შინაარსზე გადასვლა

კურსკის ბრძოლა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურსკის ბრძოლა
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი

«სს» ის მეორე სატანკო დივიზიის ჯარისკაცები და ტანკი Tiger I
თარიღი 5 ივლისი 1943 - 23 აგვისტო 1943 (1 თვე და 18 დღე)
მდებარეობა კურსკი, სსრკ
შედეგი წითელი არმიის გამარჯვება
მხარეები
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მეთაურები
მანშტაინი, ერიხ ფონ

კლუგე, ჰანს გიუნთერ ფონ
ვალტერ მოდელი
ჰერმან ჰოთი
ვერნერ კემფი

გიორგი ჟუკოვი

კონსტანტინე როკოსოვსკი
ივანე კონევი
ნიკოლოზ ვატუტინი

ძალები
ოპერაცია ციტადელი

780 900 ადამიანი
2928 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
9966 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი

საბჭოთა კონტრშეტევის დროს

940 900 ადამიანი
3253 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
9467 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი
2110 თვითმფრინავი

ოპერაცია ციტადელი

1 910 361 ადამიანი
5128 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
25 013 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი

საბჭოთა კონტრშეტევის დროს

2 500 000 ადამიანი
7360 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
47 416 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი
2792 თვითმფრინავი

დანაკარგები
ოპერაცია ციტადელი

54 182 ადამიანი
323 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
600 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი დაზიანდა
159 თვითმფრინავი
500 ქვემეხი

კურსკის ბრძოლა

198 000 ადამიანი
760 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
681 თვითმფრინავი

ოპერაცია ციტადელი

177 847 ადამიანი
1614 - 1956 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
459 თვითმფრინავი

კურსკის ბრძოლა

254 470 ადამიანი დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა
608 833 ადამიანი დაიჭრა
863 000 სულ
6064 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
1626 - 1961 თვითმფრინავი
5244 ქვემეხი

კურსკის ბრძოლა ვიკისაწყობში

კურსკის ბრძოლასაბჭოთა არმიის საბრძოლო მოქმედება კურსკის შვერილის რაიონში დიდი სამამულო ომის (1941-45) დროს, 1943 წლის 5 ივლისიდან 25 აგვისტომდე, ფაშისტური გერმანიის ჯარების დიდი შემოტევის ჩასაშლელად და მათ გასანადგურებლად.

ოპერაცია „ციტადელი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღმოსავლეთის ფრონტი (ოპერაცია ციტადელი)

კურსკის ბრძოლა იყოფა თავდაცვითი ბრძოლების და კონტრშეტევის პერიოდებად. სტალინგრადის ბრძოლაში (1942-43) და საბჭოთა არმიის ზამთრის შეტევის დროს დამარცხების შემდეგ ფაშისტური გერმანიის სარდლობამ დაკარგული სტრატეგიული ინიციატივის დაბრუნების მიზნით სსრკ-გერმანიის ფრონტზე დიდი შეტევის წამოწყება გადაწყვიტა. შეტევისათვის გერმანიის სარდლობამ შეარჩია მისი არმიების განლაგებაში ღრმად შეჭრილი ე. წ. კურსკის შვერილი. გერმანიამ აქ თავი მოუყარა 50 მდე დივიზიას, 2 სატანკო ბრიგადას, 3 ცალკე სატანკო ბატალიონს და საიერიშო ქვემეხების 2 დივიზიონს, რომლებიც შედიოდნენ არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ მე-9 და მე-2 არმიებში, და არმიათა ჯგუფ „სამხრეთის“ მე-4 სატანკო არმიასა და ოპერატიულ ჯგუფ „კემპში“. გარდა ამისა, დამრტყმელი დაჯგუფების ფლანგებს ემიჯნებოდა დაახლოებით 20 დივიზია. ოპერაცია მიზნად ისახავდა კურსკის მიმართულებაზე მოულოდნელი შემხვედრი დარტყმებით საბჭოთა არმიის დაჯგუფების გარემოცვასა და განადგურებას, წარმატების შემთხვევაში — შეტევის განვითარებას. ოპერაციას „ციტადელი“ უწოდეს. საბჭოთა არმიას ყველა შესაძლებლობა ჰქონდა კურსკის შვერილის რაიონში თვითონ გადასულიყო შეტევაზე, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკმა 12 აპრილს განზრახ მოწყობილ და წინასწაარ დაგეგმილ თავდაცვაზე გადასვლა გადაწყვიტა, რათა საბჭოთა ჯარებს მესამე რაიხის დამრტყმელი დაჯგუფებები მოექანცათ და შემდეგ კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ, დაესრულებინათ მათი განადგურება და საერთო შეტევა წამოეწყოთ სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე. ცენტრალური ფრონტის ჯარები იცავდნენ კურსკის შვერილის ჩრდილოეთ მხარეს, ვორონეჟის ფრონტის ჯარები — სამხრეთ მხარეს. მათ ზურგში დაჯგუფდა მძლავრი სტრატეგიული რეზერვი სტეპის ფრონტი. ფრონტების მოქმედებათა კოორდინაცია დაეკისრათ მთავარბანაკის წარმომადგენლებს — საბჭოთა კავშირის მარშლებს გეორგი ჟუკოვსა და ალექსანდრე ვასილევსკის.

სატანკო ბრძოლა

აპრილ-ივნისში კურსკის შვერილზე შეიქმნა 300 კმ სიღრმის 8 თავდაცვითი ზღუდე. ცენრტალური და ვორონეჟის ფრონტების შემადგენლობაში ივლისის დამდეგს იყო 130 ათასი კაცი, 20 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, დაახლოებით 3600 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი, 2800-ზე მეტი თვითმფრინავი. მესამე რაიხის ჯარების შეტევაზე გადმოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე საბჭოთა ჯარებმა განახორციელეს ძლიერი საარტილერიო და საავიაციო კონტრმომზადება, რომელმაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და ხელიდან გააშვებინა მოულოდნელი დარტყმის უპირატესობა. 5 ივლისს კურსკის ჩრდილოეთ მხარეს ფაშისტური გერმანიის ჯარები შეტევაზე გადმოვიდნენ. მათ მთავარი დარტყმა ოლხოვატკის მიმართულებით წარმართეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. მაშინ მთავარი დარტყმა პონირის მომართულებით გადაიტანეს, მაგრამ აქაც ვერ შეძლეს საბჭოთა ჯარების თავდაცვის გარღვევა. მე-9 არმია, რომელმაც ტანკების ⅔ დაკარგა თავდაცვაზე გადავიდა. კურსკის შვერილის მარცხენა მხარეს გერმანიის ჯარების დარტყმა მე-6 და მე-7 გვარდიის არმიებმა მიიღეს. გერმანელებმა ამ მიმართულებით ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი უპირატესობა შექმნეს და შეეცადნენ გაჭრილიყვნენ ობოიანისა და კოროჩის მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ უდიდესი დანაკარგით 35 კმ-ით წაიწიეს წინ და იძულებული გახდნენ მთავარი დარტყმა პროხოროვკის მიმართულებით გადაეტანათ. სტრატეგიული რეზერვებით გაძლიერებულმა საბჭოთა ჯარებმა თავდაცვის ზოლში შემოჭრილ გერმანელთა დაჯგუფებას მძლავრი კონტრდარტყმით უპასუხეს.

12 ივლისს პროხოროვკის რაიონში მოხდა ომების ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა. მხოლოდ ერთი დღის ბრძოლაში გერმანელებმა დაკარგეს 350-ზე მეტი ტანკი და 10 ათასზე მეტი კაცი. 12 ივლისს კურსკის ბრძოლაში გარდატეხა მოხდა, გერმანელები თავდაცვაზე გადავიდნენ, ხოლო 16 ივლისს უკან დახევა დაიწყეს. 19 ივლისიდან ვორონეჟისა და სტეპის ფრონტების ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე საწყის პოზიციებზე უკუაგდეს. ოპერაცია „ციტადელი“ ჩაიშალა. გერმანელებმა ვერ მიაღწიეს ომის მსვლელობაში თავისთვის სასარგებლო გარდატეხის მიღწევას. 12 ივლისს დასავლეთის და ბრიანსკის ფრონტების ჯარებმა ორიოლის რაიონში წამოიწყეს შეტევა გერმანელთა მე-2 სატანკო და მე-9 არმიების წინააღმდეგ. გერმანელებმა აქ მძლავრი თავდაცვა შექმნეს. დასავლეთ ფრონტის შეტევის მთავარ მიმართულებაზე მოქმედება მე-11 გვარდიის არმიამ 13 ივლისს გერმანელთა თავდაცვა 25 კილომეტრის სიღრმეზე გაარღვია. ბრიანსკის ფრონტის 61-ე, მე-3 და 63-ე არმიებმა 8, 14, და 15 კმ-ით წაიწიეს წინ. შეტევა მალე ფართო ფრონტზე გაიშალა, ამით ცენტრალური ფრონტის ჯარებს პირობები შეექმნათ კრომის მიმართულებით კონტრშეტევის დაწყებისათვის. უმაღლესი მთავარსარდლის რეზერვიდან ბრძოლაში ჩაებნენ მე-3 და მე-4 სატანკო და მე-11 არმიები. გერმანელები იძულებული გახდნენ ორიოლის პლაცდარმი მიეტოვებინათ და „ჰაგენის“ პოზიციაზე გადასულიყო. 29 ივლისს გაათავისუფლეს ბოლხოვი, 5 აგვისტოს — ორიოლი. კონტრშეტევა საბჭოთა ჯარების საერთო შეტევად გადაიზარდა.

კონტრშეტევა

ბელგოროდ-ხარკივის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ ვორონეჟისა და სტეპის ფრონტის ჯარები სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ჯარებთან თანამოქმედებით. 3 აგვისტოს მძლავრი საარტილერიო და საავიაციო მომზადების შემდეგ, დაიწყო საბჭოთა ჯარების კონტრშეტევა. 5 აგვისტოს გაათავისუფლეს ბელგოროდი, 7 აგვისტოს ბოგოდუხოვი. მე-5 გვარდიის სატანკო არმიის შენაერთებმა ლიუბოტინის მიმართულებით შეუტიეს. 11 აგვისტოს ვორონეჟის ფრონტის ჯარებმა ხარკივ-პოლტავის რკინიგზა გადაჭრეს. სტეპის ფრონტის ჯარებმა 23 აგვისტოს გაათავისუფლეს ხარკივი. შეტევის დროს საბჭოთა ჯარებმა 140 კმ-ით წაიწიეს წინ და მარცხენა ნაპირის უკრაინის გასათავისუფლებლად და დნეპრის გადასალახავად საერთო შეტევაზე გადასვლისათვის ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს.

ფაშისტური გერმანიის მარცხი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურსკის 50 დღიან ბრძოლებში განადგურდა გერმანელთა 30 დივიზია და მწყობრიდან გამოვიდა ნახევარ მილიონზე მეტი კაცი. საბჭოთა ავიაცია საბოლოოდ გაბატონდა ჰაერში. კურსკის ბრძოლის წარმატებას ხელი შეუწყო პარტიზანთა აქტიურმა მოქმედებამ. არმიამ საბოლოოდ განამტკიცა სტრატეგიული ინიციატივა. 1943 წლის გამარჯვებებს შორის კურსკის ბრძოლა იყო გადამწყვეტი, რომელმაც განაპირობა ძირეული გარდატეხა დიდი სამამულო ომისა და მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში, უზრუნველყო 1943 წლის ბოლოსათვის მარცხენა ნაპირის უკრაინის გათავისუფლება და გერმანელთა თავდაცვის შემუსვრა დნეპრზე. ფაშისტური გერმანიის სარდლობა იძულებული გახდა უარი ეთქვა შეტევით სტრატეგიაზე და მთელ ფრონტზე თავდაცვაზე გადავიდა. ამის შედეგად განხორციელდა ინგლის-ამერიკის ჯარების გადასხმა სიცილიაზე და იტალიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]