ნადეჟდა ჯიბუტი
ნადეჟდა ჯიბუტი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 აგვისტო, 1914 |
დაბ. ადგილი | შუა ამაღლება |
გარდ. თარიღი | 19 ივნისი, 2003 (88 წლის) |
გარდ. ადგილი | ბათუმი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერებათა კანდიდატი |
ნადეჟდა ჯიბუტი (დ. 8 აგვისტო, 1914 — გ. 19 ივნისი, 2003) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1949). სახალხო განათლების წარჩინებული მუშაკი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნადეჟდა ჯიბუტმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1936 წელს. 1937 წლიდან მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე. 1942–49 წლებში არჩეული იყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანად; 1949–63 წლებში გეოგრაფიის კათედრის გამგედ. კითხულობდა ლექციებს ზოგად დედამიწისმცოდნეობაში, ლანდშაფტმცოდნეობაში, ჰიდროლოგიაში, საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში და სხვა.[1]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორ ბორის დობრინინის ხელმძღვანელობით; 1946 წელს ქალაქ ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა აჭარის ტერიტორიის ბუნებრივ-ანთროპოგენურ ლანდშაფტებს. შემდეგში აგრძელებდა კვლევებს დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების შესასწავლად; ჩამოაყალიბა ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაცია.[1]
იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის საპატიო წევრი. დაჯილდოებულია სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით.[1]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა აჭარა 50 წლისაა (თანაავტორი). ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1970;
- Аджария (თანაავტორი). Батуми, Сабчота Аджара, 1978.