კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტი
კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტი | |
---|---|
სომხ. Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտ | |
| |
40°09′56″ ჩ. გ. 44°30′11″ ა. გ. / 40.16556° ჩ. გ. 44.50306° ა. გ. | |
დაარსდა | 2015 |
ქვეყანა | სომხეთი |
მდებარეობა | ერევანი |
ოფიციალური საიტი | https://komitasmuseum.am |
კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტი (სომხ. Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտ) — მუზეუმი, რომელიც დაარსდა 2015 წელს ერევანში, სომხეთის დედაქალაქში. მუზეუმ-ინსტიტუტი მიზნად ისახავს კომიტასიზმის განვითარებას, კომიტასის შემოქმედებითი მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას.
კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტის გახსნა 2015 წლის 29 იანვარს გაიმართა. მუზეუმი მდებარეობს ერევანში, კომიტასის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი აშენდა ყოფილი კულტურის სასახლის ბაზაზე, რომელიც დააპროექტა არქიტექტორმა კორიუნ ჰაკობიანმა 1949 წელს. ახლად შექმნილი სტრუქტურის არქიტექტორია არტურ მესჩიანი. მუდმივი ექსპოზიციის ავტორი და კურატორია ვარდან კარაპეტიანი, მხატვარი-დიზაინერი - ალბერტო ტორსელო. პროგრამა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) სომხეთის ეროვნულმა კომიტეტმა განახორციელა. ფინანსური ხარჯები დაფარა „პიუნიკის“ ადამიანური რესურსების პანსომხური განვითარებისა და „ლუისის“ ფონდებმა.
მუზეუმის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის აშენების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2013 წლის 30 მაისს იქნა მიღებული სომხეთის პრეზიდენტის - სერჟ სარქისიანის წინადადებით. იგი აშენდა ერევანში, კომიტასის პარკში მდებარე კულტურის ყოფილი სასახლის ბაზაზე. ფინანსური ხარჯები „პიუნიკის“ ადამიანური რესურსების განვითარების პანსომხურმა და „ლუისის“ ფონდებმა დაფარეს. მუზეუმის პროექტის ავტორი და არქიტექტორია არტურ მესჩიანი. 2015 წლის 29 იანვარს კი ოფიციალურად გაიხსნა, როგორც „კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტი“, სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია.[1] გახსნას ესწრებოდნენ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, კათალიკოსი გარეგინ II და კილიკიის კათალიკოსი არამ I.[2]
მუზეუმ-ინსტიტუტს აქვს საკონცერტო დარბაზი, მუდმივი ექსპოზიცია და დროებითი გამოფენების შესაძლებლობა. სტრუქტურის ფარგლებში მუშაობს კვლევითი ცენტრი, მუსიკალური სტუდია, ბიბლიოთეკა, გამომცემლობა. გამოფენის ორგანიზებისთვის ახლადდაარსებულ მუზეუმს ეღიშე ჩარენცის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმის, სომხეთის ეროვნული გალერეისა და სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციებიდან გადაეცა სამუზეუმო ნივთები. პირველი შემოწირულობა მუზეუმმა სრულიად სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-სგან მიიღო: კალმის დამჭერი, რომელიც კომპოზიტორმა საჩუქრად მიიღო თაყვანისმცემლებისგან, ბაქოში 1908 წელს ჩატარებული კონცერტის შემდეგ.
კომიტასის ცხოვრება და მოღვაწეობა, მუსიკალური, თეორიული და სულიერი მოღვაწეობა, ასევე მდიდარი საკოლექციო მემკვიდრეობა შეჯამებულია მუზეუმის მუდმივ საგამოფენო დარბაზებში. გამოფენის ავტორი და კურატორი ვარდან კარაპეტიანი, დიზაინერ-მხატვარი ალბერტო ტორსელო. პროგრამა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) სომხეთის ეროვნულმა კომიტეტმა განახორციელა.
მუზეუმის დარბაზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუდმივ ექსპოზიციას უჭირავს მუზეუმის 8-ზე მეტი თემატური დარბაზი. ყველა მათგანში კომპოზიტორის მუსიკა ისმის. თემატური ექსპოზიციებია: „ქრონოლოგია“ (კომიტასის ბიოგრაფია), „კომიტასი და მისი თანამედროვეები (კომიტასის და კულტურის სხვა მოღვაწეთა ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთგავლენა), „კომიტასის აზროვნება“ (კომპოზიტორის პირადი ნივთები და დოკუმენტები), „კომიტასი და მისეული ფოლკლორის კვლევა“ (თავად კომიტასის ჩანაწერები, რომელიც მუსიკალურ ფოლკლორს ეძღვნება), „კომპოზიტორი კომიტასი“ (კომპოზიტორის საავტორო ნაწარმოებები), „კომიტასის საეკლესიო მუსიკა“ (კომიტასის ნაწარმოებები სასულიერო მუსიკის ჟანრში), „კომიტასის გამოსვლები“ (ლექციების ჩანაწერები, რომელსაც კომიტასი კითხულობდა პარიზში, ლოზანაში, ალექსანდრიაში, ტიფლისში, კონსტანტინოპოლსა და სხვა ქალაქებში), „კომიტასის შემდეგ“ (მოგონებები კომიტასზე).
დროებითი საგამოფენო დარბაზში რეგულარულად ეწყობა გამოფენები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნების სხვადასხვა დარგთან (მუსიკა, ფოტოგრაფია, ფერწერა, გრაფიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება და ა.შ.) [3] [4] [5] [6] [7] [8]
გახსნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტი 2015 წლის 29 იანვარს გაიხსნა. გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია ახლად გახსნილი მუზეუმის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.[9] მუზეუმ-ინსტიტუტის გახსნაზე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, სახელმწიფო კომისიის წევრებთან და სტუმრებთან ერთად, კომიტასის სახელობის პანთეონს ეწვია და ყვავილებით შეამკო კომიტასის საფლავი.
გახსნასთან დაკავშირებით ახალგახსნილი მუზეუმის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საზეიმო კონცერტი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტში მოქმედი კვლევითი ცენტრი მიზნად ისახავს კომიტასის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, აგრეთვე კომიტასთან დაკავშირებული საარქივო მასალების საფუძვლიან და სისტემატურ კვლევას. სომხური სასულიერო მუსიკის სხვადასხვა დარგისა და სკოლების ისტორიულ-თეორიული პრობლემების შესწავლა ხაზგასმულია კომიტასის მეცნიერული პრინციპების მიხედვით.
სამეცნიერო სამუშაოები ტარდება შემდეგ სფეროებში:
- კომიტასის არქივი
- კომიტასის საკოლექციო, მუსიკალური და შემოქმედებითი მემკვიდრეობა
- სომხური სასულიერო გალობის უცაინის სისტემა და სხვა.[10]
მუსიკალური ბიბლიოთეკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლიდან კომიტას მუზეუმ-ინსტიტუტში ფუნქციონირებს მუსიკალური ბიბლიოთეკა. აქ არის პროფესიული და მრავალჟანრიანი მუსიკალური ლიტერატურა, ასევე სომხური და მსოფლიო მუსიკის მრავალი დისკი.
საგამომცემლო სახლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტი აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს, დროებით საგამოფენო დარბაზში მოწყობილ გამოფენების სურათებს და სამეცნიერო სტატიების კრებულებს.[10] [11] [12]
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Կոմիտասը և միջնադարյան երաժշտական մշակույթը, Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի տարեգիրք, հատոր Ա, պատասխանատու խմբագիր՝ Տ. Շախկուլյան, Երևան, Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի հրատարկչություն, 2016.
- Կոմիտասը և ավանդական երաժշտական մշակույթը, Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի տարեգիրք, հատոր Բ, պատասխանատու խմբագիր՝ Տ. Շախկուլյան, Երևան, Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի հրատարակչություն, 2017.
- Հնչյուն և լռություն. երաժիշտը և նվագարանը դարերի հոլովույթում, գիտական հոդվածներ և պատկերագիրք, պատասխանաու խմբագիր՝ Հ. Պիկիչյան, ցուցադրության համադրող՝ Ն. Խաչատուրեան, Երևան, Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի հրատարակչություն, 2017.
- Կուտինայի հայկական հախճապակու արվեստը, խմբագիր՝ Ն. Խաչատուրեան. Երևան, Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի հրատարակչություն, 2016.
- Ծառերի հիշողություն. Քեթրին Քուք, ցուցադրության պատկերագիրք, համադրող՝ Ն. Խաչատուրեան, Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտ, 2016.
- Գոյնէն անդին. Ռուբէն Նաճարեան, խմբագիր Ն. Խաչատուրեան, Երևան, Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի հրատարակչություն, 2017.
- Հասկաքաղ. Միհրան Թումաճան (1890-1973), ցուցադրության պատկերագիրք և գիտական հոդվածներ, ցուցադրության համադրող՝ Ն. Խաչատուրեան, խմբագիր՝ Գ. Ամիրաղյան, Երևան, Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի հրատարակչություն, 2018.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტი“ ვიკისაწყობში.
- მუზეუმის საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ԹԱՆԳԱՐԱՆ-ԻՆՍՏԻՏՈՒՏ» ՊԵՏԱԿԱՆ ՈՉ ԱՌԵՎՏՐԱՅԻՆ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՍՏԵՂԾԵԼՈՒ ՄԱՍԻՆ. ციტირების თარიღი: 2015 թ․ նոյեմբերի 15.
- ↑ Տաթևիկ Շախկուլյան, «Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի հիմնադրումը քառորդդարյա պետությունում», Հայոց նորագույն պետականության քառորդ դարը, Երևան, ՀՀ ԳԱԱ «Գիտություն» հրատ., 2017, էջ 149-155
- ↑ «Հնչյուն և լռություն. Երաժիշտը և նվագարանը դարերի հոլովույթում» ցուցադրությունը՝ Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտում
- ↑ «Գոյնէն անդին». Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտում նոր ցուցադրություն է բացվել
- ↑ «Ծառերի հիշողություն»
- ↑ «Հնչյուն և լռություն»
- ↑ «Կուտինայի հայկական հախճապակու արվեստը»
- ↑ «Գոյնէն անդին»
- ↑ Նախագահ Սերժ Սարգսյանը ներկա է գտնվել Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի բացմանը
- ↑ 10.0 10.1 Գիտահետազոտական կենտրոն
- ↑ «Կոմիտասը և ավանդական երաժշտական մշակույթը» տարեգրքի շնորհանես Կոմիտասի թանգարանում, Շողակաթ հ/ը
- ↑ Կոմիտասի թանգարան-ինստիտուտի տարեգիրք, Երևան, 2016