შინაარსზე გადასვლა

კურო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კურო (ცხოველი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კურო (მრავალმნიშვნელოვანი).
ჩაროლაზიური კურო

კურო — მამალი მსხვილი რქოსანი საქონელი. მწარმოებელი კურო ფურზე მაღალია, აქვს მასიური ტანი (წინა ნაწილი უფრო განვითარებულია, ვიდრე უკანა). სქელი კისერი, ფართო და ღრმა მკერდი, მომრგვალებული მხრები, დიდთავიანია. სარძევე ჯიშის კუროს ცოცხალი მასა 750-850 კგ, სახორცისა — 700-1200 და მეტი კგ. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-8 თვისა. ადრეული ჯიშის კუროს დასაგრილებლად უშვებენ 14-16 თვისას, საგვიანოს — 16-18 თვისას. სანაშენედ არჩევენ საუკეთესო კუროებს. ამისათვის ითვალისწინებენ ჯიშიანობას, წარმოშობას, ექსტერიერს, კონსტიტუციას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, სქესობრივ აქტივობას, შთამომავლობის ხარისხს. მეურნეობაში კუროს იყენებენ 6-8 წლის განმავლობაში, ზოგიერთი კურო პოტენციას 12-14 წლამდე ინარჩუნებს. თავისუფალი დაგრილების დროს თითოეული კუროს დატვირთვაა 50-70 ფური, მიყვანით დაგრილებისას — 150—200.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კურო&oldid=4301915“-დან