მრავალძარღვა
იერსახე
მრავალძარღვა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Plantago | ||||||||||||||
|
მრავალძარღვა (ლათ. Plantago) — მცენარეთა გვარი მრავალძარღვასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქბალახებია.
გვარი მოიცავს 250-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია დედამიწის ზომიერ საერტყელში. საქართველოში 11 სახეობაა. იზრდებიან მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებსა და დანაგვიანებულ ადგილებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე. Plantago major, Plantago media და Plantago lanceolata ფართოდ გავრცელებული სახეობებია.
მრავალძარღვას თესლი შეიცავს ლორწოს და გლიკოზიდ აუკუბინს, ფოთოლი — კაროტინს და ვიტამინს. ფოთოლს ხმარობენ ჭრილობისა და წყლულის მოსაშუშებლად, ნაყენს — ამოსახველებელ საშუალებად, წვენს — გასტრიტისა და ენტერიტის სამკურნალოდ
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 164-165.