შინაარსზე გადასვლა

ლანჭოუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
ლანჭოუ
兰州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია განსუ
შიდა დაყოფა Chengguan District, Qilihe District, Xigu District, Anning District, Honggu District, Yongdeng County, Gaolan County და Yuzhong County
კოორდინატები 36°03′38″ ჩ. გ. 103°49′36″ ა. გ. / 36.06056° ჩ. გ. 103.82667° ა. გ. / 36.06056; 103.82667
ფართობი 13,086.9[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 1572 მეტრი
მოსახლეობა 4,359,446[2] კაცი
სიმჭიდროვე 1,700 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0931
საფოსტო ინდექსი 730000
საავტომობილო კოდი 甘A
ოფიციალური საიტი lanzhou.gov.cn
ლანჭოუ — ჩინეთი
ლანჭოუ

ლანჭოუ (გამარტივებული ჩინური: 兰州; ტრადიციული ჩინური: 蘭州; ფინინი: Lánzhōu[3]) — განსუს პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ჩინეთი.[4] ქალაქი მდებარეობს ხუანხეს ნაპირებზე. ლანჭოუ არის მთავარი რეგიონალური სატრანსპორტო ცენტრი, რომელიც რკინიგზით აკავშირებს ჩინეთის შორეულ დასავლეთში მდებარე ადგილებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილთან. ისტორიულად ის მნიშვნელოვანი ადგილი იყო ჩრდილოეთ აბრეშუმის გზაზე. ამჟამად ლანჭოუ ახალი ევრაზიული სახმელეთო ხიდის შემადგენელი ნაწილია. ქალაქში განვითარებულია მძიმე ინდუსტრია და პეტროქიმიური ინდუსტრია.

ლანჭოუ შედის მსოფლიოს 100 ძირითად ქალაქს შორის მეცნიერული კვლევების მხრივ. ეს კვლევა ბუნების ინდექსის მიერ იწარმოება.[5] ქალაქში არსებობს მნიშვნელოვანი კვლევითი ინსტიტუტები, როგორიცაა: ლანჭოუს უნივერსიტეტი, ლანჭოუს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი და ლანჭოუს ძიაოთონგის უნივერსიტეტი.[6][7] აღსანიშნავია ლანჭოუს უნივერსიტეტი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. ის დაწესებულება ასევე არის „პროექტი 985“-ის ნაწილი.

2019 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით ლანჭოუში 3 790 900 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 3 072 100 ქალაქის ურბანულ ნაწილში ცხოვრობს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის მეშვიდე საყოველთაო აღწერის მიხედვით (2020 წელი), ლანჭოუს მოსახლეობამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 4 მილიონს. ამ მონაცემების მიხედვით ქალაქის ამჟამინდელი მოსახლეობა 4 359 446 ადამიანია.

ლანჭოუ და ჭონგშანის ხიდის მშენებლობა (1909)
დასავლეთის კარიბჭე (ჩინ.: 西关 ფინინი: Xīguān)

თავდაპირველად ლანჭოუს ტერიტორია ციანგებით იყო დასახლებული. ლანჭოუ ცინის სამეფოს ნაწილი ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში გახდა.

ძველი წელთაღრიცხვით 81 წელს, ქალაქი ხანის დინასტიის (ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220) დაქვემდებარებაში იყო. ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულის განმავლობაში ქალაქი ჩრდილოეთს აბრეშუმის გზის ნაწილი იყო.[8][9] ის ასევე იყო ხუანხეს გადასაკვეთად მნიშვნელოვანი ისტორიული ცენტრი. ქალაქის დასაცავად ჩინეთის დიდი კედელი იუმენის უღელტეხილამდე გაგრძელდა. ლანჭოუს ურბანულ ნაწილში დღესაც არსებობს დიდი კედლის ნაწილები.[10]

ხანის დინასტიის დაცემის შემდეგ, ლანჭოუ ტომური სახელმწიფოების დედაქალაქი გახდა. IV საუკუნეში ის გახდა დამოუკიდებელი ტერიტორიის, ადრეული ლიანგის დედაქალაქი.

1127 წლიდან ქალაქი ძინის დინასტიის ხელში, 1235 წლიდან კი მონღოლთა იპერიის ხელში გადავიდა.

მინის დინასტიის (1368–1644) მმართველობის პერიოდში პრეფექტურა ოლქად გადაკეთდა და ლინთაოს უფრო დიდი ზომის პრეფექტურას შეუერთდა. 1477 წლიდან ლანჭოუს ძველი სტატუსი დაუბრუნდა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული გახდა.

ქალაქს მისი ამჟამინდელი სახელწოდება 1656 წელს, ცინის დინასტიის მმართველობის პერიდში მიენიჭა. მას შემდეგ, რაც განსუ დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა 1666 წელს, ლანჭოუ მისი დედაქალაქი გახდა.

ლანჭოუ ძლიერ დაზიანდა დუნგანის აჯანყების შედეგად, რომელიც 1864–1875 წლებში მიმდინარეობდა. 1920-იან და 1930-იან წლებში ლანჭოუ საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ არსებული ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის ცენტრად ჩამოყალიბდა.

იაპონია-ჩინეთის მეორე ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონია-ჩინეთის მეორე ომის (1937–1945) პერიოდში ლანჭოუ 1935 წელს საავტომობილო მაგისტრალის საშუალებით დაუკავშირდა სიანს და გახდა ჩინეთ-საბჭოთა გზატკეცილის 3200 კილომეტრიანი მონაკვეთის ნაწილი. ეს მაგისტრალი საბჭოთა მარაგის გადასატანად გამოიყენებოდა სიანის მიმართულებით. ეს ავტომაგისტრალი უმთავრესი სატრანსპორტო გადაადგილების საშუალება იყო ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში რკინიგზის გაყვანამდე. მოგვიანებით გაყვანილმა რკინიგზამ ლანჭოუ ურუმჩის, სინძიანს დაუკავშირა.

ლანჭოუ მდებარეობს მდინარე ხუანხეს ზედა ნაწილში. ქალაქი ადრეული პერიოდიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო, რაც განპირობებულია იმით, რომ ლანჭოუ ხესის კორიდორის ყველაზე სამხრეთით მდებარე ნაწილია, რის საშუალებითაც ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებაა შესაძლებელი. ლანჭოუ ასევე უკავშირდება ამ ტერიტორიის უძველეს დედაქალაქს, ჩანანს (თანამედროვე სიანი), რომელიც შენსის პროვინციაში მდებარეობს.

ჩენგკუანის რაიონის (ქალაქის ცენტრი) პანორამა
ჩენგკუანის რაიონის (ქალაქის ცენტრი) პანორამა

ლანჭოუ ზომიერ სარტყელში მდებარეობს და მისთვის დამახასიათებელია ნახევრად უდაბნოს კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BSk). ქალაქში ცხელი ზაფხული და ცივი და ძალიან მშრალი ზამთარია.[11]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Cheung, Raymond. OSPREY AIRCRAFT OF THE ACES 126: Aces of the Republic of China Air Force. Oxford: Bloomsbury Publishing Plc, 2015. ISBN 978 14728 05614.
  • 徐 (Xú), 露梅 (Lùméi). 隕落 (Fallen): 682位空军英烈的生死档案 - 抗战空军英烈档案大解密 (A Decryption of 682 Air Force Heroes of The War of Resistance-WWII and Their Martyrdom). 东城区, 北京, 中国: 团结出版社, 2016. ISBN 978-7-5126-4433-5.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cox, W (2018). Demographia World Urban Areas. 14th Annual Edition. St. Louis: Demographia, გვ. 22. 
  2. 2021年兰州市人口总人数口和第七次人口普查结果-红黑人口库2021年. ციტირების თარიღი: 2021-06-09
  3. Chinese Conventional Place Names. ციტირების თარიღი: 2021-09-16
  4. Illuminating China's Provinces, Municipalities and Autonomous Regions. PRC Central Government Official Website. ციტირების თარიღი: 2014-05-17
  5. Nature Index 2020 Science Cities | Supplements | Nature Index. ციტირების თარიღი: 2020-10-15
  6. US News Best Global Universities Rankings in Lanzhou (2021-10-26). ციტირების თარიღი: 2021-10-31
  7. Nature Index 2018 Science Cities | Nature Index Supplements | Nature Index. ციტირების თარიღი: 2020-10-15
  8. Xian, Xiaowei; Zhang, Linyuan; Ai, Nanshan; Wihelm, Wohlke (March 1, 1991). „On the relation between the evolution of natural environment and human factors and the development of urban settlement—Take the Lanzhou Valley Basin as an examples“. Chinese Geographical Science. 1 (1): 42–53. doi:10.1007/BF02664455. S2CID 195214733.
  9. Silk Road, North China.
  10. zh:城内外(116)黄河之都金城兰州. https://www.youtube.com/watch?v=F48_HZQFtKM.
  11. 11.0 11.1 zh:兰州城市介绍以及气候背景分析 zh. 中国气象局公共气象服务中心. ციტირების თარიღი: July 27, 2015
  12. zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 付博. List of Gansu's sister cities by 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 16, 2020. ციტირების თარიღი: ნოემბერი 10, 2021.
  14. Sister City Relationships between China and the United Kingdom. ციტირების თარიღი: August 14, 2017
  15. Council, Hilltops. (June 4, 2013) #didyouknow #youngnsw has a sister city in #China – Lanzhou City, when in Young visit the Chinese Tribute Gardenpic.twitter.com/R81TN99ZcT. ციტირების თარიღი: August 14, 2017
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლანჭოუ“-დან