ლგბტ უფლებები კატარში
ლგბტ უფლებები კატარში — კატარში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ( ლგბტ ) პირები ისეთ იურიდიულ გამოწვევებს განიცდიან, რომლებსაც არ განიცდიან არალგბტ მაცხოვრებლები. კატარში ჰომოსექსუალობა უკანონოა, სასჯელის ზომა აღინიშნება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თანმობით კავშირისას განკუთვნილია, მაგრამ შეიძლება აღსრულდეს სიკვდილით დასჯა მუსლიმური შარიათის კანონით. ამასთან, არ არის ცნობილი შემთხვევები, როდესაც სიკვდილით დასჯა აღსრულდა ჰომოსექსუალიზმისთვის. [1] გაბატონებულია კულტურული ნორმები, რომლებიც უარყოფითად უყურებენ ჰომოსექსუალობას და ქროს-დრესინგს. [2] კატარის მთავრობა არ ცნობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ან სამოქალაქო პარტნიორობას და ასევე არ აძლევს უფლებას ხალხს, აწარმოონ კამპანია ლგბტ უფლებებისთვის.
2008 წლის ნოემბერში ბრიტანელმა შემსრულებელმა ჯორჯ მაიკლმა მონაწილეობა მიიღო კატარში გამართულ წარმატებულ კონცერტზე, [3] ამით იგი გახდა პირველი ღიად გეი მუსიკოსი, რომელიც წარადგინეს კატარში. ამას არ გამოუწვევია პოლიტიკის უფრო ფართო ცვლილება.
ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტების კანონიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლი (კანონი 11/2004) [4] ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე მამაკაცთა შორის სოდომიისთვის. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სიკვდილით დასჯა გამოიყენეს მოზრდილთა შორის და კერძო პირებში ერთნაირსქესიანთა სქესობრივი ურთიერთობებისათვის.
1998 წელს კატარში სტუმრად მყოფ ამერიკის მოქალაქეს ჰომოსექსუალური საქმიანობისთვის მიუსაჯეს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და 90 მათრახი. [5] გასული საუკუნის 90-იან წლებში ფილიპინების საზღვარგარეთ დასაქმების ადმინისტრაციამ ფილიპინელ მუშაკებს აცნობა, რომ კატარში გეი მუშაკები აკრძალულია. კატარში ფილიპინელი მუშები დააპატიმრეს და გააძევეს ქვეყნიდან ჰომოსექსუალობისთვის. [6]
2016 წელს პოლონეთის ინსტაგრამის ვარსკვლავი კინგ ლუქსი დააკავეს კატარში, სავარაუდოდ, ჰომოსექსუალობის გამო. მან პატიმრობაში 2 თვე გაატარა. [7]
ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატარის კანონზე ქორწინების, განქორწინებისა და სხვა საოჯახო საკითხების შესახებ გავლენას ახდენს ტრადიციული ისლამური ზნეობა. შესაბამისად, თანაცხოვრება უკანონოა და კატარში კანონიერი აღიარება არ არსებობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებების, სამოქალაქო კავშირების ან ოჯახური პარტნიორობისთვის . კატარში არანაირი სოციალური სერვისი არ არსებობს, რაც მშობლებს დაეხმარება ლგბტ ახალგაზრდობის მიღებაში.
2022 წლის ფიფას მსოფლიო თასის დაპირისპირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატარში ჰომოსექსუალობის სტატუსის უკანონოა და ისჯება სიკვდილით. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა თავდაპირველად თქვა: „მე ვიტყოდი, რომ მათ თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სექსუალური აქტივობისგან“. მოგვიანებით მან დაამატა, რომ: „ჩვენ [ფიფას] არ გვსურს რაიმე დისკრიმინაცია. რისი გაკეთებაც გვინდა არის თამაშის გამართვა ყველასთვის და ის ღია იქნება ყველა კულტურისათვის. ეს არის ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ 2022 წელს.“ [8] [9] [10] [11] [12]
2013 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ყურის თანამშრომლობის ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, განიხილონ წინადადება, რომ შეიქმნას რაიმე ფორმის, ჯერ კიდევ უცნობი ტესტირება, რათა გეი უცხოელებისთვის წევრ ქვეყანაში შესვლა აიკრძალოს. [13] [14] მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს წინადადება წამოვიდა ქუვეითისგან და არა კატარისგან. [15]
საცხოვრებელი პირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წელს Doha News-ში გამოაქვეყნა სტატია კატარელმა გეი კაცმა, ფსევდონიმით მაჯიდ ალ-კატარი, რომელშიც აღწერილი იყო, რომ კატარში გეების მდგომარეობა არის „მწვავე“ და საუბრობს „[მისი] ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოუსწორებელ დაზიანებაზე“. მედია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ „კატარში” ჰომოსექსუალობის „თემის განხილვის საშუალება მისცა“ ავტორს და ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
2018 წელს აპრილიდან ივლისამდე გამოქვეყნდა ცხრა სტატია, რომელიც მოიცავს გეებისა და ტრანსგენდერების უფლებებს. მათ შორისაა ლგბტ უფლებების განხილვა აფრიკაში, აშშ-ს სამხედრო ტრანსგენდერობის აკრძალვის კრიტიკა და ბოლოს, 1973 წლის ხანძრის რეტროსპექტივა, რომელმაც 32 ადამიანი იმსხვერპლა. Orleans gay bar-ს ცენზურა დაუწესეს New York Times International Edition-ის დოჰას გამოცემაში. კატარის სახელმწიფოს მთავრობის კომუნიკაციების ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული საკითხის შესწავლას ისახავდნენ მიზნად.
2019 წლის ივნისში, სახელმწიფო ტელევიზია ალჯაზირამ ივნისი ჩანიშნა როგორც ლგბტქ პრაიდის თვე , მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა კანონით აკრძალულია კატარში. [16] [17]
შემაჯამებელი ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია | (სასჯელი: 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და სიკვდილით დასჯა მუსლიმებისთვის) |
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა) | |
ერთნაირსქესიანთა ქორწინება | |
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება | |
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ | |
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა | |
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ | |
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება | |
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა | |
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის | |
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Here are the 11 countries where being gay is punishable by death.
- ↑ Gay Qatar News & Reports.
- ↑ Entry #5463: Homosexual activity in Qatar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-06. ციტირების თარიღი: 2020-11-28.
- ↑ الميزان - البوابة القانونية القطرية :: التشريعات :: قانون رقم (11) لسنة 2004 بإصدار قانون العقوبات :: التحريض على الفسق والفجور والبغاء :: 296. Almeezan.qa (14 June 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 15 October 2012.
- ↑ The Cornell Daily Sun, Inc. 4 December 2002. "Qatar's Gay Rights Policy Under Scrutiny."
- ↑ Discriminatory Ad to Gay Contract Workers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2007. ციტირების თარიღი: 13 October 2007.
- ↑ Teen Instagram Star Jailed in Qatar for Two Months, Claims it was for 'Being Gay'.
- ↑ FIFA President: Gay Fans 'Should Refrain From Any Sexual Activities' During 2022 World Cup In Qatar. FitPerez.com (13 December 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 2 December 2011.
- ↑ Gay rights group wants apology from FIFA's Sepp Blatter for comments. ESPN (15 December 2010). ციტირების თარიღი: 2 December 2011.
- ↑ Blatter: Gays should 'refrain from sexual activities' in Qatar | Football. The Sport Review (13 December 2010). ციტირების თარიღი: 2 December 2011.
- ↑ FIFA president says gays should refrain from homosexuality during Qatar World Cup. PinkNews.co.uk. ციტირების თარიღი: 2 December 2011.
- ↑ Expreszo | Headlinearchief. Expreszo.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 15 October 2012.
- ↑ Gulf Cooperation Countries to test, detect then ban gays from entering their countries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
- ↑ Gulf Countries Propose Test To 'Detect' Gays, Ban Them From Entering. ციტირების თარიღი: 14 August 2015
- ↑ Qatar 2022: Gulf States' 'Gay Tests' Trigger World Cup Boycott Call. ციტირების თარიღი: 2020-11-14
- ↑ Qatar bans homosexuality as Al Jazeera in English marks LGBT Pride Month - Middle East - Jerusalem Post.
- ↑ "AJ+ français" : quand la propagande du Qatar se cache derrière un progressisme féministe et LGBT.