კრავთა დუმილი (რომანი)
„კრავთა დუმილი“ | |
---|---|
The Silence of The Lambs | |
პირველი გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | თომას ჰარისი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სერია | ჰანიბალ ლექტერი |
ჟანრი | ფსიქოლოგიური ჰორორი, თრილერი, დრამა |
გამომცემელი | St. Martin's Press |
გამოცემის თარიღი | 1988 |
მთარგმნელი | ნიკა სამუშია |
ქართულად გამოიცა | 2016 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) |
წინამორბედი | წითელი დრაკონი |
მომდევნო | „ჰანიბალი“ |
ISBN | 0-312-02282-4 |
„კრავთა დუმილი“ (ინგლ. The Silence of the Lambs) — თომას ჰარისის რომანი, რომელიც პირველად გამოიცა 1988 წელს. იგი წარმოადგენს მწერლის წინამორბედი რომანის — „წითელი დრაკონის“ გაგრძელებას. ორივე რომანი კაციჭამია სერიულ მკვლელზე, ჰანიბალ ლექტერზე მოგვითხრობს. იგი ამჯერად გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალგაზრდა აგენტს, კლარის სტარლინგს უპირისპირდება. „კრავთა დუმილმა“ მოიპოვა ბრემ სტოკერის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რომანი.[1] 1991 წელს რეჟისორმა ჯონათან დემმა რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო, რომელმაც ხუთი ოსკარი მოიპოვა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ეფ-ბი-აის“ ქცევათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც სერიულ მკვლელობებს იძიებს, ჯეკ კროფორდი, ახალგაზრდა სტუდენტს, კლარის სტარლინგს, კანიბალი მკვლელი ჰანიბალ ლექტერის დაკითხვას ავალებს, რომელიც ცხრა ადამიანის მკვლელობისთვის სასჯელს ფსიქიკურად ავადმყოფი დამნაშავეების საავადმყოფოში იხდის.
კროფორდის მიზანი ლექტერის საშუალებით სერიული მკვლელი „ბუფალო ბილის“ კვალზე გასვლაა, რომელიც ახალგაზრდა ქალებს იტაცებს, ორი კვირის შემდეგ კლავს და ატყავებს, ხოლო გვამს მდინარეში აგდებს. გამოძიების მანძილზე კლარისი ინფორმაციის მოსაპოვებლად პერიოდულად სტუმრობს ლექტერს. მათ შორის უცნაური ურთიერთობა ყალიბდება, რასაც ლექტერი Quid pro quo-ს ეძახის — „ბუფალო ბილზე“ ფარული მინიშნებების სანაცვლოდ სტარლინგი ლექტერს თავისი ბავშვობის შესახებ უყვება.
კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრიტიკოსებმა და ტრანსგენდერმა აქტივისტებმა რომანს ბუფალო ბილის პორტრეტის გამო ტრანსფობიური და ჰომოფობიური უწოდეს.[2] წიგნი ასევე გააკრიტიკა ფემინისტმა ავტორმა, ჯულია სერანომ ტრანსსექსუალი ადამინის ფსიქიკურად შეშლილი პორტრეტის გამო.[3] მსგავსი შინაარსის პროტესტი რომანის ეკრანიზაციის წინააღმდეგაც გაჩნდა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Past Stoker Award Nominees & Winners. Horror Writers Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 4 July 2009.
- ↑ Miller, Laura. Can Thomas Harris Escape the Shadow of Hannibal Lecter?. Slate. ციტირების თარიღი: 2019-07-21.
- ↑ Serano, Julia (2007). Whipping Girl. Seal Press, გვ. 256.
- ↑ Lane, Anthony. Postscript: Jonathan Demme (1944-2017). The New Yorker. ციტირების თარიღი: 2019-07-21.