნის ეპისკოპოსად, 1982 წელს კი აგარაკ-წალკის ეპარქია ჩაბარდა. 1984 მანგლელი მთავარეპისკოპოსი იყო 1993 წლამდე, შემდეგ კი, 1995 წელს, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი. 1995 წლიდან 2003 წლამდე ბოლნისისა და დმანისის ეპარქიას ედგა სათავეში. 2003 წლიდან ბოლნისის მთავარეპისკოპოსი გახდა. 2005 წლიდან კი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი. 2010 წლის 2 აგვისტოს ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი. 2013 წლიდან იყო პენსიაზე[1] და ეწოდა მარაბდელი მიტროპოლიტი[2]. კათედრა და რეზიდენცია თიანეთში.

მიტროპოლიტი თადეოზი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2015 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]