შინაარსზე გადასვლა

რიტმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიტმი (ბერძნ. rhythmos - თანაზომადობა, სიმწყობრე), თანაზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (ბგერების, მოძრაობების და სხვ.) რიტმს დინამიკური ხელოვნების დარგებში (მუსიკა, ცეკვა, ლექსი, პროზა) ერთიანი შინაგანი კანონები აქვს (თანაზომადობა დროში), განსხვავებულია რიტმის შემქმნელი მატერია. მხატვრული დროს თვალსაზრისით რიტმი ერთ-ერთი ესთეტიკური მახასიათებელია ხელოვნების ნაწარმოებისა.

რიტმი მხატვრულ ლიტერატურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეზიაში რიტმი იქმნება თანაზომადი ენობრივი ერთეულების პერიოდული და კანონიზირებული მონაცვლეობით. თანაზომიერა, ჩვეულებრივ მარცვლები, სიტყვები ან სინტაგმები. ლექსში რიტმის ძირითადი კომპონენტია მეტრი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ტემპი, ინტონაცია, რითმა და ა.შ.

პროზაში რიტმს ესთეტიკური როლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პროზა არ ხასიათდება პოეზიის მსგავსად ლექსის საზომით ორგანიზებული რიტმულ-ინტონაციური განმეორებით, რიტმული ქარგა მხატვრული პროზაული ნაწარმოებისა მისი მხატვრულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია და ხასიათდება ცვლადი რიტმით ყველა დონეზე. პროზაული ნაწარმოების მხატვრული ენა თავისი რიტმითაც განსხვავდება სამეცნიერო ნაშრომებისა თუ საყოფაცხოვრებო-საქმიანი ტექსტებისგან. პროზაული და ლექსითი რიტმების ურთიერთმოქმედებით შეიქმნა საშუალო ფორმები, როგორიცაა რიტმული პროზა, ლექსი პროზად და ვერლიბრი.

  • ბერიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 396.
  • გაწერელია ა., ქართული კლასიკური ლექსი, თბილისი, 1953