ლისკამი
იერსახე
ლისკამი | |
---|---|
ლისკამის ჩრდილო-დასავლეთი მხარე | |
კოორდინატები: 45°55′21″ ჩ. გ. 7°50′08″ ა. გ. / 45.92250° ჩ. გ. 7.83556° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია იტალია |
სიმაღლე | 4527 მ |
ქედი | პენინის ალპები |
პირველი ასვლა | 1861 |
ლისკამი (გერმ. Liskamm) — მწვერვალი პენინის ალპებში, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. შედგება 5 კმ სიგრძის ქედისგან, რომელსაც ორი განსხვავებული მწვერვალი გააჩნია. ქედზე საკმაოდ ბევრი თოვლის ლავგარდანია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოკრძალებული ამოზნექილობის გამო (376 მ), ლისკამს ხშირად ახლომდებარე მონტე-როზას მასივის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ. მაგრამ, ვიზუალურად ლისკამი უზარმაზარი მასივია, რომელიც 2 მწვერვალისგან შედგება: აღმოსავლეთი ლისკამი და უფრო დაბალი დასავლეთი ლისკამი, რომლებიც ერთმანეთისგან 1 კმ სიგრძის თხემითაა გამოყოფილი.
მთის ჩრდილოეთ კალთა შთამბეჭდავ, 1100 მეტრიან ყინულით დაფარულ კედელს წარმოადგენს რომელიც გორნერის მყინვარიდან იწევა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lyskamm on SummitPost
- Italian route account from south დაარქივებული 2013-08-15 საიტზე Wayback Machine. - Czech and English