ლუკუნის მთა
იერსახე
ლუკუნის მთა | |
---|---|
ქ. დმანისი და ლუკუნის მთა | |
კოორდინატები: 41°22′21″ ჩ. გ. 44°12′37″ ა. გ. / 41.37250° ჩ. გ. 44.21028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დმანისის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1899 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | მეოთხეული ვულკანური ლავა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლუკუნის მთა, შინდლარი — მთიანი მასივი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზემო ხრამის პლატოზე. წარმოადგენს მდინარეების გეტისწყლის, ორმაშენისა და მაშავერის (ხრამის აუზი) წყალგამყოფს. სიმაღლე ზღვის დონიდან 1899 მ. აგებულია მეოთხეული ვულკანური ლავებით. დამახასიათებელია მთის სტეპის ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 309.