შინაარსზე გადასვლა

კაპისის პროვინცია (ავღანეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილაიეთი
კაპისის პროვინცია
کاپیسا
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი Mahmud-i-Raqi
შიდა დაყოფა Alasay, Hesa Awal Kohistan, Hesa Duwum Kohistan, Koh Band, Mahmud Raqi, Nijrab District და Tagab
კოორდინატები 35°00′00″ ჩ. გ. 69.7°00′00″ ა. გ. / 35.00000° ჩ. გ. 69.70000° ა. გ. / 35.00000; 69.70000
ფართობი 1 842 კმ² კმ²
ოფიციალური ენა დარი, პუშტუ და Pashayi
სალაპარაკო ენები დარი
მოსახლეობა 399 500 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 217,64 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30

კაპისის პროვინცია (დარი کاپيسا Kāpisā, პუშტუ کاپیسا) — ავღანეთის ოცდათოთხმეტიდან ერთ-ერთი პროვინცია (ვილაიეთი), მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მაჰმუდრაქი. ტერიტორია მოიცავს 1 842 კმ² 399 500 მცხოვრებით (2009 წლის მონაცემებით). მას ესაზღვრება ავღანეთის 4 პროვინცია - ფანჯშირის პროვინცია, ლაღმანის პროვინცია, ფარვანის პროვინცია და ქაბულის პროვინცია. კაპისას პროვინცია წარმოადგენს ფართობით ყველაზე პატარა რეგიონს, რომელსაც 34-ე ადგილი უკავია.


ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია იყოფა 7 ოლქად. ესენია:

ქუშანო-ეფთალიტები

კაპისა ჯერ კიდევ ძვ. წ. მე-5 საუკუნეში ჩნდება ინდოელი სწავლულის, ლინგვისტის პანინის შრომებში. პანინი მიუთითებს ქალაქ კაპისას, ასევე, კაპისას სამეფოს არსებობის შესახებ, მოიხსენებს კაპისაიანას - ცნობილ ღვინოს კაპისადან. სახელი შემორჩენილია, აგრეთვე, ძვ. წ. მე-2 საუკუნის ინდო-ბერძნული სამეფოს მონეტებზე.

1939 წლის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ღვინო კაპისიანასათვის ქალაქი კაპისა წარმოადგენდა დიდ სავაჭრო ცენტრს. აქ აღმოჩნდა უამრავი სახეობის ჭურჭელი, რაც დამახასიათებელია ღვინით ვაჭრობის გეოგრაფიული ადგილებისათვის. კერძოდ, მრავალრიცხოვანი მინის ჭურჭელი, თევზის ფორმის ღვინის ქილები, ღვინის სასმისები და სხვ.

ამ ადგილებისათვის დამახასიათებელი ყურძენი და ღვინო მოიხსენიება რამდენიმე ძველინდურ თხზულებაში, მათ შორის ეპიკურ პოემა მაჰაბჰარატაში.

პლინიუსის გადმოცემით, ქალაქი კაპისა ჩვ.წ.აღ.მდე მე-6 საუკუნეში გაანადგურა აქემენიდების იმპერიის იმპერატორმა კიროს დიდმა.

644 წელს ამ ადგილებში უმოგზაურია ჩინელ პილიგრიმს სიუან ცანგს, რომლის მიხედვით, კაპისა იმყოფებოდა ბუდისტი ქშატრიების ხელისუფლების ქვეშ. ქშატრიები ათწლეულების მანძილზე იმყოფებოდნენ მეზობელი სახელმწიფოების - ლამპაკას, მაგარაჰარას, განდჰარასა და ბანუს კონტროლის ქვეშ. აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ამ რეგიონში გავრცელებული იყო მრავალი საუკეთესო ჯიშის ცხენი, მოსახლეობა მისდევდა მრავალფეროვანი მარცვლეულისა და ხილის წარმოებას.

კაპისა მაურიების იმპერიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაურიების იმპერია ძვ.წ. 265 წ.

კაპისას პროვინციას თავს დაესხა მაურიების იმპერია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩანდრაგუპტა მაურია. მაურიებმა რეგიონში გაავრცელეს ახალი რელიგიები ინდუიზმი და ბუდიზმი. ისინი გეგმავდნენ ცენტრალური აზიის დიდი ტერიტორიების დაპყრობას მანამდე, სანამ არ შეეჯახნენ უშუალოდ ადგილობრივი ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს ძალებს. როგორც ისტორია გადმოგვცემს, სელევკე I ნიკატორმა მიაღწია შეთანხმებას ჩანდრაგუპტა მაურიასთან მოცემული კონტროლირებადი ტერიტორიების სამხრეთით ჰინდიყუშიდან მაურიებამდე.

ავღანეთის ეს რეგიონი მდიდარია უძველესი არქეოლოგიური ძეგლებით, რომლებიც ჯერ კიდევ სრულყოფილად შესწავლილი არ არის.

არეულობების პერიოდში, როცა ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა სრულად ქვეყნის ტერიტორიებს, უამრავი არქეოლოგიური ძეგლია გაძარცვული კონტრაბანდისტების მიერ, რომლებმაც მრავალი ისტორიული ნივთი გაიტანეს საზღვარგარეთ და გაყიდეს. მხოლოდ 2009/2010 წ.წ. ეროვნული უსაფრთხოების ძალებმა გასაყიდად მომზადებული 27 ისტორიული ნივთი აღმოაჩინეს. ეს ნივთები მიეკუთვნებოდა ძ. წ. IV - ძვ.წ.II საუკუნეებს. რელიქვიების დიდი ნაწილი იყო კოჰისტანის რაიონიდან. ეს ოლქი დიდი ხნის განმავლობაში მიეკუთვნებოდა დელის სასულთნოს, კერძოდ, ხალჯთა დინასტიას.

დღეისათვის აქ განლაგებულია გაერთიანებული კოალიციის ფრანგული ძალები. ოლქში მიმდინარეობს საგზაო-სამშენებლო სამუშაოები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]